ლუკა დონჩიჩის 53 ქულა და გამარჯვება “დეტროიტთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “დალასმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “დეტროიტს” და მეტოქე 111:105 დაამარცხა. შეხვედრის გმირი “მავერიქსის” სლოვენიელი გამთამაშებელი – ლუკა დონჩიჩი გახდა. “ლუკა მეჯიქმა” სტუმრებს 36 წუთში 53 ქულა ჩაუგდო. დონჩიჩმა თამაშიდან 24 ბურთი ესროლა, საიდან 17 ზუსტად მოათავსა კალათში (11-დან 5 სამქულიანი, 18-დან 14 საჯარიმო). ლუკას ანგარიშზე ასევე გახლდათ 8 მოხსნა, 5 პასი… Continue reading ლუკა დონჩიჩის 53 ქულა და გამარჯვება “დეტროიტთან”

დონჩიჩი MVP-ის მთავარი კანდიდატია

NBA-ს რეგულარული სეზონის შუაში ლიგის ხელმძღვანელებმა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარეს საკალათბურთო ჟურნალისტებს შორის, გამოავლინეს საუკეთესო ხუთეული და MVP-ის უმთავრესი კანდიდატი. მედიის წარმომადგენელთა აზრით, ლიგის უძვირფასესი მოთამაშის პრიზს “დალას მავერიქსის” გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი იმსახურებს. სლოვენიელმა ხმების 43% მიიღო და მცირედით გაასწრო “დენვერის” ცენტრს – ნიკოლა იოკიჩს. “გოლდენ სტეიტის” უკანა ხაზელი – ჯორდან პული მიიჩნევა საუკეთესო შემცვლელად, ხოლო… Continue reading დონჩიჩი MVP-ის მთავარი კანდიდატია

ლუკა დონჩიჩის 51 ქულა “სან ანტონიოსთან”

ახალი წლის ღამეს NBA-ში ტექსასური დერბი შედგა – “სან ანტონიომ” საკუთრ არენაზე უმასპინძლა “დალასს” და დაძაბულ ბრძოლაში 125-126 დამარცხდა. მორიგი ბენეფისი მოაწყო “მავერიქსის” გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც მატჩი 51 ქულით დაასრულა. 23 წლის სლოვენიელი ბრწყინვალე ფორმაშია – უკანასკნელ 5 მატჩში უკვე მესამედ შეძლო 50+ ქულის ჩაგდება (კარიერაში მეოთხე 50+ ქულიანი მატჩი). “სპურსთან” დაპირისპირებისას ლუკამ პარკეტზე… Continue reading ლუკა დონჩიჩის 51 ქულა “სან ანტონიოსთან”

ლუკა დონჩიჩის 60 ქულა და სასწაული დალასში

“დალასის” გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლი 60+ ქულით, 20+ მოხსნით და 10+ შედეგიანი გადაცემით შეასრულა. “მავერიქსმა” ოვერტაიმში “ნიქსი” 126:121 დაამარცხა, სლოვენიელი ფენომენის ანგარიშზე კი 60 ქულა, 21 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი გახლდათ. 23 წლის ლუკამ თამაშიდან 31 ბურთი ესროლა, საიდანაც 21 ჩააგდო. დონჩიჩმა პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს… Continue reading ლუკა დონჩიჩის 60 ქულა და სასწაული დალასში

ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტს გადაასწრო

“ლეიკერსის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში რიგით მე-17 საშობაო მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გადაასწრო (16). ამიერიდან ყველაზე მეტი საშობაო მატჩი სწორედ ლებრონს აქვს ჩატარებული ლიგის ისტორიაში. ჯეიმს ეკუთვნის ასევე ჩაგდებული ქულების რეკორდი – 17 საშობაო მატჩში მან ჯამში 460 ქულის დაგროვება მოახერხა. ენტონი დევისის გარეშე მოასპარეზე “ლეიკერსი” ტექსასს ესტუმრა და 115-124 დამარცხდა… Continue reading ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტს გადაასწრო

დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა

ბოსტონ სელტიქსი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში ჯო მაზულას გაწვრთნილმა გუნდმა საკუთრ მოედანზე უმასპინძლა დალასს და მეტოქე 125-112 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი ბოსტონს უკეთესი გამოუვიდა – 6 წუთის შემდეგ 17-14 იგებდა, როდესაც ჯეილენ ბრაუნმა “აიწყვიტა” და ზედიზედ 7 ქულა აიღო. სელტიქსი გაჩერებას არ აპირებდა – მეორე მეოთხედში საკუთარ თავზე ლიდერობა… Continue reading დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა

დონჩიჩს გადამწყვეტი სროლა კლიპერსთან

ლუკა დონჩიჩი და მისი “მავერიქსი” აგრძელებენ წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს რეგულარულ სეზონში. დალასმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა კლიპერსს და დრამატულ ბრძოლაში 103-101 მოუგო. შეხვედრის სტარტი მავერიქსს იდეალური გამოუვიდა – ლუკას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და 30-15 დაწინაურდა. მეორე პერიოდში მასპინძელთა ჰანდიკაპმა +25 მიაღწია (54-29) და თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა არა… კლიპერსის რიგებიდან ბრძოლას აგრძელებდა… Continue reading დონჩიჩს გადამწყვეტი სროლა კლიპერსთან

დონჩიჩის, ემბიდის და ტეიტუმის 40+ ქულიანი შეხვედრები

NBA-ს სტარტზე ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელმა კალათბურთელმა 2022/23 წლების რეგულარულ გათამაშებაში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა და ლომის წვლილი შეიტანა დალასის საშინაო გამარჯვებაში პორტლენდის წინააღმდეგ 117-112. ლუკას ანგარიშზე 42 ქულა+13 მოხსნა+10 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. სლოვენიელმა კალათბურთელმა სეზონის სტარტზე, 12 მატჩიდან 10-ში 30+ ქულა ჩააგდო. დონჩიჩი NBA-ში მეხუთე სეზონს ატარებს და მის ანგარიშზე უკვე… Continue reading დონჩიჩის, ემბიდის და ტეიტუმის 40+ ქულიანი შეხვედრები

დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან

NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება BARCLAYS CENTER-ში შედგა, სადაც “ბრუკლინმა” “დალასს” უმასპინძლა. შეხვედრის სტარტი “ნეთსს” უკეთესი გამოუვიდა – პირველივე შეტევაში ბენ სიმონსმა ჩააგდო ახლო დისტანციიდან, რასაც მასპინძლეთა გაქცევა მოყვა 9:2. “მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – სტუმარი გუნდის კალათბურთელებმა დროულად გაისწორეს მიზანი და პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქე . ‘დალასმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა ბალოკის და დინვიდის… Continue reading დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან

სენსაცია: პოლონეთმა სლოვენია ევრობასკეტიდან გააგდო

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ევრობასკეტ 2022-ის უკანასკნელი მეოთხედფინალი. ერთმანეთს ტურნირის უმთავრესი ფავორიტი სლოვენია და აუტსაიდერად მიჩნეული პოლონეთი დაუპირისპირდნენ. პირველმა მეოთხედმა “მხიარულ” კალათბურთში ჩაიარა – ორივე გუნდი შეტევაში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე დაცვაში. პონიტკას და სლოტერის ზუსტი სროლების ფონზე პოლონეთმა საწყისი ათწუთეული 29:26 მოიგო. მეორე პერიოდში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ სლოვენიას დიდი ჩავარდნა დაეწყო – ლუკა… Continue reading სენსაცია: პოლონეთმა სლოვენია ევრობასკეტიდან გააგდო