ბასილაშვილმა ტოპ 30-ში ადგილი შეინარჩუნა

ორშაბათს, ტრადიციულად განახლდა მამაკაცთა და ქალთა საჩოგბურთო რეიტინგები. ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეინარჩუნა ადგილი ტოპ 30-ში და წინა კვირის მსგავსად მსოფლიოს 28-ე ჩოგანია. კაცთა რეიტინგის ტოპ 10-ში ერთადერთი გადანაცვლება მოხდა – ჰამბურგის ტურნირის ფინალისტმა კარლოს ალკარასმა მეხუთე პოზიციამდე აინაცვლა, მეექვსეზე კი ჩამოაქვეითა კასპერ რუუდი. ნორვეგიელმა გუშინ გშტაადის ტურნირი მოიგო, თუმცა ეს მაინც არ ეყო მას, რათა შეენარჩუნებინა… Continue reading ბასილაშვილმა ტოპ 30-ში ადგილი შეინარჩუნა

მუზეტიმ ჰამბურგის ტურნირი მოიგო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის პრესტიჟული ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში ლორენცო მუზეტიმ 6:4 6:7 6:4 სძლია კარლოს ალკარასს და კარიერაშ პირველი ტურნირი მოიგო. შეხვედრის სტარტი მხიარული გამოვიდა – საწყის 2 გეიმში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. ოდნავ უკეთესად მაინც იტალიელი გამოიყურებოდა, რომელმაც მე-7 გეიმში კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და შემდეგ სეტიც “სათავისოდ” დაიტოვა 6:4. მეორე… Continue reading მუზეტიმ ჰამბურგის ტურნირი მოიგო

თქვენ გელოდებათ ვალჰალა

პარიზში გრძელდება როლან გაროსი. ტურნირის პირველი წრის ყველაზე საინტერესო და დრამატული დაპირისპირება ლორენცო მუზეტისა და სტეფანოს ციციპასს შორის შედგა. ბერძენმა ჩოგბურთელმა შეხვედრაში შესანიშნავი სტარტი აიღო – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. იტალიელი დროულად გამოფხიზლდა – ჯერ მეშვიდე გეიმში უპასუხა მეტოქეს უკუბრეიკით, მე-11 გეიმში კი კიდევ ერთხელ აიღო სტეფანოსის ჩაწოდება და მალე სეტიც თავის სასარგებლოდ… Continue reading თქვენ გელოდებათ ვალჰალა

ჯოკოვიჩის წარმატებული დაბრუნება ATP TOUR-ზე

საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ანტივაქსერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ არ აპირებს კოვიდ ვაქცინის გაკეთებას, შესაბამისად სერბ ჩოგბურთელს ეკრძალება პრესტიჟულ ტურნირებზე ასპარეზობა, სადაც აცრის გარეშე თამაში აკრძალულია. გამონაკლისია დუბაის 500-იანთა ტურნირი, სადაც ნოვაკს საშუალება მიეცა ATP TOUR-ზე დაბრუნებისა და “ნოლემ” 2022 წლის სეზონში პირველი მატჩიც ჩაატარა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში 6:3 6:3 სძლია… Continue reading ჯოკოვიჩის წარმატებული დაბრუნება ATP TOUR-ზე

როტერდამის ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირებები, რომელთა დასრულების შედეგად 4 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. პირველ მეოთხედფინალში ერთმანეთს ორი ახალგაზრდა ჩოგბურთელი დაუპირისპირდა – 19 წლის ლორენცო მუზეტი 20 წლის ჟირი ლეჰეჩკას წინააღმდეგ. პირველ სეტში ოდნავ უკეთესად ჩეხი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა – გადამწყვეტ მომენტში ჟირიმ ბრეიკი შეასრულა და 6:3 იმარჯვა. მეორე… Continue reading როტერდამის ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

როჯერ ფედერერი – ზედიზედ 21 წელი ტოპ 20-ში

დასრულდა მორიგი საჩოგბურთო სეზონი და ATP TOUR-ზე ბევრი ახალი რეკორდიც დამყარდა. 40 წლის როჯერ ფედერერმა სეზონი მე-16 ჩგნის სტატუსით დაასრულა და ტოპ 100-ის ყველაზე ხანშიშესული ჩოგბურთელია. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 21-ე სეზონი დაასრულა რეიტინგის ტოპ 20-ში(პირველად ტოპ 20-ში 2001 წლის თებერვალში შევიდა). 2021 წლის სეზონი ATP-ის ტოპ 100-ში ჯამში 31-მა ისეთმა ჩოგბურთელმა დაასრულა, რომელთა ასაკიც 30+… Continue reading როჯერ ფედერერი – ზედიზედ 21 წელი ტოპ 20-ში

ლორენცო მუზეტი:“ხშირ შემთხვევაში ჩოგბურთის თამაში აღარ მინდოდა“

მსოფლიო რეიტინგის 57-ე ჩოგანმა – ლორენცო მუზეტიმ წარმატებული სტარტი აიღო ნურ-სულთანის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე. პირველ წრეში იტალიელმა მარკ პოლმანსი დაამარცხა 6:4 2:6 6:4 და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მოგებული მატცის შემდეგ, ლორენცომ გულწრფელად ისაუბრა პრესკონფერენციაზე და თავისი კარიერული „ჩავარდნის“ მიზეზები ახსნა. „ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ძალიან რთული პერიოდი მქონდა, რომლის განმავლობაშიც… Continue reading ლორენცო მუზეტი:“ხშირ შემთხვევაში ჩოგბურთის თამაში აღარ მინდოდა“