სოფიო სომხიშვილის მარცხი ტოკიოს გრანდ სლემზე

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასასრულს უახლოვდება ძიუდოს გრანდ სლემი. ტურნირის მეორე დღეს ტატამიზე ერთადერთი ქართველი გამოვიდა. +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. სომხიშვილმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია იაპონელ ჰიკარუ კოდამას, მეტოქეს 2 შიდოც მიაღებინა, თუმცა პაექრობის ბოლოს მაინც იპონით დამარცხდა. თავისმხრივ იაპონელმა მომდევნო ასპარეზობა წააგო სამხრეთ კორეელ ჰაიუნ კიმთან… Continue reading სოფიო სომხიშვილის მარცხი ტოკიოს გრანდ სლემზე

ტოკიოს გრანდ სლემზე ბექაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოშ სტარტი აიღო ძიუდოს პრესტიჟულმა გრანდ სლემმა. -90 კგ კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური. ქართველი ფალავანი პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყისი რაუნდიდან თავისუფალი გახლდათ. მეორე წრეში ლაშამ უძლიერესი სამხრეთ კორეელი სპორტსმენი – დოჰამ გვაკი ვაზარით დაამარცხა, 1/4 ფინალში კი მასპინძელ სოიჩირო მუკაისაც იგივე დღე აწია. ნახევარფინალურ სტადიაზე ბექაურმა შიდოებით… Continue reading ტოკიოს გრანდ სლემზე ბექაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

2 ბრინჯაო ტაშკენტიდან

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასრულდა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საჭიდაო დღე. საქართველოს ნაკრებს -90 კგ წონითი კატეგორია გაორებული ქონდა, შესაბამისად ტატამიზე 2 ქართველი ფალავანი გამოვიდა – მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ტრიუმფატორი ლუკა მაისურაძე. ლაშას საკმაოდ რთული ბადე შეხვდა, თუმცა ბექაურმა “ფრენა-ფრენით” გაიარა მოწინააღმდეგეები  – 1/16 ფინალში უმარტივესად მოუგო იაპონელ მაშიამას, 1/8 ფინალში… Continue reading 2 ბრინჯაო ტაშკენტიდან

დღეს ტატამიზე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მეხუთე საჭიდაო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავა – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ჩვენს ნაკრებს (-90 კგ) წონითი კატეგორია გაორებული აქვს). მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, თუმცა მან მაინც მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამოჯანმრთელება და ჩემპიონობის ერთერთ მთავარ ფავორიტადაც მიიჩნევა. ლაშა B პულში მოხვდა,… Continue reading დღეს ტატამიზე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ

“სიყვარულზე ლექსები შენ იცი…” – ჭიკაძე ბექაურს [VIDEO]

ედსონ ბარბოზასთან გამარჯვების შემდეგ, გიგა ჭიკაძე საქართველოს ესტუმრა. მიუხედავად სამშობლოში სტუმრობისა, გიგას ვარჯიში არ შეუწყვეტია- იგი გორში ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად ჭიდაობაში ვარჯიშობდა, ასევე ეწვია თბილისის MMA-ს კლუბებსაც. გუშინ კი ტიკ-ტოკზე, ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლაშა ბექაურთან ერთადაც გამოჩნდა. @lashabekauri სიყვარული კაცი😊❤️🥇 ##gigachikadze ♬ original sound – Lasha Bekauri

გუდამაყრის ერთ-ერთი მწვერვალი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება

გუდამაყრელი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, მშობლიურმა მხარემაც დაასაჩქურა – ბექაურს საჩუქრად 500 კვ.მ მიწა გადაეცა. ბექაური სიმბოლურად კვიცითა და ნაბადითაც დასაჩუქრდა. გუდამაყრის რწმუნებულმა, მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი სწორედ ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდოში, 90კგ-მდე კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

33-ე… საინტერესო ციფრები, ატლანტიდან დღემდე

დასრულდა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ყველა მედალი გათამაშდა… 176 ქვეყანა მონაწილეობდა და საქართველო 33-ე ადგილზე გავიდა! სულ 86-მა ქვეყანამ აიღო მინიმუმ ერთი მედალი. საქართველო 8 მედლითაა. ორი ლაშას ჩემპიონობა: ბექაურისა და ტალახაძის… კიდევ, ვერცხლი მოიპოვეს ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაო კი – ანტონ პლესნოიმ. საინტერესოა, რომ პოსტსაბჭოეთიდან საქართველოს მხოლოდ ორმა ქვეყანამ… Continue reading 33-ე… საინტერესო ციფრები, ატლანტიდან დღემდე

რა ქნას მეტი ამ ქვეყანამ?!

ვისაც არხილოსკალო გაგონილი არ ჰქონდა, ახლა ხომ გაიგო? იქ, საქართველო მთავრდება. ჰოდა, მაგ არხილოსკალოში, მანქანაში რომ ჩაჯდე და საათში 80 კილომეტრით იარო, 6 საათში ფოთში ჩახვალ, ზღვასთან. საქართველო იქაც მთავრდება. აი, სულ ეს არის ჩვენი სამშობლო. ოლიმპიადას კი, ცხადია უყურებთ. (ამასწინათ, საქმეში ჩახედულმა მეგობარმა მითხრა, რომ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე პარალელურად, სხვა… Continue reading რა ქნას მეტი ამ ქვეყანამ?!

საჩუქრები, რომელიც ლაშა ბექაურს გადაეცემა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ძიუდოში, საქართველოს პირველი ოქროს ლაშა ბექაურმა (-90 კგ) მოუტანა.   რა გარანტირებული პრიზები ერგება 21 წლის ქართველ ძიუდოისტს? საქართველოს მთავრობა მას 1 000 000 ლარს გადასცემს, ხოლო უნივერსიტეტი სეუ, სადაც ბექაური სწავლობს, მას საბურთალოზე 100 კვ.მ. ბინას აჩუქებს