ლუის ენრიკე ბრაზილიაში?

ამბობენ, რომ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი ენდალდო როდრიგეში ლუის ენრიკეს ეროვნული გუნდის მწვრთნელად დანიშვნას დაჟინებით მოითხოვს. ესპანელი სპეციალისტი იმ სიის სათავეშია, რომლის მიხედვითაც სელესაოს მომავალი თავკაცი უნდა აირჩიონ. ლუის ენრიკეს გარდა სიაში არიან: ჟოზე მოურინიუ (რომა), ფერნანდო დინიზი (ფლუმინენსე) და კარლო ანჩელოტი (რეალი). ენრიკეს ბოლო სამუშაო ადგილი ესპანეთის ნაკრები გახლდათ, რომელიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატლობის… Continue reading ლუის ენრიკე ბრაზილიაში?

ენრიკე საკლუბო ფეხბურთში ბრუნდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, მან საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა. ესპანეთიდან მისი გაგდების მიზეზი მოგეხსენებათ, ფურია როხა მსოფლიო ჩემპიონატს 1/8 ფინალში დაემშვიდობა, თანაც – მაროკოსთან. 52 წლის ესპანელისთვის ბოლო კლუბი ბარსელონა იყო, სადაც 2014-დან 2017 წლამდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა (ორჯერ) და კოპა… Continue reading ენრიკე საკლუბო ფეხბურთში ბრუნდება

“ეს დანაშაულია!..” ანჩელოტი რონალდუზე, მარადონა-მესიზე

კარლო ანჩელოტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა… (AS). დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარება სთხოვეს: „რა შეკითხვაა, ჩვენ ხომ ერთი თაობის ვართ? მარადონას წინააღმდეგ ვთამაშობდი, ამიტომაც სიყვარულის გამო მას ვირჩევ“. ესპანეთის ჩავარდნაზე: „პირადად მე დაცვიდან თამაში და კონტრშეტევის დალოდება არ მრცხვენია. ვინისიუსი ან მბაპე რომ გყავს და ბურთს ჩაჭრი, ამ დროს ვერტიკალურად არ ითამაშო, დანაშაულია. ჟოზე მოურინიუ… Continue reading “ეს დანაშაულია!..” ანჩელოტი რონალდუზე, მარადონა-მესიზე

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა

Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Group E - Japan v Spain - Khalifa International Stadium, Doha, Qatar - December 1, 2022 Spain coach Luis Enrique reacts REUTERS/Dylan Martinez

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. სად გააგრძელებს ენრიკე კარიერას, ჯერ-ჯერობით უცნობია. ენრიკე ესპანეთის ნაკრებში 2018-22 წლებში მუშაობდა. მან თანამემამულეებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე 1/2 ფინალში ითამაშა, წლევანდელ მუნდიალს კი 1/8 ფინალიდან მარკოსოთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერა ბარსელონა B-ში დაიწყო, შემდეგ იყო… Continue reading ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა

ლუის ენრიკეს ჰკითხეს: წაგება ხომ არ სჯობს?..

ლუის ენრიკეს ესპანეთი-იაპონიის მატჩის წინ მუნდიალის ბადეზე ჰკითხეს: თქვენთვის ხომ არ სჯობს, მეორე ადგილზე გახვიდეთ და მეოთხედფინალში ბრაზილიას ასცდეთო?.. „ჩვენი ჯგუფიდან ოთხივე გუნდს აქვს გასვლის შანსი. კოსტა-რიკაც თავის თავზეა დამოკიდებული, გერმანიას თუ მოუგებს. ჩვენ კი სპეკულირებას არ ვაპირებთ. სულერთია, ბრაზილიას მეოთხედფინალში შევხბდებით თუ მერე, მიზანი ბოლომდე გასვლაა. იაპონიასთან მოგება და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გვსურს“.… Continue reading ლუის ენრიკეს ჰკითხეს: წაგება ხომ არ სჯობს?..

ორი კოზირი

ბეწვის ხიდზე გაიარა გერმანიამ. 83-ე წუთამდე აგებდა ესპანეთთან და ვერდერის ბომბარდირმა ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანა. ფიულკრუგი, რომელიც შეცვლაზე შევიდა და რომელიც წლეულს გამოჩნდა ბრემენის ვერდერში, თორემ შარშანდლამდე მხოლოდ მისი ოჯახის წევრები თუ იფიქრებდნენ, რომ მუნდიალზე ითამაშებდა… მოკლედ, ფლიკმა ფიულკრუგის სახით კოზირი გამოიყენა. აი, ჯოკერი კი ის იქნება, რომელიც ჯგუფიდან გაიყვანს. გერმანიის გოლის მომენტში კარგი იყო ლეროი… Continue reading ორი კოზირი

ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მუნდიალის ფავორიტები? ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი არგენტინის და ბრაზილიის ნაკრებებს აქვთ, მათ მერე საფრანგეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც მოქმედი ჩემპიონია. ასევე ფავორიტები არიან ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ინგლისი და ბელგია.” – განაცხადა ენრიკემ Twitch-ის პირდაპირ ეთერში. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად იაპონიის,… Continue reading ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა!

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მსოფლიოსთვის შემადგენლობა დაასახელა. სერხიო რამოსისა და ტიაგო ალკანტარას არ ყოფნა აღსანიშნია… მეკარეები: უნაი სიმონი; რობერტ სანჩესი; დავიდ რაია. დაცვა: დანი კარვახალი; ასპილიკუეტა; ერიკ გარსია; უგო გილამონი; პაუ ტორესი; ლაპორტე; ჯორდი ალბა; ხოსე გაია. ნახევარდაცვა: სერხიო ბუსკეტსი; როდრიგო ერნანდესი; გავი; კარლოს სოლერი; მარკოს ლორენტე; პედრი; კოკე. თავდასხმა: ფერნან ტორესი; ნიკო… Continue reading ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა!

რამოსი… მაინც წაიყვანენ მუნდიალზე?

ლუის ენრიკე უახლოეს დღეებში ესპანეთის ნაკრების 55-კაციან გაფაროებულ შემადგენლობას გამოაცხადებს, რომელთაგან 26 ფეხბურთელს წაიყვანს ყატარში. ესპანური გამოცემების (მათ შორის AS) ცნობით, სიაში იქნება სერხიო რამოსიც. რამოსი ბოლო მატჩებში აღარაა ნაკრებში და ლუის ენრიკეც ორაზროვან პასუხებს სცემდა კითხვებზე. ფურია როხას მწვრთნელმა ერთხელ განაცხადა, რომ სხვა ცენტრალური მცველები რამოსზე კარგ ფორმაში არიან, თუმცა შემდეგ ისიც თქვა, რომ… Continue reading რამოსი… მაინც წაიყვანენ მუნდიალზე?

ლუის ენრიკე VS პრესა: ეს ფოტო ნახეთ…

ლუის ენრიკეს ესპანური პრესა უტევს, მაგრამ თვითონაც მაგარი შემტევი იყო და გამოადგა. თან, ლუჩოს დიდი კოზირი უჭირავს – შედეგი, მშვენიერი შედეგი… ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს აკრიტიკებენ, არაოპტიმალურ შემადგენლობას აყენებო. დავიდ დე ხეაზე უარი, ჟორდი ალბას, მარკოს ასენსიოსა და მარკოს ლიორენტეს სკამზე დასმა. და მიუხედავად ამისა, ესპანეთმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო. ბოლო ტურში ლუის ენრიკეს გუნდმა სტუმრად… Continue reading ლუის ენრიკე VS პრესა: ეს ფოტო ნახეთ…