ფინალის შემდეგ, მოდრიჩმა სალაჰს დასცინა

ჩემპიონთა ლიგაში, რეალის გმირმა, როდრიგო გოესმა გაიხსენა, ფინალის შემდეგ, მო სალაჰს ლუკა მოდრიჩმა როგორ დასცინა. ფინალის წინ, ლივერპულელთა შემტევი 2018 წლის რევანშზე საუბრობდა. პარიზში ეს არ შედგა, მატჩი ისევ მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა (1:0) „როდესაც მატჩი დასრულდა, ფეხბურთელები ერთმანეთისკენ გავიქეცით. ლივერპულის ფეხბურთელები გადიოდნენ, სალაჰი ნერვიულობდა და თავი ჩახრილი ჰქონდა. ამ დროს მოდრიჩი მიუახლოვდა და უთხრა: „მადლობა,… Continue reading ფინალის შემდეგ, მოდრიჩმა სალაჰს დასცინა

მოდრიჩი 2023 – ფაბრიციო დი რომანომ ხორვატის მომავალი გაასაჯაროვა

ლუკა მოდრიჩის მომავალი ცნობილია. ფაბრიციო დი რომანოს ინფორმაციით, ხორვატი რეალში კიდევ 1 სეზონი დარჩება. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ხელის მოწერაღა დარჩა. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შეთანხმება შედგა და 36 წლის ნახევარმცველი კვლავ რეალისთვის გაირჯება. მოდრიჩი რეალის ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ სეზონში ხორვატმა 45… Continue reading მოდრიჩი 2023 – ფაბრიციო დი რომანომ ხორვატის მომავალი გაასაჯაროვა

ლუკა მოდრიჩი: ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, რადგან რეალი ამას გვასწავლის

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. მადრიდში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე და ქამბექებზე ლუკა მოდრიჩმა ისაუბრა. ხორვატმა განაცხადა, რომ სამეფო გუნდმა ჯადოსნური ღამეები გამოიარა. “ძალიან რთულია იმის ახსნა, რაც წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ხდებოდა. ჯადოსნური ღამეები გამოვიარეთ. ბოლომდე ვიბრძვით და არასდროს ვნებდებით, სწორედ ამას გვასწავლის რეალი. იმედი მაქვს ყოველთვის ასე იქნება.” – ციტირებს… Continue reading ლუკა მოდრიჩი: ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, რადგან რეალი ამას გვასწავლის

კარლო ანჩელოტი: მოდრიჩს თუ ვინმეს შევადარებ ეს პირველ რიგში მალდინი იქნება

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა მოდრიჩი პაოლო მალდინის შეადარა. “ვფიქრობ მოდრიჩი კარიერას რეალში დაასრულებს. ზუსტად არ ვიცი რა და როგორ იქნება, მაგრამ არის გეგმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით. არ მგონია რომელიმე მხარეს ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან პრობლემა ჰქონდეს.  ის ნამდვილი პროფესიონალია. კარგად უვლის თავს, როცა საჭიროა ისვენებს, სწორად იკვებება… მოდრიჩის დონის ფეხბურთელის… Continue reading კარლო ანჩელოტი: მოდრიჩს თუ ვინმეს შევადარებ ეს პირველ რიგში მალდინი იქნება

„ეს პასი მუზეუმისთვისაა“

ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში, მატჩის მე-80 წუთზე, რეალი ჩელსის 0:3-ს აგებდა. ამ დროს საქმე ლუკა მოდრიჩმა გააკეთა. ხორვატმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მიმოიხედა, სიტუაცია შეაფასა და გარე ტერფით ბრწყინვალე პასი გააკეთა – როდრიგოს მხოლოდ გატანა მართებდა. გარე ტერფით პასს ტრიველა ჰქვია. ასეთი პასები ლუკას უყვარს. „ეს პასი მუზეუმისთვისაა“ – ფაბრიციო რომანო. ტოპ მწვრთნელებს რა რეაქცია… Continue reading „ეს პასი მუზეუმისთვისაა“

ლუკა მოდრიჩი: პირველ გოლამდე მკვდრებივით ვიყავით

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4 ფინალში რეალმა ჩელსისთან 2:3 წააგო, თუმცა პირველი მატჩი 3:1 ჰქონდა მოგებული და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა გააკეთა. “სიტყვები არ მყოფნის ამ თამაშის აღსაწერად. სანამ გოლი არ გავიტანეთ, მკვდრებივით ვიყავით. ჩელსიმ თავისი შანსები გამოიყენა და 3 გოლი გაიტანა. ჩვენ არ დავნებდით, საკუთარი თავის ვიწამეთ,… Continue reading ლუკა მოდრიჩი: პირველ გოლამდე მკვდრებივით ვიყავით

მოდრიჩს ახალ კონტრაქტზე ელაპარაკებიან

ლუკა მოდრიჩს მადრიდის რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ხორვატი სამეფო გუნდში შესაძლოა კიდევ 1 სეზონით დარჩეს. ბოლო ცნობებით, რეალი ფეხბურთელს ახალ 1 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს და ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოდრიჩი რეალში 2012 წლის ზაფხულში ტოტენჰემიდან და მალევე გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა. ხორვატმა სამეფო გუნდში თამაშისას 2018 წელს ოქროს ბურთი… Continue reading მოდრიჩს ახალ კონტრაქტზე ელაპარაკებიან

შეთანხმება შედგა – მოდრიჩის მომავალი გაირკვა

ლუკა მოდრიჩს რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და აქედან გამომდინარე მის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო. ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, რეალი მას კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივებს. ხორვატი ნახევარმცველი სამეფო გუნდში 2012 წლის ზაფხულში ტოტენჰემიდან გადავიდა. ამ ტრანსფერს თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ. მეტიც, იმ წელს Marca-მ იგი ესპანეთის წლის ყველაზე ცუდ ტრანსფერად დაასახელა, თუმცა ლუკა რეალის… Continue reading შეთანხმება შედგა – მოდრიჩის მომავალი გაირკვა

539

539 – ამდენი ფეხბურთელი შევა ევროპის ხუთი საუკეთესო ლიგიდან 1 იანვარს თავისი კონტრაქტის ბოლო ექვსთვიურში. ეს კი ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ სხვა კლუბებთან აწარმოონ მოლაპარაკება, ხოლო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურონ მათ. უფასოდ წასული ფეხბუთელების მეტი რა გვინახავს (თუნდაც ლიონელ მესი და სერხიო რამოსი გავიხსენოთ), მაგრამ ამ სიაში შთაბეჭდილებას ახდენს ის მჭახე სახელები, რომლებსაც ახლა… Continue reading 539

რეალი მოდრიჩს უხანგრძლივებს – ასაკი მხოლოდ ციფრებია…

  როგორი რთული მისიაა გაიხსენო, მადრიდის რეალმა 36 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ბოლოს როდის გაუხანგრძლივა, თანაც ნახევარმცველს. დიახ, ფლორენტინო პერესი ლუკა მოდრიჩს საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს და სურს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ხორვატ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, გეგმა კი მისი 2023 წლამდე გაგრძელებაა. ამაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.