ქინქლაძის ორი გოლი დერბიში; ცნობილიც და მივიწყებულიც (+video)

გიორგი ქინქლაძის პრემიერლიგურ ამბებს მანჩესტერ სიტის უფრო ვუკავშირებთ ხოლმე, მაგრამ დერბი ქაუნთიშიც ჩაატარა კარგი მატჩები… ახლა მივიწყებულ გოლზე, რომელიც უიმბლდონს გაუტანა. დერბიმ 4:0 მოიგო და სწორედ ქინქლაძემ გახსნა ანგარიში. ეს 65-ე წუთზე მოხდა… მერე კი ქართველმა დრიბლინგის დროს ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა. ეს იყო პრემიერლიგის შეხვედრა (2000 წლის სექტემბერში). უიმბლდონი ახლაა ჩაკარგული, თორემ 90-იანებში… Continue reading ქინქლაძის ორი გოლი დერბიში; ცნობილიც და მივიწყებულიც (+video)

50 მილიონი? რაფინია გრანდს უახლოვდება…

რა სიახლეები შეიძლება იყოს ბუნდესლიგაში? ბევრი, მაგრამ აი, ახალი მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ. დიდი შანსია, ამ ზამთარს ბაიერნმა ბრაზილიელი შემტევი შეიძინოს. საუბარია ლიდსის რაფინიაზე… 25 წლის რაფინია ლიდსის ერთ-ერთი ლიდერია, ბრაზილიის ნაკრებშიც უკვე  სასტარტოში ათამაშებენ. გერმანული საიტები ინფორმაციას TNT Sport Brazil-ზე დაყრდნობით წერენ – ტრანსფერის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნებაო. მეტიც, რაფინიას პირველი კლუბი ავაიც… Continue reading 50 მილიონი? რაფინია გრანდს უახლოვდება…

ბიელსა… რატომ ჩავარდა ლიდსი?

მარსელო ბიელსას, შესაძლოა, იანვარში მოუწიოს ლიდსიდან წასვლა. არგენტინელი სპეციალისტის ხელში, იორკშირელებმა ბევრსაც მიაღწიეს, როცა პრემიერლიგში დაბრუნდნენ, მაგრამ ბოლო მატჩებში საშინელი შედეგები აქვთ… ბიელსას საყვედურობენ, რომ მონახაზს ჯიუტად არ ცვლის და ლიდსი იოლად გაშიფვრადი გუნდია. ადარებენ არსენ ვენგერის ბოლო წლებს არსენალში – როცა გუნდი ვერაფერს აღწევდა, მაგრამ ფრანგი არაფერს არ ცვლიდა. ლიდსმა ბოლო 4 მატჩში 16… Continue reading ბიელსა… რატომ ჩავარდა ლიდსი?

მომავალი სუარესი?.. ბარსელონა ურუგვაისკენ იყურება

ის ბარსელონას სასურველ ფეხბურთელთა შორისაა, თანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი. 20 წლის ურუგვაელი ფორვარდი აგუსტინ ალვარესი… ახალი სუარესი? ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი თაობის ურუგვაელებში მასზე ძლიერი შემტევი არავინაა. ალვარესი ურუგვაის პენიაროლში თამაშობს და ჩემპიონატის 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ამასთან, ნაკრებშიც შეაგდო ერთი გოლი. ვარაუდობენ, რომ პენიაროლი 12 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაჰყიდის ალვარესს.… Continue reading მომავალი სუარესი?.. ბარსელონა ურუგვაისკენ იყურება

ბრაზილიამ ურუგვაისთან იფრინა (+video)

ბრაზილიამ მუნდიალის შესარჩევის მორიგი მატჩი მოიგო: შინ ურუგვაისთან 4:1… ტიტეს გუნდი უკვე ძალიან წინაა, ურუგვაის კი ბრძოლა მოუწევს მსოფლიოზე გასასვლელად: წინა ტურში არგენტინასთან 0:3 წააგეს, ახლა ბრაზილიასთანაც დიდი ანგარიშით… ჩავარდნა აქვთ. ნეიმარმა და რაფინიამ მაგარი თამაში ჩაატარეს. ნეიმარი ნეიმარია, აი, რაფინია კი როგორც ჩანს, ბრაზილიას მარჯვენა შემტევის პრობლემას მოუხსნის: ლიდსის შემტევი დაფრინავდა.

პრემიერლიგა ტოტალიზატორზე უარს ამბობს!

ინგლისში ფიქრობენ რომ ტოტალიზატორები დიდ პრობლემას ქმიან. ინგლისური გამოცემის, Sportsmail-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთვრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პრემიერ ლიგაში გუნდებს აღარ შეეძლებათ მაისურზე ტოტალიზატორების რეკლამის დატანა. ბრიჯიდ სიმონსის ინფორმაციით ინგლისში ტოტალიზატორთა პოპულარობა დღითიდღე იზრდება და კრიტიკულ რიცხვს აღწევს. ბოლო 20 წლის მანძილზე ამ სფერომ ძალიან დიდი შემოსავალი ნახა და უამარავი ადამიანი დააინტერესა. ამ ეტაპზე ინგლისი… Continue reading პრემიერლიგა ტოტალიზატორზე უარს ამბობს!

უცნაური ბიელსა

არგენტინელი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას უცნაურობებზე ლეგენდები დადის. საწვრთნელი მეთოდებიც თავისებური და ძალიან მკაცრი აქვს. ამბობენ, ფეხბურთის მეტი საერთოდ არაფერი აინტერესებსო. აი, ახლაც, ლიდსის გენერალური დირექტორი, ანგუს კინერი ამბობს: „კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ბიელსას ნახევარი წლის წინათ ჩამოვართვით ხელი, მაგრამ იმდენადაა საქმეში ჩართული, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ამ კვირაში გაფორმდება. ის ყოველდღე მესაუბრება მეც და კლუბის მფლობელ ანდრეა… Continue reading უცნაური ბიელსა

სლუცკი ხვიჩაზე: დიახ, ჩვენთან დაიწყებს

რუბინის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის გუნდის ახალ ამბებზე ჰკითხეს. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას საკითხზეც:   – ხვიჩა ისევ გუნდშია?   – დიახ, სამშაბათს (ანუ დღეს) ვარჯიშზე უნდა იყოს…   ეს ჩვეულებრივია, ქართველ შემტევს კონტრაქტი აკავშირებს რუბინთან. თანაც, სანამ უცხოურ გუნდში გადავა, ვარჯიში ხომ სჭირდება.   ერთიც: უფრო დიდი შანსია, რომ კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიყიდოს,… Continue reading სლუცკი ხვიჩაზე: დიახ, ჩვენთან დაიწყებს