მამარდაშვილი: მე-4 მშრალი

ვალენსიამ ლა ლიგაში სტუმრად 1:0 მოუგო მალიორკას, ანუ მშრალი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. გაბრიელის სწრაფი და ბრწყინვალე გოლის მერე თითქმის სულ მალიორკა უტევდა, მაგრამ ვალენსია მაგრად დადგა. გიორგიც სტაბილურად და საიმედოდ თამაშობდა.   პირველი ტაიმის ბოლოს გაფრთხილება მიიღო დროის გაყვანისთვის.   ეს მამარდაშვილის მე-10 მატჩი იყო ლა ლიგაში და აქედან 4 გოლის გაუშვებლად ჩაატარა.

ჩაკვეტაძე – დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში

გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში. ჰამბურგმა გასვლაზე 5:0 გაანადგურა ლიდერი დარმშტადტი და ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო 12 წუთი ითამაშა… ამ მონაკვეთში ჰამბურგელებმა ერთი გოლი გაიტანეს და გიორგიმაც მიიღო იმ კომბინაციაში მონაწილეობა. ამ მცირე დროში ჩაკვეტაძე საკმაოდ აქტიური იყო. ერთი ქუსულური, ერთი კარგი გარღვევა, ერთი კარში დარტყმა და აცილება… ისიც სათქმელია, რომ დარმშტადტი უკვე მორალურად დაცემული… Continue reading ჩაკვეტაძე – დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში

იმედი… ჩაკვეტაძე ლატვიაშია

ბელგიის გენტი რიგაშია და რფს-თან კონფერენს ლიგის მატჩისთვის ემზადება. გუნდთან ერთადაა გიორგი ჩაკვეტაძეც. ქართველ ნახევარმცველს ოფიციალური მატჩი ბოლოს შარშან ნოემბერში აქვს ნათამაშევი, მას მერე კი ტრავმა, რამდენიმე ამხანაგური, გენტის დუბლებში თამაში, მერე ისევ ტრავმა… გენტის მწვრთნელმა ვანჰაზებრუკმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩაკვეტაძის თამაშს ერიდებოდა. შემდეგ თქვა, რომ ქართველი ბოლომდე ტონუსში არ იყო… Continue reading იმედი… ჩაკვეტაძე ლატვიაშია

რატომ არ ითამაშა ხვიჩამ ამხანაგურში?

ყაზანის რუბინმა მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა და ნიჟნი ნოვგოროდს 2:1 მოუგო. ზურიკო დავითაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა და ეს ტაიმი 0:0 დასრულდა… რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მინდორზე არ გამოჩენილა და მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ამის შესახებ ისაუბრა:   „ხვიჩა, ინ ბომი, ურემოვიჩი, ბეგიჩი, მერკულოვი და ბაკაევი ხვალიდან იქნებიან საერთო ჯგუფში. მათ მინი-დაზიანებები აქვთ გადაღლილობისგან. ამიტომაც არ… Continue reading რატომ არ ითამაშა ხვიჩამ ამხანაგურში?

ლუკა ლაკვეხელიანი: ვარჯიში დავიწყე, თუმცა რისკს ვერიდებით

ლუკა ლაკვეხელიანი შარშან ზაფხულში საბურთალოდან მეზოკოვეშდში გადავიდა. ჩვენებურმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა, შემდეგ ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და თან მენისკი გაუწყდა. ლუკას უნგრეთში დავუკავშირდით და ამ თემაზე ვკითხეთ. “გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ არა სრული დატვირთვით. რისკს ვერიდებით და ჯერ სპეციალური პროგრამით ვემზადები. იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და მალე თამაშს დავიწყებ.”-განაცხადა ლაკვეხელიანმა. 22 წლის მარცხენა მცველისაბურთალოს… Continue reading ლუკა ლაკვეხელიანი: ვარჯიში დავიწყე, თუმცა რისკს ვერიდებით