ლორენცო სონეგოს რევანში ნიკოლოზ ბასილაშვილთან

ა.შ.შ-ს ქალაქ სან დიეგოში სტარტი აიღო ATP-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. სამწუხაროდ პირველი რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას ნიკოლოზ ბასილაშვილი. წილისყრის შედეგად ქართველ ჩოგბურთელს კრისტიან გარინისთან უნდა ეთამაშა, თუმცა ჩილელმა ბოლო მომენტში ტურნირზე ასპარეზობაზე უარი თქვა და მისი ჩანაცვლება იტალიელი ლორენცო სონეგოთი მოხდა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან… Continue reading ლორენცო სონეგოს რევანში ნიკოლოზ ბასილაშვილთან

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადის 1/8 ფინალშია

ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი. ტურნირის მეორე წრეში ნიკამ 6:4 3:6 6:4 დაამარცხა ლორენცო სონეგო და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ბასილაშვილს უკეთესი გამოუვიდა – პირველსავე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების „აღება“ და ბრეიკით დაწინაურდა. ლორენცო დროულად გამოფხიზლდა და 4 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიში უკვე თანაბარი იყო 2:2. სეტის მიწურულს,… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადის 1/8 ფინალშია