ლევან საგინაშვილმა დუბაიში გამართულ King of the Table 4-ზე, მკლავჭიდის ლეგენდას დევონ ლარატს შეებრძოლა და უშანსოდ 6:0 გაანადგურა. ქართველის ბრუტალურ გამარჯვებას, მისი მეტოქე გამოეხმაურა და ლევანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “დილა მშვიდობის. გუშინ ნამდვილად გიჟური ღამე იყო. მინდოდა მატჩის შესახებ ცოტაოდენი რამ მეთქვა და მივმართო ჩემს გულშემატკივრებს. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა და… Continue reading “შენ მოსიარულე ტიტანი ხარ” – დევონ ლარატი საგინაშვილთან მარცხის შემდეგ
Tag: ლევან საგინაშვილი
ნახეთ როგორ გამოიყურება ლარატის ხელი საგინაშვილთან დაპირისპირების შემდეგ
25 ივნისს, დუბაიში გამართულ King Of The Table 4-ზე ერთმანეთს ლევან საგინაშვილი და დევონ ლარატი დაუპირისპირდნენ. ლეგენდების ჯახი ქართველის დომინანტური გამარჯვებით დასრულდა. 6:0 – ლევანის ძალას კანადელმა ვერაფერი დაუპირისპირა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ლარატი ამბობს, რომ მან ხელი მეორე რაუნდში დაიზიანა – “ლევან, შენ მართლაც რომ ხელი მომაგლიჯე! საოცარი ძალა აქვს ამ ადამიანს, ის ნომერ… Continue reading ნახეთ როგორ გამოიყურება ლარატის ხელი საგინაშვილთან დაპირისპირების შემდეგ
“ისე მოხდა, როგორც ველოდი” – საგინაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
გუშინ, დუბაიში გამართული King Of The Table 4, ლევან საგინაშვილის ტრიუმფმა დააგვირგვინა. ქართველმა ჰალკმა, ლეგენდარული კანადელი მკლავჭიდელი, დევონ ლარატი, უშანსოდ, 6:0 დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ, ლევანმა, შეხვედრაზე ისაუბრა: “ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვთქვი და ველოდი. მისგან განსაკუთრებული ძალა არ მიგრძვნია. ახლა დავისვენებ და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს მსოფლიოს მაშტაბით, ჩვენ ეს… Continue reading “ისე მოხდა, როგორც ველოდი” – საგინაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლევან საგინაშვილმა დევონ ლარატი უშანსოდ დაამარცხა + (Video)
დუბაიში მიმდინარე King of the Table 4, ქართველმა ჰალკმა, ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი უშანსოდ 6:0 დაამარცხა. ქართველმა მკლავჭიდელმა ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
ლევან საგინაშვილი დევონ ლარატს საწოლის გასწორებაში შეეჯიბრა [VIDEO]
მკლავჭიდის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯახი ახლოვდება. 25 ივნისს, დუბაიში, King Of The Table 4-ის ფარგლებში, ერთმანეთს ლევან საგინაშვილი და დევონ ლარატი დაუპირისპირდებიან. მკლავჭიდელები უკვე არაბეთის დედაქალაქში იმყოფებიან. ქართველ ჰალკსა და კანადელ ლეგენდას შეხვედრის დღესვე საინტერესო შეჯიბრება დაახვედრეს – ლევანი და დევონი ერთმანეთს არც მეტი, არც ნაკლები, საწოლის გასწორებაში შეეჯიბრნენ. უცნაურ ამპლუაში მყოფნა ლევანმა, მართალია, მეტოქეს… Continue reading ლევან საგინაშვილი დევონ ლარატს საწოლის გასწორებაში შეეჯიბრა [VIDEO]
არანორმალური ჰალკი! – 120 კილო ცალი ხელით [ვიდეო]
ლევან საგინაშვილი არანორმალურ ფორმაშია! ვარჯიშისას იმას რასაც 2 კაცი ვერ წევდა მან ცალი ხელით აწია. 120 კილო! 120!
“თუ ლევანის და დათვის ჩხუბს შეესწარით, დათვს უშველეთ” – რას წერენ უცხოელები
ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია – ეს არ არის ქართული, სუბიექტური განცხადება – ეს არის ის, რასაც უცხოელი გულშემატკივრებისგან ხშირად მოისმენთ. გასული თვეების მანძილზე, ლევანი ცნობილი იუთუბერისა და სპორტსმენის, ლარი ვილის არხზე რამდენიმე ვიდეოში გამოჩნდა და სხვადასხვა ჩელენჯებში მიიღო მონაწილეობა. მისი დომინაცია და სიძლიერე იმდენად შესამჩნევი იყო, რომ უცხოელი გულშემატკივრების სახალისო კომენტარებმაც არ დააყოვნა. გთავაზობთ… Continue reading “თუ ლევანის და დათვის ჩხუბს შეესწარით, დათვს უშველეთ” – რას წერენ უცხოელები
ლევან საგინაშვილს NETFLIX-ის ფილმში გადაიღებენ
მტკივნეულ შოუში სტუმრობისას, ლევან საგინაშვილმა ექსკლუზიური ინფორმაცია გაგვიმხილა – მას Netflix-ის ფილმში, Extraction 2-ში გადაიღებენ. პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა, ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკლავი, კრის ჰემსვორტი თამაშობს. “გადაღებებზე თვის ბოლოს, ავსტრალიაში უნდა წავსულიყავი, თუმცა “დელტა შტამის” გავრცელების გამო გადაღებები პრაღაში გადაინაცვლებს და ამის გამო დროში იწელება” ლევანმა ასევე მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და გვითხრა,… Continue reading ლევან საგინაშვილს NETFLIX-ის ფილმში გადაიღებენ
მტკივნეული შოუ #51 – ლევან საგინაშვილი (HULK)
დაუსვი კითხვა ლევან საგინაშვილს პირდაპირ ეთერში
დღეს, 21:00, საათზე ლევან საგინაშვილი მტკივნეულ შოუს ეწვევა. გადაცემის პირდაპირი ეთერი Leadersport-ის იუთუბ არხზე გაეშვება, სადაც ნებისმიერი მაყურებელი შეძლებს კითხვა დაუსვას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მკლავჭიდელს, ლევან საგინაშვილს. ლევანმა სულ ცოტა ხნის წინ TOP 8-ს პირველ შერკინებაში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. დაელოდეთ მტკივნეული შოუს პირდაპირ ეთერს.