ტუხელს ჩელსიში 4 ფეხბურთელის მიყვანა სურს

ტომას ტუხელს ჩელსის გაძლიერება სურს. The Athletic-ის ინფორმაციით, გერმანელს გუნდში კიდევ 4 ფეხბურთელის მიყვანა უნდა. გეცოდინებათ, რომ არისტოკრატებმა რაჰიმ სტერლინგი და კალიდო კულიბალი უკვე დაიმატეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს ჩელსის დამრიგებლისთვის საკმარისი არ არის. ჯერ ზუსტი გვარები არ იწერება, თუმცა ითქვა, რომ ტუხელს ჩელსიში 3 მცველის და 1 გარემარბის მიყვანა უნდა. ამ თემაზე დანარჩენი დეტალები… Continue reading ტუხელს ჩელსიში 4 ფეხბურთელის მიყვანა სურს

დე იონგს მსურველი გამოუჩნდა

ლონდონის ჩელსის ბარსელონადან ფრენკ დე იონგის დამატება სურს. Relevo-ს ცნობით, ლონდონელებს ესპანური გრანდისთვის წინადადება უკვე გამზადებული აქვთ. ამ თემაზე სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია. გეცოდინებათ, რომ დე იონგის მიმართ დიდი ხანია, რაც მანჩესტერიც ინტერესდება. თვეზე მეტია, რაც იუნაიტედი ნიდერლანდელი ნახევარმცველის გადაბირებას ცდილობს, თუმცა ბლაუგრანა მის გაშვებას არ აპირებს. დე იონგი ბარსელონაში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა.… Continue reading დე იონგს მსურველი გამოუჩნდა

ჩეხი ჩელსიდან წავიდა

პეტერ ჩეხი ლონდონის ჩელსიდან წავიდა. ჩეხი კიპერი ბრიტანულ გრანდში ამ დრომდე საპატიო მრჩეველის და ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. ჩეხის წასვლის შესახებ ინფორმაცია The Thelegraph-მა გაავრცელა. როგორც ცნობილია, ჩელსის დატოვება დირექტორთა საბჭოს თავმდჯომარის ბრიუს მარკის და სპორტული დირექტორის მარინა გრანოვსკაიას წასვლის გამო გადაწყვიტა. აღნიშნული პირები ჩელსიში 2019 წლიდან მუშაობდნენ და ისინი რომან აბრამოვიჩის ეპოქასთან მჭიდროდ არიან… Continue reading ჩეხი ჩელსიდან წავიდა

რონალდუს ტრანსფერი? აგენტი კლუბის პრეზიდენტს შეხვდა

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს. The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ახალი სეზონი შეიძლება ჩელსიში დაიწყოს. ბრიტანული პრესა წერს, რომ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში პორტუგალიაში ჩელსის ახალ პრეზიდენტს ტოდ ბოულის შეხვდა და შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. ბოლო ცნობებით, რონალდუს კლუბის დატოვება იმიტომ სურს, რომ მანჩესტერი სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობს. რამდენიმე დღის წინ ისიც დაიწერა, რომ რონალდუს კარიერის… Continue reading რონალდუს ტრანსფერი? აგენტი კლუბის პრეზიდენტს შეხვდა

ჩელსი მზად არის ტრანსფერისთვის ფეხბურთელი და 45 მილიონი დათმოს

ლონდონის ჩელსი ტრანსფერისთვის ემზადება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლონდონელებს იუვენტუსიდან მატიას დე ლიხტის დამატება სურთ. ბრიტანელები მზად არიან ბებერ ქალბატონს ნიდერლანდელის სანაცვლოდ, ტიმო ვერნერი და 45 მილიონი ევრო შესთავაზონ. მოგეხსენებათ ანტონიო რუდიგერმა გუნდი დატოვა და რეალში გადაბარგდა. დიდი ალბათობით, ჩელსიდან ანდრეას კრისტიანსენიც წავა, რომლის მომავალიც გასარკვევია. სწორედ ამიტომ ჩელსი მცველის ძიებაშია და ინგლისელებს ყველაზე მეტად სწორედ… Continue reading ჩელსი მზად არის ტრანსფერისთვის ფეხბურთელი და 45 მილიონი დათმოს

ლაუტარო ინგლისში უნდათ

ლაუტარო მარტინესის მომავალი კვლავ ბუნდოვანია. ბოლო ცნობებით, მისი გადაბირება ლონდონის ჩელსის სურს. ინფორმაცია The Athletic-მა გაავრცელა. არახალია, რომ ლაუტაროს და რომელუ ლუკაკუს ინტერში კარგი ტანდები ჰქონდათ, ბრიტანელებს კი უნდათ ეს დუეტი ჩელსიშიც იხილონ. ლაუტაროს აზრი ჩელსიში შესაძლო ტრანსფერზე ჯერ-ჯერობით უცნობია. მარტინესმა გასულ სეზონში ინტერის მაისურით 49 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. ლაუტაროს ინტერთან ერთად… Continue reading ლაუტარო ინგლისში უნდათ

ლევანდოვსკის ორი მსურველი შეემატა

რობერტ ლევანდოვსკის მსურველები შეემატნენ. ფაბრიციო რომანომ ტვიტერზე დაწერა, რომ პოლონელის დამატება ლონდონის ჩელსის და პსჟ-ს სურთ. მოგეხსენებათ ლევანდოვსკის ბაიერნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდის დატოვებას აპირებს. დიდი შანსია მიზანს ვერც პსჟ-მ და ვერც ჩელსიმ მიაღწიონ, რადგან თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურს. მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ ბარსელონასა და ბაიერნს… Continue reading ლევანდოვსკის ორი მსურველი შეემატა

აბრამოვიჩის ეპოქა დასრულდა – ჩელსი გაიყიდა

ლონდონის ჩელსის ახალი მფლობელი ჰყავს, კლუბის ამჟამინდელი მეპატრონე ტოდ ბოელი გახლავთ. ბოელმა ბრიტანული გრანდის სანაცვლოდ 5.2 მილიარდი დოლარი გადაიხადა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხაა, მათ შორის რომელიც სპორტული კლუბის შესაძენად გადაუხდიათ. გეცოდინებათ კლუბს აქამდე რომან აბრამოვიჩი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჩელსი 2003 წელს შეიძინა. აბრამოვიჩს რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე სანქციები დაადეს და იძულებული გახდა კლუბი… Continue reading აბრამოვიჩის ეპოქა დასრულდა – ჩელსი გაიყიდა

სენსაცია მიუნხენში და ბენზემას ეფექტი – ესპანელები 1/2 ფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის 2 1/2 ფინალისტი ცნობილია. 4 საუკეთესო გუნდს შორის ვილიარეალი და მადრიდის რეალი ითამაშებენ. ბაიერნი – ვილიარეალის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ესპანეთში ემერის გუნდის გასახარად 1:0 დასრულდა და ცხადია ინტრიგა კვლავ დიდი იყო. პირველ ტაიმში მიუნხენელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა რეალური სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. მეორე ტაიმში ბაიერნმა მოუმატა, რაც… Continue reading სენსაცია მიუნხენში და ბენზემას ეფექტი – ესპანელები 1/2 ფინალში გავიდნენ

ბრწყინვალე ბენზემა და სენსაცია ლა კარემიკაზე

ჩემპიონთა ლიგაში 2 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა. ორივე შეხვედრა შესანიშნავი საყურებელი იყო და გულშემატკივართა მოლოდინი გამართლდა. რეალი ლონდონში ჩელსის ესტუმრა და 3:1 დაამარცხა, ვილიარეალმა კი ბაიერნს უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ვილიარეალი რა გუნდია და რა შეუძლია ცხადია ყველამ კარგად იცის, თუმცა ესპანელებმა მოლოდინს გადააჭარბეს. 1 გაიტანეს, თუმცა რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. მატჩის… Continue reading ბრწყინვალე ბენზემა და სენსაცია ლა კარემიკაზე