პოლ ჯორჯის დაბრუნება და “კლიპერსის” 25 ქულიანი Comeback “იუტასთან”

3 თვიანი მოლოდინის რეჟიმი დასრულდა “კლიპერსის” გულშემატკივრებისთვის – პოლ ჯორჯმა ტრავმა მოიშუშა და საკალათბურთო მოედანს დაუბრუნდა. ლოს ანჯელესური გუნდი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა “იუტას” და პირველივე წუთებიდანვე ანგარიშში ჩამორჩა მეტოქეს. მთავარმა “ჯაზმენმა” – დონოვან მიტჩელმა შორი და საშუალო დისტანციებიდან განხორციელებული ზუსტი ტყორცნებით “ამოავსო” მეტოქის კალათი და საკუთარ გუნდს დიდი ჰანდიკაპი მოუტანა. მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას, “სპაიდის” იდეალური… Continue reading პოლ ჯორჯის დაბრუნება და “კლიპერსის” 25 ქულიანი Comeback “იუტასთან”

“ლეიკერსის” კატასტროფა გრძელდება

NBA-ს 2021-22 წლების სეზონის დაწყების წინ ჩემპიონობის ერთერთ უმთავრეს ფავორიტად “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” მიიჩნეოდა. გუნდი, რომლის რიგებშიც არაერთი სუპერვარსკვლავი ასპარეზობს – ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, რასელ ვესტბრუკი. გუნდს ნაკლი თავიდანვე ეტყობოდა – დაკომპლექტებული შემადგენლობის უდიდესი ნაწილი უკვე ვეტერანულ ასაკს უახლოვდებიან და შესაბამისად “ლეიკერსი” ლიგის ყველაზე ასაკოვანი გუნდი გახლავთ. კალიფორნიული გუნდის გულშემატკივრები იმედს არ კარგავდნენ, რადგან… Continue reading “ლეიკერსის” კატასტროფა გრძელდება

გოგა ბითაძის კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში

„ინდიანა პეისერზის“ ქართველი ცენტრი – გოგა ბითაძე სამი წელია თავის შანსს ელოდება, რომ თავი გამოიჩინოს NBA-ში და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. დღეს გამთენიისას კი მან ეს შანსი მიიღო – მაილს თერნერის ტრავმის ფონზე რიკ კარლაილმა „კლიპერსის“ წინააღმდეგ ქართველი პარკეტზე 25 წუთი შემოუშვა და არც უნანია – გოგამ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა… Continue reading გოგა ბითაძის კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში

ჯეიმს ჰარდენის შოუ – 39 ქულა და 15 პასი „კლიპერსის“ წინააღმდეგ

NBA-ში ჯეიმს ჰარდენის შოუ გრძელდება. ლიგის „ბაბუაწვერამ“ ჯერ შობის საღამოს „ლეიკერსი“ გაანადგურა, ახლა კი მორიგი კალიფორნიული გუნდის ჯერიც დადგა – ჰარდენმა „კლიპერსს“ 39 ქულა ჩაუგდო და ფაქტიურად მარტომ მოუგო თამაში. „ბრუკლინთან“ გასამართ შეხვედრას მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში შეხვდნენ, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდათ გუნდის ლიდერები – კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი, მათ გარეშე კი… Continue reading ჯეიმს ჰარდენის შოუ – 39 ქულა და 15 პასი „კლიპერსის“ წინააღმდეგ

კავაი ლეონარდმა შესაძლოა ნბა-ს მომდევნო სეზონი გამოტოვოს

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა სტივ ბალმერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის გამოჯანმრთელდება კავაი ლეონარდი. „ამ ეტაპზე არავინ არ იცის, ითამაშებს თუ არა კავაი ნბა-ს მოახლოვებულ 2021-22 წლების სეზონში. რათქმაუნდა შანსები არის, თუმცა შეიძლება მთელი სეზონის გამოტოვება მოუწიოს. ყველაფერი დამოკიდებულია თავად კავაის და ექიმების გადაწყვეტილებაზე“ – ციტირებს ბალმერის სიტყვებს USA Today. გასულ სეზონში, პლეიოფის… Continue reading კავაი ლეონარდმა შესაძლოა ნბა-ს მომდევნო სეზონი გამოტოვოს

“ფინიქს სანზი” NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

„ფინიქსმა“ კრის პოლის 41 ქულის და ფენომენალური თამაშის ფონზე 130:103 დაამარცხა „კლიპერსი“ და დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა იზეიმა. საპლეიოფო სერიაში ანგარიში 4:2 გახდა, რისი წყალობითაც „სანზი“ 1993 წლის შემდეგ, პირველად გავიდა ნბა-ს სუპერ ფინალში. არიზონას შტატის წარმომადგენლებმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა – სამწამიან ზონაში იტვირთებოდა დეანდრე ეიტონი, რომელმაც 8 ქულის აღება შეძლო საწყის წუთებში. „კლიპერსის“ მთავარმა… Continue reading “ფინიქს სანზი” NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

ფენომენალური პოლ ჯორჯი და “კლიპერსის” გამარჯვება „ფინიქსთან“

პოლ ჯორჯის ფენომენალური თამაშის და 41 ქულის წყალობით „კლიპერსმა“ სტუმრად 116:102 დაამარცხა ფინიქსი და საპლეიოფო სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა 2:3. მეხუთე შეხვედრას ლოს ანჯელესური კლუბი სერიოზული დანაკლისით შეხვდა, ტრავმირებულ კავაი ლეონარდს ივიცა ზუბაციც დაემატა. ხორვატ ცენტრს ფეხის ტერფის დაზიანება აქვს და იგი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა გუნდს. შეხვედრის პირველი მეოთხედი „კლიპერსის“ სრული უპირატესობით წარიმართა – გუნდი… Continue reading ფენომენალური პოლ ჯორჯი და “კლიპერსის” გამარჯვება „ფინიქსთან“

ფინიქსი სუპერ ფინალს მიუახლოვდა

STAPLE CENTER-ში „ფინიქსმა“ კავაი ლეონარდის გარეშე დარჩენილი „კლიპერსი“ 84:80 დაამარცხა და საპლეიოფო სერიაში 3:1 დაწინაურდა. არიზონულ ფრენჩაიზს ერთადერთი მოგება აშორებს დასავლეთ კონფერენციის მოგებასთან და სუპერფინალის საგზურის მოპოვებასთან. შეხვედრის სტარტი „სანზს“ უკეთესი გამოუვიდა – 3 წამიან ზონაში დეანდრე ეიტონის დომინანტური თამაშის ფონზე „ფინიქსი“ ჯერ 14:2 დაწინაურდა, მოგვიანებით 21:9. მეოთხედის მიწურულს პოლ ჯორჯმა და ნიკოლას ბატუმმა ზუსტი… Continue reading ფინიქსი სუპერ ფინალს მიუახლოვდა

“კლიპერსის” ისტორიული გამარჯვება კონფერენციის ფინალში

STAPLE CENTER-ში „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ 106:92 დაამარცხა „ფინიქს სანზი“ და საპლეიოფო სერიაში მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 1:2. „კლიპერსის“ ფრენჩაიზ ისტორიაში ეს გახლდათ პირველი, ისტორიული გამარჯვება კონფერენციის ფინალურ სერიაში. შეხვედრის სტარტი მასპინძელბს უკეთესი გამოუვიდათ – გუნდური თამაშის წყალობით მალევე მოიპოვეს ანგარიშში სოლიდური უპირატესობა და მეტოქეს 12 წუთიანი პერიოდი 29:21 მოუგეს. თამაშიდან ბურთი მეტოქის კალათში თითქმის ყველამ ჩააგდო… Continue reading “კლიპერსის” ისტორიული გამარჯვება კონფერენციის ფინალში

დევინ ბუკერის პირველი სამმაგი დუბლი და გამარჯვება „კლიპერსთან“

„ფინიქსის“ უკანახაზელმა დევინ ბუკერმა კონფერენციის ფინალის გახსნით შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა, კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა (40 ქულა+13 მოხსნა+11 შედეგიანი გადაცემა) და „სანზმა“ 120:114 დაამარცხა „კლიპერსი“. კრის პოლის არყოფნაში (კორონავირუსი) ბუკერმა იკისრა საკუთარი გუნდის „დირიჟორობა“ და ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა. დევინმა მშვენივრად აიყოლია თანაგუნდელები და მათაც ლამაზ სტილში დაამარცხეს მეტოქე. 20 ქულა ქონდა დეანდრე ეიტონს, რომელმაც თამაშიდან… Continue reading დევინ ბუკერის პირველი სამმაგი დუბლი და გამარჯვება „კლიპერსთან“