რა დაემართა მანჩესტერს?

ოლე-გუნარ სულშერს ისედაც შერყეული ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის სკამი, ლივერპულთან კვირას სამარცხვინო წაგების შემდეგ კი (0:5), არავინ იცის რამდენი კვირა, დღე თუ საათი დარჩა ოლდ ტრაფორდზე ყოფნა. წაგება წაგებაა, ვის არ წაუგია. მაგრამ ბრიტანელი ფეხბუთის ექსპერტები უკვე იუნაიტედის სისტემურ გაუმართაობაზე ალაპარაკდნენ. ლივერპულთან  სულშერმა იგივე სასტარტო შემადგენლობა შეარჩია, რომელიც  ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში იყო. ეტყობა… Continue reading რა დაემართა მანჩესტერს?

დამტვრეული ნეკნებით

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველი ლუკ შოუ, თურმე ევრო 2020-ის ფლეი ოფის მატჩებს დამტვრეული ნეკნებით თამაშობდა… დაზიანება მან გერმანიასთან მერვედფინალურ მატჩში მიიღო (2:0). შემდეგ იყო მეოთხედფინალი უკრაინასთან (4:0), დანიასთან ნახევარფინალი (2:1 დამატებით დროში) და ფინალი იტალიასთან (1:1, 2:3 პენალტებში). თან გადამწყვეტ მატჩში ევროფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა 117-ე წამზე. მართლაც საინტერესოა, როგორ… Continue reading დამტვრეული ნეკნებით