მესის ფინანსურად მომგებიანი წინადადება შესთავაზეს

ინტერ მაიამის ლეო მესის დამატება სურს. ზუსტი თანხები არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკელებმა არგენტინელს ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი წინადადება შესთავაზეს. ინფორმაცია ნიკოლა სკირამ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა. სხვა მხრივ, მესის შენარჩუნება პსჟ-საც სურს. ფრანგებს უნდათ მესის კონტრაქტი 2024 წლამდე კიდევ ერთი სეზონის გახანგრძლივების პერსპექტივით შესთავაზონ. შეგახსენებთ, რომ მესის მოქმედი კონტრაქტი წელს ზაფხულში ეწურება. ლეო მესი პსჟ-ში… Continue reading მესის ფინანსურად მომგებიანი წინადადება შესთავაზეს

პატრის ევრა: მესის რომ რონალდუს სამუშაო ეთიკა ჰქონდეს, 15 ოქროს ბურთს მოიგებდა

მანჩესტერ იუნაიტედის და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ, განმარტა თუ რატომ ურჩევნია კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესის. “მინდა ვთქვა თუ რატომ ვთვლი რონალდუს მესიზე მაღალი დონის ფეხბურთელად. არა იმიტომ, რომ ის ჩემი ძმა ან შეყვარებულია, უბრალოდ მისი სამუშაო ეთიკა მომწონს. ღმერთმა მესის ბევრად მეტი ნიჭი მისცა, ვიდრე კრიშტიანუს. ცხადია რონალდუც ნიჭიერია, თუმცა მიზნის მისაღწევად მას… Continue reading პატრის ევრა: მესის რომ რონალდუს სამუშაო ეთიკა ჰქონდეს, 15 ოქროს ბურთს მოიგებდა

“წადი და მესის თამაშს უყურე, აქ რატომ ხარ?” (ვიდეო)

RIYADH, SAUDI ARABIA - JANUARY 26: Cristiano Ronaldo of Al Nassr looks on during the Saudi Super Cup Semi-Final football match between Al Ittihad and Al Nassr at King Fahd International Stadium in Riyadh, Saudi Arabia on January 26, 2023. (Photo by Mohammed Saad/Anadolu Agency via Getty Images)

ალ-ნასრიმ, რომლის რიგებშიც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, მორიგი მატჩი მოიგო, გუნდმა ალ ბატინი 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია თავი. მაშინ როცა რონალდუ სტადიონს ტოვებდა, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა უთხრა, რომ მესია საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელმა კი უპასუხა, რომ თუ ლეო ურჩევნია, მაშინ მის თამაშებს უყუროს. გულშემატკივარი: მესი უდიადესია რონალდუ: მაშინ… Continue reading “წადი და მესის თამაშს უყურე, აქ რატომ ხარ?” (ვიდეო)

მესიმ ოქროს აიფონები შეუკვეთა

ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების სტაფის ყველა იმ წევრისთვის, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე იყო, 35 მოოქროვილი აიფონი შეუკვეთა. ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა. მესის სურდა გუნდისთვის რამე განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა და ტელეფონებიც ამის გამო შეუკვეთა. 175 000 ფუნტის ღირებულების 24 აიფონს ფეხბურთელები მიიღებენ, ტელეფონს მათი გვარი და ნომერი ეწერება, ასევე ნაკრების ლოგო ექნება დახატული. 35 წლის… Continue reading მესიმ ოქროს აიფონები შეუკვეთა

ფიფა, სალაჰი, მესი და მბაპე

ეგვიპტის ნაკრების კაპიტანმა მოჰამედ სალაჰმა ფიფას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. სალაჰმა საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის რეალის თავდამსხმელი ვინისიუსი აირჩია, ჯილდოს მფლობელი ლიონელ მესი კი საუკეთესო სამეულში არ შეიყვანა. მეორე ადგილზე ეგვიპტელმა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი დაასახელა, მესამეზე –  პსჟ-ის მცველი აშრაფ ჰაკიმი. შეგახსენებთ, რომ ამ ნომინაციაში გამარჯვებული არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ… Continue reading ფიფა, სალაჰი, მესი და მბაპე

ლეო მესი: გიჟური წელი მქონდა

PARIS, FRANCE - FEBRUARY 27: Lionel Messi (Argentina / Paris Saint-Germain FC) poses for photos with his trophy of FIFA Men's World 11 during The Best FIFA Football Awards 2022 on February 27, 2023 in Paris, France. (Photo by Marcio Machado/Eurasia Sport Images/Getty Images)

ლეო მესი Fifa-ს გამოკითხვის შედეგად 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ თემაზე კომენტარი თავად არგენტინელმა გააკეთა. “ამ ტიტულის მოგება მშვენიერი შეგრძნებაა. სასიამოვნოა, რომ საუკეთესო სამეულში ბენზემასთან და მბაპესთან ერთად მოვხვდი, ორივეს არაჩვეულებრივი წელი ჰქონდა. ჩემთვის დიდი პატივია საუკეთესოდ დასახელება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს სკალონის და მარტინესს, რომლებიც აქ არიან. გიჟური წელი მქონდა, დიდი ხნის… Continue reading ლეო მესი: გიჟური წელი მქონდა

მესი ბარსელონაში ჩავიდა (ვიდეო)

ლეო მესი ბარსელონაში ჩავიდა. პსჟ-ს ფეხბურთელებს ლილთან 4:3 მოგების შემდეგ, 3 დღით დასვენების უფლება მისცეს და როგორც ჩანს არგენტინელი ამ დროის გატარებას ესპანეთში აპირებს. აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს უახლოესი მატჩი 26 თებერვალს აქვს. კრისტოფ გალტიეს გუნდი მარსელს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ მესიმ კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ესპანეთში გაატარა. იგი ბარსელონას აღზრდილია და 2005-21 წლებში ამ გუნდის… Continue reading მესი ბარსელონაში ჩავიდა (ვიდეო)

ჟოან ლაპორტა: მესი ბარსელონას მემკვიდრეობაა

რამდენიმე დღის წინ ლეო მესის ძმამ მატიას მესიმ განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონაში არ დაბრუნდება. მან ისიც თქვა, რომ მესიმდე ბარსელონა ბევრად ცოტა ადამიანმა იცოდა, ვიდრე მისი ძმის გუნდში მისვლის შემდეგ. მატიასის თქმით, კლუბის მუზეუმი მესის მუზეუმია. ამ ხმამაღალი განცხადებების გამო, მატიას მესიმ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა. მესის ძმის კომენტარებზე ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისაუბრა. მან… Continue reading ჟოან ლაპორტა: მესი ბარსელონას მემკვიდრეობაა

მესი და პსჟ კონტრაქტის გახანგრძლივების ორ ვარიანტს განიხილავენ

პსჟ და ლეო მესი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. Sport.es-ის ინფორმაციით, მხარეები განახლებული ხელშეკრულების 2 ვარიანტს განიხილავენ. პირველი ეს ახალი 1 წლიანი კონტრაქტია, მეორე კი ხელშეკრულების 1+1 სისტემით გაფორმება. ამ თემაზე მხარეები ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან და სიტუაცია საბოლოოდ გაირკვევა. ისიც ცნობილია, რომ მთავარი სიტყვა არგენტინელ ფეხბურთელზეა. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ლეო მესის პსჟ-დან… Continue reading მესი და პსჟ კონტრაქტის გახანგრძლივების ორ ვარიანტს განიხილავენ

ლეო მესი: ფილმის ბედნიერი დასასრული იყო

ლეო მესიმ შარშან მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. არგენტინელმა განაცხადა, რომ მუნდიალის მოგება მისი კარიერისთვის იგივეა რაც ფილმის ბედნიერი დასასრული. “წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე პლეი-ოფში გოლიც კი არ მქონდა გატანილი. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობდი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანაგუნდელებთან. მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს გამარჯვება ჩემი კარიერისთვის ფილმის ბედნიერი დასასრულივით იყო. ერთხელ ვთქვი,… Continue reading ლეო მესი: ფილმის ბედნიერი დასასრული იყო