გაფრინდაშვილმა გაიტანა და გააგდეს – ქართული ამბები პოლონეთში (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ზაგლებიე, რომლის ღირსებასაც გურამ გიორბელიძე და თორნიკე გაფრინდაშვილი იცავენ, პიასტ გლივიცეს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლი გაფრინდაშვილმა გაიტანა. დინამო ბათუმის ყოფილმა შემტევმა ბურთი 61-ე წუთზე შეაგდო, 3 წუთში კი უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. გაფრინდაშვილიც და გიორბელიძეც ძირითადში იყვნენ, ქართველ შემტევს მოედნის დატოვება 64-ე წუთზე მოუწია, გიორბელიძე… Continue reading გაფრინდაშვილმა გაიტანა და გააგდეს – ქართული ამბები პოლონეთში (ვიდეო)

პოლონური მედია: დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა მატჩის წინა დღეს წვეულება მოაწყვეს

დინამო ლეხი კონფერენს ლიგიდან ლეხ პოზნანთან 2 მატჩის ჯამში 1:6 მარცხის შემდეგ გამოვარდა. Meczykl.pl-ის ცნობით, ერთ-ერთ პოლონურ სპორტულ გადაცემაში ჟურნალისტმა დობრასმა განაცხადა, რომ დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა, 1 კვირის წინ გამართული მატჩის წინა დღეს, ერთ-ერთ სასტუმროში წვეულება მოაწყვეს. ამ თემაზე სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია. ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი.

გია გეგუჩაძე: ლეხთან მოგება პრესტიჟის საქმეა

კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო ბათუმი 0:5 მარცხის შემდეგ, ლეხ პოზნანს უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა. “იმედი მაქვს ხვალინდელ თამაშში განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. დიდი ანგარიშით მარცხის ერთერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი… Continue reading გია გეგუჩაძე: ლეხთან მოგება პრესტიჟის საქმეა

წიტაიშვილი მოქმედ ჩემპიონს უახლოვდება – ყველაფერი წესით მალე გადაწყდება

გიორგი წიტაიშვილი კარიერას დიდი ალბათობით პოლონეთში გააგრძელებს. meczyki.pl-ის ცნობით, ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ლეხ პოზნანი აწარმოებს. ისიც დაიწერა, რომ დიდი შანსია ყველაფერი პოლონელთათვის სასიკეთოდ დასრულდეს და ჩვენებური ლეხში ვიხილოთ. ლეხს ქართველი ნახევარმცველი 1 წლიანი იჯარით სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები თავიდან ჩიხში შევიდა, რადგან მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. შეგახსენებთ, რომ პოზნანის… Continue reading წიტაიშვილი მოქმედ ჩემპიონს უახლოვდება – ყველაფერი წესით მალე გადაწყდება

კვეკვესკირი ლეხში პოლონეთის ჩემპიონი გახდა

ნიკა კვეკვესკირმა ლეხ პოზნანთან ერთად პოლონეთის ჩემპიონატი მოიგო. ექსტრაკლასას 33-ე ტურში, კვეკვესკირის გუნდი ვარტა პოზნანს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე უახლოეს მდევარ რაკუვს 5 ქულით გაუსწრო და ოფიციალურად გახდა პოლონეთის ჩემპიონი. კვეკვესკირი მატჩში 84-ე წუთზე ჩაერთო. ლეხმა პოლონეთის პირველობა მერვედ მოიგო. გუნდი ჩემპიონი ბოლოს 2014-15 წლების სეზონში გახდა. ლეხს პოლონეთის თასის… Continue reading კვეკვესკირი ლეხში პოლონეთის ჩემპიონი გახდა

შედევრი – კვეკვესკირმა პოლონეთში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ლეხ პოზნანი, რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი იცავს, გურნიკს დაუხვდა და 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთი გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. ნიკამ 44-ე წუთზე შორიდან გაისროლა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო. Weekend pięknych goli w @_Ekstraklasa_ trwa! 🔥🔥🔥 Kwekweskiri wyrównuje, a wybór gola kolejki będzie baaaaaaaardzo trudny ⚽🤯 pic.twitter.com/46WFmnIQiB — CANAL+ SPORT (@CANALPLUS_SPORT) December 19,… Continue reading შედევრი – კვეკვესკირმა პოლონეთში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)