ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით დაინტერესდა

  Dario Sport-ის ინფორმაციით, ნიუკასლ იუნაიტედი ცენტრალურ მცველს ეძებს, რომელიც მარცხენა ფეხით თამაშობს. მართალია, ბრიტანული გუნდი ფინანსურად გაძლიერდა, თუმცა ზამთარში ბევრი ფულის დახარჯვისგან მაინც თავს შეიკავებენ. სწორედ ამიტომ, მათ რადარზე ბარსელონას ფრანგი ცენტრალური მცველი – კლემენტ ლენგლე მოხვდა. ის “კაჭკაჭების” ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ტრანსფერმარკეტი მას 41 მილიონ ევროდ აფასებს.