ლებრონ ჯეიმსს დოპინგის მიღებაში ადანაშაულებენ

MMA-ს ვეტერანი მებრძოლი – ჩელი სონენი NBA-ს 4-გზის ჩემპიონ – ლებრონ ჯეიმსს დოპინგის მიღებაში ადანაშაულებს. “ადრე თუ გვიან, ხალხი გაიგებს თუ რას აკეთებს ლებრონი. ნეტა იცოდეთ, როგორი სახის დოპინგს იღებს ლებრონ ჯეიმსი, რათა სათამაშო ფორმა შეინარჩუნოს. მე და ჯეიმსს აკრძალულ პრეპარატებს ერთიდაიგივე დილერი გვაწვდიდა. ზუსტად ვიცი, თუ რას აკეთებს ლებრონი. იგი რეგულარულად იღებს ერიტრიპოეტინს და… Continue reading ლებრონ ჯეიმსს დოპინგის მიღებაში ადანაშაულებენ

ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს 34 წლიანი რეკორდი მოხსნა

“ლეიკერსის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში დაგროვილი ქულების მიხედვით გადაასწრო ლეგენდარულ ქარიმ აბდულ-ჯაბარს და NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეთა რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. “ოკლაჰომასთან” მატჩში, მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10,9 წამით ადრე 38 წლის ლებრონ ჯეიმსმა “ფეიდევეით” ბურთი ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კალათისკენ და ქულების კარიერული მონაგარი 38 388-მდე გაზარდა. ლეგენდარული ქარიმის რეკორდი (38 387 ქულა) 34 წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა… Continue reading ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს 34 წლიანი რეკორდი მოხსნა

ლებრონ ჯეიმსის 106-ე სამმაგი დუბლი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნიუ იორკმა” ლეგენდარულ “მედისონ სქვერ გარდენში” უმასპინძლა “ლეიკერსს” და ოვერტაიმში 123:129 დამარცხდა. შეხვედრის გმირი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც კარიერული 106-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. “ლეიკერსის” ფორვარდმა პარკეტზე 43 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 28 ქულა (25 სროლიდან 11 ჩააგდო), 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 38 წლის ლებრონი NBA-ს… Continue reading ლებრონ ჯეიმსის 106-ე სამმაგი დუბლი

“ლეიკერსს” ლებრონის 46 ქულამაც ვერ უშველა

NBA-ს რეგულარული გათამაშება გრძელდება. მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება CRIPTO.COM არენაზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს “კლიპერსი” და “ლეიკერსი” დაუპირისპირდნენ. ამ მატჩს მეორე ნაირად “ბრძოლა ლოს-ანჯელესისთვისაც” ეწოდება, ასე რომ ინტრიგა დიდი გახლდათ. შეხვედრის სტარტი “კლიპერსს” ბევრად უკეთესი გამოუვიდა – სუპერვარსკვლავების დუეტის – პოლ ჯორჯი+კავაი ლეონარდის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე პირველი მეოთხედი 37:30 მოიგო. მეორე პერიოდში ლიდერობა საკუთარ თავზე… Continue reading “ლეიკერსს” ლებრონის 46 ქულამაც ვერ უშველა

ლებრონმა დაბადების დღე 47 ქულით აღნიშნა

ლებრონ ჯეიმსი მსოფლიო სპორტის მოვლენაა და ამაზე არავინ არ დავობს. სტატისტიკოსები გაუჩერებლად კამათობენ – ვინ არის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი: მაიკლ ჯორდანი თუ ლებრონ ჯეიმსი? ჯორდანმა კარიერის განმავლობაში 6 საჩემპიონო ბეჭედი მოიგო და სუპერ ფინალური სერია არცერთხელ არ წაუგია, უდიდესი ქარიზმა დატოვა და ზედმეტსახელად “მისტერ უჰაეროსობაც” მიიღო. ლებრონმა 9-ჯერ მოახერხა სუპერ ფინალის საგზურის მოპოვება, 4-ჯერ… Continue reading ლებრონმა დაბადების დღე 47 ქულით აღნიშნა

ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტს გადაასწრო

“ლეიკერსის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში რიგით მე-17 საშობაო მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გადაასწრო (16). ამიერიდან ყველაზე მეტი საშობაო მატჩი სწორედ ლებრონს აქვს ჩატარებული ლიგის ისტორიაში. ჯეიმს ეკუთვნის ასევე ჩაგდებული ქულების რეკორდი – 17 საშობაო მატჩში მან ჯამში 460 ქულის დაგროვება მოახერხა. ენტონი დევისის გარეშე მოასპარეზე “ლეიკერსი” ტექსასს ესტუმრა და 115-124 დამარცხდა… Continue reading ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტს გადაასწრო

დონოვან მიტჩელის 43 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება კლივლენდში შედგა, სადაც ადგილობრივი “კავალიერზი” მასპინძლობდა “ლეიკერსს”. მატჩის მთავარი ინტრიგა გახლდათ ლებრონ ჯეიმსი დაპირისპირება თავის მშობლიურ გუნდთან. “მეფეს” კარიერულად “კლივლენდის” წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – 20 გამართული შეხვედრიდან 17 მოიგო. შეხვედრის სტარტი უიღბლო გამოვიდა კალიფორნიული გუნდისთვის – პარკეტზე გატარებული 8 წუთის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა ენტონი დევისმა,… Continue reading დონოვან მიტჩელის 43 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან”

ლებრონ ჯეიმსმა მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ლეიკერსს”. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა უხვქულიან შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია 129-133. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე პირველი მეოთხედის შემდეგ “ლეიკერსმა” ენტონი დევისის ზუსტი სროლების ფონზე 14 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა 61-47. კალიფორნიული გუნდი მეოთხე მეოთხედის სტარტამდე ინარჩუნებდა ანგარიშში ლიდერობას, თუმცა იანის ანტეტენკუმპოს გმირული ასპარეზობის ფონზე “ბაქსმა” დაქაჩა მეტოქესთან ჩამორჩენა… Continue reading ლებრონ ჯეიმსმა მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო

სპორტსმენები, რომელთაც ყველაზე მეტი “ფეიკ” გამომწერი ყავს

პოპულარულმა საიტმა Scams.info-მ ჩაატარა კვლევა და გამოავლინა სპორტსმენთა სია, რომელთაც სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ფეიკ გამომწერი ყავთ. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს ლებრონ ჯეიმსი.”ლეიკერსის” ფორვარდს ინსტაგრამზე 136,7 მილიონი გამომწერი ყავს, თუმცა Scams.info-ს ინფორმაციით მათი მეოთხედი(დაახლოებით 26,17 %) “ფეიკ ექაუნთია”. რეიტინგ სიაში მეორე ადგილს იკავებს ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ცოტა ხნის წინ გახდა პირველი ადამიანი ინსტაგრამზე,… Continue reading სპორტსმენები, რომელთაც ყველაზე მეტი “ფეიკ” გამომწერი ყავს

ლებრონ ჯეიმსი არ “ბერდება”

1 თვეში ლებრონ ჯეიმსს 38 წელი შეუსრულდება, თუმცა მეფე ასაკს არ იტყობს… თავის დროზე, ამ წლოვანებაში მყოფი NBA-ს სხვა ლეგენდები მხოლოდ “გასართობად” თამაშობდნენ – მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი, ქარიმ აბდულ ჯაბარი. ჯეიმსი სასწაულ ფორმაშია – დღეს, გამთენიისას ლებრონმა მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა – 39 ქულა ჩაუგდო “სან ანტონიოს” და პირადად მოაგებინა “ლეიკერსს” მორიგი მატჩი… Continue reading ლებრონ ჯეიმსი არ “ბერდება”