გერმანელების დღე! – ორი ნახევარფინალისტი!

ევროპა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრებში, როგორც ლაიფციგი, ასევე აინტრახტი, ბერგამოსა და ბარსელონაში მოუგებლად (1:1) გაემგზავრნენ. მეტოქის რანგისა და ანგარიშის გათვალისწინებით, ორივე გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ფიქრს, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრობა  და მყარი ოპტიმიზმი სჭირდებოდა. ასეთ ადამიანებს, გილოცავთ! – ორივემ მოიგო და 1/2 ფინალში დამსახურებულად გავიდა.   ლაიფციგს რაც პირველ თამაშში აკლდა – აკურატულობა, ბერგამოში გამოასწორა.… Continue reading გერმანელების დღე! – ორი ნახევარფინალისტი!

ევროპა ლიგა: აქაც კარგი წყვილებია

გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ/ნახევარფინალების წილისყრა. აქ მაგარი გუნდები თამაშობენ, მათ შორის, ბარსელონაც. ასე რომ… აი, წყვილებიც: ლაიპციგი – ატალანტა აინტრახტი – ბარსელონა ვესტ ჰემი – ლიონი ბრაგა – რეინჯერსი თამაშები 7 და 14 აპრილს იქნება. რაც შეეხება ნახევარფინალებს, ლაიპციგი-ატალანტას წყვილში გასული შეხვდება ბრაგა-რეინჯერსში გასულს; აინტრახტ-ბარსელონაში გასული კი ვესტ ჰემი-ლიონში გასულს. ნახევარფინალები იქნება 28 აპრილსა და… Continue reading ევროპა ლიგა: აქაც კარგი წყვილებია

ევროპა ლიგის წილისყრა: აქაც მაგარი თამაშები…

გაიმართა ევროპა ლიგის მერვედფინალის წილისყრა. მატჩები 10 და 17 მარტს შედგება… აქაა ბარსელონა, აქაა ამ თასის მოყვარული სევილია, მეორე სევილიური კლუბი  ბეტისი,  მძლავრი ატალანტა, დევიდ მოიესის ვესტ ჰემი და სხვები. მოკლედ, საინტერესო თამაშები აქაც გველის. ახლა წყვილები:   ბარსელონა – გალათასარაი რეინჯერსი – ცრვენა ზვეზდა პორტუ – ლიონი ატალანტა – ლევერკუზენი სევილია – ვესტ ჰემი… Continue reading ევროპა ლიგის წილისყრა: აქაც მაგარი თამაშები…

ვის დასცინი? ყვითელი ბარათი ფინტისთვის… (+ video)

ლიონის ბრაზილიელმა ლიდერმა ლუკას პაკეტამ ტრუასთან მატჩში (3:1) ლამაზი ფინტი გააკეთა, რისთვისაც მეტოქე გაუბრაზდა და… მსაჯმა სტეფან ფრაპარმა ყვითელი ბარათი უჩვენა პაკეტას: მეტოქის უპატივცემულობისთვის. პაკეტას გაუკვირდა და ირონიულად გაიღიმა. ნეიმარმა კი Instagram-ზე პოსტში პაკეტა დაიცვა: „ძალიან საწყენია ამ ეპიზოდის გაფრთხილებით დასრულება. შარშან იგივე მეც გავაკეთე და მაშინაც ყვითელი… დღემდე არ ვიცი, რატომ?! ჯოგა ბონიტო კვდება.… Continue reading ვის დასცინი? ყვითელი ბარათი ფინტისთვის… (+ video)

ბოატენგი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

ჟერომ ბოატენგს ბაიერნთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია. ფაბრიციო დი რომანოს ცნობით, ფეხბურთელი კარიერას ლიონში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტი იუწყება, რომ ბოატენგი პირველ სექტემბერს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ბოატენგი ბაიერნში 2011 წლის ზაფხულში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. რეკორდმაისტერებთან ერთად მან ბუნდესლიგა (9), გერმანიის თასი (5), გერმანიის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა (2),… Continue reading ბოატენგი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

შაქირის ახალი გაჩერება – საფრანგეთი

შვეიცარიელი ჯერდან შაქირი ლივერპულიდან ლიონში გადავიდა. ცნობილმა გარემარბმა სამი წელი გაატარა წითლებში, მაგრამ მეტწილად სათადარიგო იყო: სადიო მანე-მომო სალაჰი-ბობი ფირმინოს სამეულში კონკურენცია უჭირდა, მერე მათ დიოგო ჟოტაც დაემატა. შაქირს ასევე ნათამაშევი აქვს ბაზელში, ბაიერნში, ინტერში, სტოკში. საფრანგეთის ლიგა1 ახალია. ბრიტანული პრესის ცნობით, ლიონმა შაქირში 9,5 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

ოფიციალურად: მემფისი ბარსელონას ფეხბურთელია

ბარსელონამ მემფის დეპაი ოფიციალურად გაიფორმა. ფეხბურთელს ლიონთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და კატალონიურ გრანდში უფასოდ გადავა. ნიდერლანდელის ოცნება “ბლაუგრანას” ფორმის მორგება იყო და ის აიხდინა. კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდე იქნება. ბარსა მის დამატებას როგოც წინა ზაფხულში, ასევე ზამთარში ცდილობდა… ✍️ @Memphis💙❤️ #MemphisCuler — FC Barcelona (@FCBarcelona) June 19, 2021