ლა ლიგის 26-ე ტურში ელ კლასიკო გაიმართა, სადაც ბარსელონამ რეალი შინ 2:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი გოლი მე-9 წუთზე გავიდა, როცა ვინისიუსის აქტიურობის და ჩაწოდების შემდეგ, ბურთი არაუხოს მოხვდა და ტერ შტეგენის კარში აღმოჩნდა. ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე სერხი რობერტომ მოხდენილი დარტყმით გაათანაბრა. ამ თამაშამდე გუნდებს შორის 9 ქულიანი სხვაობა იყო… Continue reading დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ – ბარსელონამ ელ კლასიკო მოიგო
Tag: ლა ლიგა
მამარდაშვილი და ტოპ-5: რა უცნაური სტატისტიკაა…
გიორგი მამარდაშვილის ამბებზე. უფრო სწორად, უცნაურ და საინტერესო სტატისტიკაზე, რომელიც მთლიანად ვალენსიას ეხება. 75 ხსნა სეზონში. ამ მხრივ მამარდაშვილი მეხუთე ადგილზეა მიმდინარე ლა ლიგაში. ბადია (ელჩე 101), კონანი (კადისი 97), ფერნანდო (ალმერია 89), დავიდ სორია (ხეტაფე 80), მამარდაშვილი (ვალენსია 75). საინტერესოა, რომ მამარდაშვილს ამ ჩამოთვლილ 4 მეკარეზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული. 24 თამაშში გაშვებული 28… Continue reading მამარდაშვილი და ტოპ-5: რა უცნაური სტატისტიკაა…
ალმერიასთან 2:2 – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?
ლა ლიგის მე-18 ტურში, ვალენსიამ ალმერია მიიღო. გუნდებს დაახლოებით თანაბარი სატურნირო მდგომარეობა აქვთ, განსხვავება მატჩამდე მხოლოდ 1 ქულაიყო და ასეც დარჩა – 2:2 მესტალიაზე. ღამურების კარს, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი იცავდა. რომელიმე გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, მცველებმა, პირველი გოლისას, 3 მეტრიდან მეტოქეს თავით დაარტყმევინეს, მეორე გოლისას კი – საჯარიმოში ბურთი დაკარგეს… … Continue reading ალმერიასთან 2:2 – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?
ვალენსიამ და მამარდაშვილმა პამპლონაში მოიგეს – რა შეფასება მიიღო გიორგიმ? (ვიდეო)
ლა ლიგის მე-8 ტურში, ვალენსია, რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ოსასუნას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მამარდაშვილმა თავიდან ოლომდე ითამაშა და Whoscored.com-ზე 6.3 შეფასება მიიღო. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. შეხვედრაში 3 წითელი ბარათი და 2 გაფუჭებული პენალტი იყო. ვალენსია ლა ლიგაში 13 ქულით მე-5 ადგილზეა და შემდეგ ტურში ელჩეს შეხვდება.
ჩავიმ ესპანეთში რეკორდი დაამყარა
ლა ლიგის მე-7 ტურში ბარსელონა მალიორკას ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. ეს გამარჯვება ჩავისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ესპანელმა სპეციალისტმა გასვლით მატჩში ზედიზედ 18 მატჩი არ წააგო, რაც რეკორდია. აქამდე რეკორდის ავტორი ზინედინ ზიდანი გახლდათ, რომელმაც რეალთან ერთად გასვლაზე ზედიზედ 17 თამაში არ წააგო. ბარსელონა ლა ლიგაში 19 ქულით პირველ… Continue reading ჩავიმ ესპანეთში რეკორდი დაამყარა
“ალ-ხელაიფს სულელებად გამოვყავართ“
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ალ-ხელაიფის [პსჟ-ის პრეზიდენტი] მიმართ უკამყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატა. აქამდე, ლა ლიგამ უეფაში სარჩელი შეიტანა და პსჟ-ს ფინანსური „სამართლიანი წესების“ დარღვევაში დაადანაშაულა, მოტივად კი ფეხბურთის სიწმინდე დაასახელა. ამასთან დაკავშირებით, ალ-ხელაიფმა ასეთი კომენტარი გააკეთა „ყოველ წელს იგივეა. როგორ მოიქცნენ, არავის ვასწავლით და არც გვინდა გვასწავლონ. ჩვენ პროექტის მშენებლობას განვაგრძობთ“ ტებასი ამან ძალიან… Continue reading “ალ-ხელაიფს სულელებად გამოვყავართ“
უეფა პსჟ-ის ფინანსებს სწავლობს – სატრანსფერო ბანი?
უეფა პსჟ-ს ფინანსურ სიტუაციას აკვირდება. L’equipe-ს ინფორმაციით, პარიზულ კლუბს, უეფამ ინფორმაციაზე მოთხოვნა რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა. ოფიციალური პროცედურები ჯერ არ დაწყებულა. სანამ ლა ლიგა საჩივარს დაწერდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, კლუბს უკვე სამეთვალყურეო ორგანო სწავლობდა. უეფამ პსჟ-ს მოთხოვნა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კლუბის ფინანსური კონტროლის ორგანოს მონაცემები ფინანსურმა ექპერტებმა გამოიკვლიეს. ეს ანალიზისი სწორედ იმისთვისაა საჭირო, დადგინდეს,… Continue reading უეფა პსჟ-ის ფინანსებს სწავლობს – სატრანსფერო ბანი?
რა უთხრეს სიმეონეს? დღეს სასაცილოა…
დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკო ზედიზედ მეათედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში. 10 წელია, რაც სიმეონე როხიბლანკოშია და 10-ივე სეზონში! ატლეტიკომ ელჩეს 2:0 მოუგო და ეს სიმეონეს მე-400 მატჩი იყო ლა ლიგაში ამ გუნდის მწვრთნელის რანგში. და ამ 400-დან 244 მოიგო, 93 ფრედ დაასრულა და 63 წააგო. ორჯერ გახდა ჩემპიონი… და აი, სიმეონე მაგარ ამბავს იხსენებს. რა უთხრეს,… Continue reading რა უთხრეს სიმეონეს? დღეს სასაცილოა…
რატომ არ იზეიმა ბეილმა რეალთან ერთად?
გარეთ ბეილი მადრიდის რეალის საჩემპიონო მატჩს არ დაესწრო. ესპანიოლთან შეხვედრის მერე რეალმა ისტორიაში 35-ედ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა… როგორც წერდნენ, კარლო ანჩელოტი გარეთ ბეილის მინდორზე გამოყვანასაც აპირებდა, მაგრამ მატჩის წინა დღეს უელსელს წელი ასტკივდა. ეს რეალში გაუკვირდათ და ესპანურმა პრესამ ეჭვი გამოთქვა, რომ გაბრაზებულმა ბეილმა ტრავმა მოიგონა. ესპანიოლთან ძირითადის ბევრმა ფეხბურთელმა დაისვენა მჭიდრო გრაფიკის გამო, ბევრმა… Continue reading რატომ არ იზეიმა ბეილმა რეალთან ერთად?
ხოაკინი და მამარდაშვილი… საოცარი ფაქტები
გიორგი მამარდაშვილი ჩვენი იმედი, დღევანდელობა და მომავალია. ხოაკინი ბეტისის ლეგენდაა, საოცარი ფეხბურთელი. 22 ივლისს 41 წლის გახდება. აი, საინტერესო ფაქტები: ხოაკინმა ესპანურ ლა ლიგაში პირველად რომ ითამაშა, მამარდაშვილი დაბადებულიც არ იყო. ხოაკინის ძალა 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დროს გამოჩნდა. ისე იოლად ატყუებდა მეტოქეებს, ვითომც არაფერი. მეოთხედფინალში სამხრეთ კორეასთან პენალტების სერიაში სწორედ მან გააფუჭა ერთადერთი დარტყმა… Continue reading ხოაკინი და მამარდაშვილი… საოცარი ფაქტები