პსჟ: 37 წლის მწვრთნელი? მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა…

პსჟ და დიდი ცვლილებები გარდაუვალია. უკვე დაიწყო კიდეც: ლეონარდო ხომ სპორტული დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს, მის ნაცვლად კი ლუის კამპოსი დანიშნეს. და ახალი მწვრთნელის კანდიდატადაც ისეთი კაცი გამოიკვეთა, ნაკლებად რომ ელოდნენ – რუბენ ამორიმი. (Le Parisien წერს, რომ ამორიმი N 1 ფავორიტია) ვინც არ იცის: რუბენ ამორიმი ლისაბონის სპორტინგის მწვრთნელია, 37 წლის გახლავთ და უკვე მოაგროვა… Continue reading პსჟ: 37 წლის მწვრთნელი? მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა…

პსჟ: ეს რაღაც ახალია… ზიდანიც და ვენგერიც?

ზინედინ ზიდანის პსჟ-ში შესაძლო დანიშვნაზე პირველად არ იწერება, მაგრამ ეს რაღაც ახალია. ფრანგულმა პრესამ აღნიშნა, რომ ზიდანი მოვა იმ შემთხვევაში, თუ სპორტული დირექტორის პოსტიდან ლეონარდოს გაუშვებენ. და მეტიც, შეიხები ამაზე თანახმანი არიან (წერს Onze Mondial). ადრეც იყო საუბარი, რომ ზიზუს ლეონარდოსთან თანამშრომლობა არ სურს. და ბრაზილიელიც ბლოკავდა ლეგენდარული ფრანგის ვარიანტს. ახლა კი ლეონარდოს გავლენა შემცირდაო…… Continue reading პსჟ: ეს რაღაც ახალია… ზიდანიც და ვენგერიც?

პსჟ-ს მთავარი სამიზნე…

  L’Équipe-ის ინფორმაციით, ზაფხულში, პსჟ-ის მთავარი სამიზნე, პოლ პოგბა იქნება. პარიზელების სპორტული დირექტორი, ლეონარდო მინო რაიოლას უკვე რამდენჯერმე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, იტალიელი აგენტი ფრანგი ფეხბურთელის აგენტია. აქამდეც დავწერეთ, რომ მანჩესტერისა და პოგბას მოლაპარაკებები წარმატებულად ვერ მიმდინარეობს. ისე ჩანს, პოლს პსჟ-ში წასვლა ნამდვილად უნდა. ამჟამად, ფრანგი ტრავმირებულია და ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ლეონარდო: არ გვეგონა რამოსი 4 თვეში მხოლოდ ორჯერ თუ ითამაშებდა

სერხიო რამოსმა ზაფხულში მადრიდის რეალი დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა. ტრავმების გამო ესპანელმა მცველმა ამ 4 თვეში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ამ თემაზე პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ისაუბრა. “არ ველოდით რამოსს ამდენი პრობლემა თუ ექნებოდა. ნამდვილად არ გვიფიქრია თუ 4 თვეში მხოლოდ 2 მატჩს ჩაატარებდა. მისი ტრავმების შესახებ ცხადია ვიცოდით, თუმცა მისი დაზიანებების სიმძიმემ და რაოდენობამ… Continue reading ლეონარდო: არ გვეგონა რამოსი 4 თვეში მხოლოდ ორჯერ თუ ითამაშებდა

ლეონარდო: პოჩეტინო გუშინ არ დაბადებულა…

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ მაურიციო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა   “ის პლანეტაზე ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია.   ძალიან კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ მაურიციოსთან შეკითხვები არ გვაქვს. ის გუშინ არ დაბადებულა და ყველაფერს შესანიშნავად აანალიზებს.   ბოლოს და ბოლოს, ლიგა 1-ში მეორე ადგილს 10 ქულით ვუსწრებთ და განვითარების პროცესში ვართ,” – თქვა ლეონარდომ

ლეონარდო: რეალი უნდა დაისაჯოს

პსჟ-ის სპორტული დირექტორი ამბობს, რომ მადრიდის რეალი კილიან მბაპეს საკითხზე წესებს არღვევს. „ეს სისტემატურ ხასიათს იძენს. ჩვენ გვსურს, რომ მბაპე პარიზში დარჩეს. კილიანი 100 პროცენტით ჩვენთანაა, გუნდის მარგალიტია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, რეალი სანქციებს იმსახურებს, რადგან სისტემატურად საუბრობს მბაპეზე და აცხადებენ, რომ მალე იყიდიან. კილიანი ჩვენი წევრია.” ეს ალბათ რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის განცხადებას… Continue reading ლეონარდო: რეალი უნდა დაისაჯოს

როგორ გადავიდა მესი პსჟ-ში ?

ლეონარდომ თქვა, რომ პარიზელები მესის თაობაზე „ბარსას“ პირველად 2021 წლის თებერვალში დაუკავშირდნენ. ლეონარდოს აზრით, არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირების ოპერაცია მისმა კლუბმა ბრწყინვალედ ჩაატარა. „პირველი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ მესის ბარსელონაში უნდოდა დარჩენა. ის კარიერის კამპ ნოუზე დასრულებაზეც კი ოცნებობდა. არ უარვყოფ, რომ ბარსელონელებს რამდენჯერმე დავუკავშირდით, მაგრამ საქმიანად, პირველად ეს მოხდა თებერვალში ანუ როდესაც მესის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე… Continue reading როგორ გადავიდა მესი პსჟ-ში ?

სიგიჟე: პსჟ ჰოლანდში 200 მილიონს იხდის…

ESPN-ის ინფორმაციით, ლეონარდო დორტმუნდის ბორუსიას დაუკავშირდა და ერლინგ ჰოლანდში 200 მილიონი ევრო შესთავაზა.   პარიზელებს იმედი აქვთ, რომ ეს წინადადება ნორვეგიელის შესაძენად საკმარისი გამოდგება, რადგან, შემდეგ წელს, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება.   როგორც ჰოლანდი, ასევე მინო რაიოლა ამ ტრანსფერში მაღალ ანაზღაურებას ელოდება, თუმცა ლეონარდოს იმედი აქვს, რომ დორტმუნდთან ერთად ამ პრობლემას მოაგვარებს…

ლეონარდო: რეალი არასწორად და არაეთიკურად იქცევა

  პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ რეალის წინადადებაზე ისაუბრა, რითაც მადრიდელები მბაპეს შეძენას ცდილობენ ჟურნალისტი: რეალის წინადადებაზე რა რეაქცია გქონდათ? ლეონარდო: ჩვენი მიზანი ყოველთვის კილიანის ინტერესების გატარება იყო, ახლაც ასეა. ისე ჩანს, თითქოს რეალს უნდა რომ უარი ვუთხრათ, რათა შემდეგ სათქმელად ჰქონდეთ, რომ ყველაფერს ეცადნენ და მბაპე ერთ წელიწადში უფასოდ გაიფორმონ. ბოლო 2 წლის მანძილზე, რეალი ფეხბურთელს ესაუბრებოდა,… Continue reading ლეონარდო: რეალი არასწორად და არაეთიკურად იქცევა