ქართული დაპირისპირება – პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა

პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ვაკო გვილიას და ლუკა გაგნიძის რაკუვი ლეხ პოზნანს დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის. მატჩი რაკუვის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა. ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა, გვილია სათადარიგოთა შორის დარჩა, გაგნიძე კი განაცხადში არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები… Continue reading ქართული დაპირისპირება – პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა

გაგნიძე კარიერას რაკუვში გააგრძელებს

ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე კარიერას რაკუვში გააგრძელებს. ლუკამ პოლონურ გუნდთან კონტრაქტს ხელი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე მოაწერა. 19 წლის ფეხბურთელი დინამო თბილისის აღზრდილია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში მან საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. გაგნიძემ შარშან ზაფხულში მშობლიური გუნდი დატოვა და დინამო მოსკოვში გადავიდა, საიდანაც ურალში გაანათხოვრეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ურალში მხოლოდ 11 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო და… Continue reading გაგნიძე კარიერას რაკუვში გააგრძელებს