როდემდე?! ბარსას ორი უბედურება

ბარსელონამ მორიგი ფოკუსი ჩაატარა… 3:0-ს უგებდა სელტას და 3:3 დაასრულა. კატალონიელებს ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში 2 ფრე და 2 წაგება აქვთ. მძიმე დღეში მყოფ გუნდს ჩაიბარებს ჩავი. 3:0-დან როგორ ვერ უნდა მოიგო?! ამ საუკუნეში ბარსას ეს პირველად დაემართა, ისე კი 1998 წელს ცოტა უარესიც მოუვიდა: შინ ზუსტად სამი ბურთით უგებდა ვალენსიას და 3:4 წააგო…… Continue reading როდემდე?! ბარსას ორი უბედურება

კარგიც და ნაკლიც… რას წერს AS მამარდაშვილზე?

გრანადა-ვალენსია 1:1… გიორგი მამარდაშვილმა პირველი გოლი გაუშვა ლა ლიგაში. პერსონალურად მასზე გადაბრალება ამ გოლის დროს არასწორია, დაცვა შეცდა და ლუის სუარესი პირისპირ დარჩა კარლოს ბაკას მაგარი პასით. გიორგიმ მეორე ტაიმში ერთ მომენტში კარგი რეაქცია გამოავლინა და მეორე გოლს გადაარჩინა ვალენსია. აი, რას წერს მამარდაშვილზე ცნობილი ესპანური AS-ი, რომელმაც ყველა ფეხბურთელი შეაფასა. „სადებიუტო მატჩთან შედარებით დამაჯერებლობა… Continue reading კარგიც და ნაკლიც… რას წერს AS მამარდაშვილზე?

მამარდაშვილი – გრანადასთანაც სასტარტოში

ესპანურ ლა ლიგაში 21:30 საათზე მეორე ტურის მატჩი იწყება: გრანადა-ვალენსია. ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავაც სასტარტო შემადგენლობაშია. რამდენიმე ესპანური გამოცემა ეჭვობდა, რომ იესპერ სილესენს დააყენებდნენ, თუმცა კარში ქართველია… შეგახსენებთ, მამარდაშვილმა მშვენივრად ითამაშა პირველ ტურში (ვალენსია-ხეტაფე 1:0). იმასაც შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა შარშანაც ითამაშა გრანადას სტადიონზე, როცა ევროპა ლიგაზე თბილისის ლოკომოტივში იდგა. მაშინ ლოკომ 0:2 წააგო, თუმცა… Continue reading მამარდაშვილი – გრანადასთანაც სასტარტოში

ტოპ-ხუთეული! 1. ზომერი, 2. მამარდაშვილი…

Sofascore და Whoscored-ის მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი გასულ ტურში ლა ლიგაში საუკეთესო მეკარე იყო. მეტიც, ესპანური SuperDeporte-ს ცნობით, ტოპ-5 ჩემპიონატი მთლიანად რომ ავიღოთ, მხოლოდ გლადბახის შვეიცარიელ იან ზომერს ჩამორჩა. ზომერმა მაგრად ითამაშა ბაიერნთან (1:1), ბევრი რთული ბურთი მოიგერია. გიორგის ხეტაფესთან თამაში: Sofascore (8,1) და Whoscored (7,8). ესპანელები მამარდაშვილის კიდევ ერთ პლუსს აღნიშნავენ: გამოსვლაზე მუშტებით კარგ თამაშს,… Continue reading ტოპ-ხუთეული! 1. ზომერი, 2. მამარდაშვილი…

მამარდაშვილი!.. ეს უკვე ზღაპარია (+Video)

ბორდალასისა და მამარდაშვილის სიგიჟე მესტალიაზე… (Bordalás y Mamardashvili se divierten en la locura de Mestalla) – ასეთი სათაური აქვს პოპულარული ესპანური Marca-ს საიტზე სტატიას. ეს მეკარე გვაოცებს… მარტო ქართველებს რომ გვაოცებდეს, კიდევ ჰო. ესპანელები გაკვირვებულები არიან და უკვე საკმაო სახელიც აქვს ვალენსიის ფანებში. გიორგი მამარდაშვილმა მშვენივრად ჩაატარა ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი: ვალენსია-ხეტაფე 1:0… ახალგაზრდა… Continue reading მამარდაშვილი!.. ეს უკვე ზღაპარია (+Video)

აი, მოვლენა: ლა ლიგა იხსნება, მამარდაშვილი ვალენსიის ძირითადშია!

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიის ძირითადშია!.. დიახ, ლა ლიგის 2021/2022 წლების სეზონი იხსნება, ვალენსია-ხეტაფეა პირველი მატჩი და ამხელა კლუბის კარში ახალგაზრდა ქართველი დგას. საამაყო ამბავია. მამარდაშვილი მესამე მეკარის სტატუსით მივიდა ღამურებში, მაგრამ აი, ზღაპარი… ლა ლიგა იწყება და მამარდაშვილი ისტორიაში ჩაეწერა. გიორგიმ მშვენივრად ჩაატარა ამხანაგურები, მათ შორის, მილანთან. ნიდერლანდელი იესპერ სილესენი და ესპანელი ხაუმე დომენეკი ტრავმირებულები არიან.

73 %… ქართველები ლა ლიგას სხვანაირად ველოდებით

ესპანეთის ლა ლიგა 13 აგვისტოს იწყება და სწორედ იმ მატჩით იხსნება, რომელიც ძალიან გვაინტერესებს: ვალენსია-ხეტაფე. სხვა დროს ერთი რიგითი თამაში იქნებოდა და საქართველოში მხოლოდ ღამურების ფანები დაელოდებოდნენ მოუთმენლად, ახლა კი… შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს ლა ლიგაში. ესპანურმა Eldesmarque-მ გულშემატკივრების გამოკითხვა ჩაატარა: ვინ უნდა იდგეს კარში ხეტაფესთან?.. მამარდაშვილმა დიდი უპირატესობით მოიგო – ხმების 73 %. ნიდერლანდელი… Continue reading 73 %… ქართველები ლა ლიგას სხვანაირად ველოდებით