სირცხვილი ევროპაში, ანუ საქართველო – ჯუჯების ამხანაგი

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი საკლუბო სირცხვილი. სულ ერთი თვეა რაც ევროპაში 2022-2023 წლების საკლუბო ევროსეზონი დაიწყო, ჩვენებისთვის კი უკვე დამთავრდა. შემოდგომას ვინღა ჩივის, საქართველოში ევრომატჩები აგვისტოშიც სანატრელი გახდა. თავად შეაფასეთ: იმ გუნდებიდან, რომლებმაც წლეულს ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა ივლისში დაიწყეს, გათამაშება მხოლოდ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაამთავრეს და ერთი მათგანი გამოიცანით რომელია? დიახ, საქართველო… ჩემპიონი ბათუმი,… Continue reading სირცხვილი ევროპაში, ანუ საქართველო – ჯუჯების ამხანაგი

პრესტიჟის მატჩი არ შედგა – ბათუმის დინამომ ლეხს ვერ მოუგო…

Fot. Lukasz Gdak/East News, Poznan 21.07.2022 Eliminacje ligi konferencji Mecz Lech Poznan Dinamo Batumi. N/z Michal Skoras

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გამართული მატჩი ფორმალობა იყო, ბათუმის დინამოსგან ქომაგი გამარჯვებას ელოდა. პოლონეთში მარცხის (0:5) შემდეგ, ქართულ გუნდს პრესტიჟის მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე მაინც მივიდნენ და გუნდს მხარდაჭერა არ დაჰკლებია. სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოხერხდა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, დინამოში რამდენიმე ცვლილება ვიხილეთ – გუნდიდან გაშვებული კუპატაძის ნაცვლად, კარს ალავიძე იცავდა; დაცვის ცენტრში, აზაცკი – ვეტერანმა რეხვიაშვილმა შეცვალა;… Continue reading პრესტიჟის მატჩი არ შედგა – ბათუმის დინამომ ლეხს ვერ მოუგო…

ეზოა თუ ევროტურნირები?

  5:0 – პოლონეთის ჩემპიონმა ასე დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიურად დაცემის ბრალია? ბევრმა ვიფიქრეთ, რომ სლოვანთან ასე საშინლად გავარდნის მერე ბათუმელები შოკიდან მალე ვერ გამოვიდოდნენ და ალბათ, ეს იყო ფაქტორი. მაგრამ ასე თამაში ევროტურნირებზე არ შეიძლება. ეს არაა ეზო. მაგალითად, ბოლო გოლი რომ გაუშვეს ბათუმელებმა, ასე მოყვარულები უშვებენ. ბათუმის დინამო რომ ასეა, ხომ… Continue reading ეზოა თუ ევროტურნირები?

ახალი ქართველი !

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეემატა – 25 წლის ჯოვინო ფილო ფლამარიონი! ბათუმის ფორვარდს ქართული პასპორტი უკვე ხელთ აქვს და შიგ ჩარტყმული პირველი სასაზღვრო შტამპიც – ჯოვინო გუნდთან ერთად პოლონეთში, პოზნანის ლეხთან კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისთვის გაემგზავრა. ჯოვინო ბრაზილიაშია დაბადებული. საქართველოში კი 2017 წელს ჩამოვიდა და ქომაგის სიმპათიაც მალევე დაიმსახურა. ერთი პერიოდი რუსეთში, ვოლგოგრადის როტორში კი… Continue reading ახალი ქართველი !

უკრაინული Fakty: წიტაიშვილი ლეხში გადავიდა

უკრაინული Fakty: გიორგი წიტაიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა პოზნანის ლეხში და კონტრაქტზე ოფიციალურად ამბავს 1-2 ივლისს გამოაცხადებენ. ისე კი გადაწყვეტილია. ლეხი პოლონეთის ჩემპიონია. ამ გუნდში ნიკა კვეკვესკირი თამაშობს, თავის დროზე კი სწორედ ლეხიდან გადავიდა დორტმუნში რობერტ ლევანდოვსკი… ცნობილი და წარმატებული კლუბია. რა ხდება წიტაიშვილის საკითხზე? ფეხბურთელი კიევის დინამოს ეკუთვნის, მაგრამ ფიფას ვერდიქტით ისარგებლა, რომლის მიხედვითაც ლეგიონერს… Continue reading უკრაინული Fakty: წიტაიშვილი ლეხში გადავიდა

ქართული დაპირისპირება – პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა

პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ვაკო გვილიას და ლუკა გაგნიძის რაკუვი ლეხ პოზნანს დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის. მატჩი რაკუვის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა. ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა, გვილია სათადარიგოთა შორის დარჩა, გაგნიძე კი განაცხადში არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები… Continue reading ქართული დაპირისპირება – პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა