სარეკორდო მეოთხედი

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ევროლიგის მეათე ტურის შეხვედრა რეალს და პარტიზანს შორის. მადრიდულმა კლუბმა უხვქულიან შეხვედრაში 105-97 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. გუნდებმა პირველ მეოთხედში სუპერ კალათბურთი ითამაშეს და შედეგიანობის რეკორდი დაამყარეს. რეალმა და პარტიზანმა საწყისი 10 წუთის განმავლობაში 72 ქულა ჩააგდეს(32-40), რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. წინა რეკორდიც რეალს ეკუთვნოდა… Continue reading სარეკორდო მეოთხედი

ესპანეთის სუპერ თასი “მადრიდის რეალმა” მოიგო

ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის რეალმა ოვერტაიმში 89:83 დაამარცხა ბარსელონა და 2022/23 წლების სეზონი ტიტულის მოგებით გახსნა. შეხვედრის სტარტი მადრიდულ გუნდს უკეთესი გამოუვიდა – ტავარესის და მუსას ზუსტი სროლების შედეგად ანგარიშში 13:8 დაწინაურდა. ბარსა დროულად გამოფხიზლდა – ლაპროვიტოლას იდეალური პასის შემდეგ შანლი 45 გრადუსიანი კუთხიდან სამიანი ჩააგდო და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 13:11. პირველი მეოთხედი… Continue reading ესპანეთის სუპერ თასი “მადრიდის რეალმა” მოიგო

სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველოდება

სევილიაში სტარტი აიღო ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი იღებს – მასპინძელი “ბეტისი”, ქვეყნის ჩემპიონი “რეალ მადრიდი”, თასის მფლობელი “ბარსელონა” და ACB ლიგის მესამე ადგილოსანი “ხოვენტუდი”. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ორი რეალი დაუპირისპირდა – ბეტისი მადრისი წინააღმდეგ. სევილიური გუნდი დებიუტანტი გახლდათ ამ მინი ტურნირზე და ეს მატჩის მიმდინარეობასაც დაეტყო. მადრიდელებმა საკმაოდ იოლად – 100:69… Continue reading სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველოდება

მადრიდის რეალმა 4 ახალი კალათბურთელი დაიმატა

მადრიდის რეალი აგრძელებს შემადგენლობის დაკომპლექტებას ახალი საკალათბურთო სეზონისთვის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩუს მატეომ 4 კალათბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა. 2022/23 წლების სეზონიდან რეალის ღირსებას დაიცავს მარიო ჰეზონია. ხორვატმა მძიმე ფორვარდმა (27 წლის, 203 სმ) მადრიდულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლოს “სუპერ მარიო” ყაზანის უნიქსში თამაშობდა და VTB LEAGUE-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. ჰეზონია… Continue reading მადრიდის რეალმა 4 ახალი კალათბურთელი დაიმატა

“რეალს” ახალი მწვრთნელი ყავს

საკალათბურთო კლუბმა – მადრიდის “რეალმა” თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა პაბლო ლასო და მის ნაცვლად ჩუს მატეო დანიშნა. ახალი მწვრთნელი “რეალს” 2024 წლამდე უხელმძღვანელებს. მატეო “რეალის” ორგანიზაციაში დიდი ხანია რაც მუშაობს – 1990-დან 2004 წლის ჩათვლით აკადემიას ხელმძღვანელობდა, 2014 წლის შემდეგ კი უკვე პაბლო ლასოს ასისტენტი იყო დიდ… Continue reading “რეალს” ახალი მწვრთნელი ყავს

რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი 36-ედ მოიგო

დასრულდა ესპანეთის ACB ლიგას 2021-22 წლების სეზონი. პლეიოფის ფინალურ სერიაში რეალმა 3:1 მოუგო სერია მოსისხლე მტერ ბარსელონას და 36-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მე-4 მატჩის სტარტი რეალის კალათბურთელებს იდეალური გამოუვიდათ – ფაბიან კოსიეს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლები 7:0 დაწინაურდნენ. ბარსელონამ მოგვიანებით მოახერხა გამოფხიზლება და დაცვაზე ორიენტირებული მეოთხედი მხოლოდ 3 ქულით წააგო 10:13. ნიკოლა მიროტიჩის ზუსტი სროლების… Continue reading რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი 36-ედ მოიგო

ბარსელონა მიროტიჩმა გადაარჩინა

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება საჩემპიონო დაპირისპირება ბარსელონას და რეალს შორის. პლეიოფის ფინალური ეტაპის მეორე მატჩში ბარსამ საკუთრ მოედანზე უმასპინძლა რეალს, მეტოქე 71:69 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1-1. მადრიდული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო ხუთეულში სუპერ-დაცვითი შემადგენლობა დააყენა: ჰანგა-კოსიე-დეკი-იაბუსელე-ტავარეში. სტუმრებმა “გაუვალი კედელი” აღმართეს საკუთარ ნახევარზე და მეტოქე ძალიან შეზღუდეს. საწყისი 5 წუთის შემდეგ ანგარიში 14:4 იყო… Continue reading ბარსელონა მიროტიჩმა გადაარჩინა

რეალმა ფინალი ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა

ესპანეთის საკალათბურთო – ACB ლიგაში სტარტი აიღო პლეიოფის ფინალურმა სერიამ, რომელშიც ერთმანეთს ბარსელონა და რეალი უპირისპირდებიან. ესპანური ელ კლასიკო 3 მატჩის მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა კი კატალონიელები მხარესაა, რადგან რეგულარული სეზონი ბარსამ მოიგო. რეალი სერიის პირველ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელ პაბლო ლასოს რამდენიმე დღის წინ ინფარქტი მოუვიდა და ჯერჯერობით საავადმყოფოში იმყოფება (მდგომარეობა… Continue reading რეალმა ფინალი ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა

მადრიდის რეალი ფინალშია

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება საპლეიოფო დაპირისპირებები. 1/2 ფინალური სტადიის მესამე მატჩში ბასკონიამ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა რეალს და 77:85 დამარცხდა. სამეფო კლუბმა საპლეიოფო სერია 3:0 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა. მესამე მატჩის წინ რეალის გულშემატკივრებმა საშნელი ამბავი შეიტყვეს – გუნდის მთავარ მწვრთნელ პაბლო ლასოს ინფარქტი დაემართა. 54 წლის პაბლო სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი Sanitas La Moraleja University… Continue reading მადრიდის რეალი ფინალშია

რეალი ფინალს მიუახლოვდა

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება პლეიოფის მეორე სტადია. 1/2 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში რეალმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ბასკონიას და 83-71 იმარჯვა. შეხვედრის დაწყების წინ მოხდა ჯესი კეროლის კალათბურთიდან გაცილება. ამერიკელი სნაიპერი 2011-დან 2021 წლის ჩათვლით ასპარეზობდა რეალის შემადგენლობაში და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა მადრიდულ პუბლიკას. მატჩის სტარტი მასპინძლებს უკეთესი გამოუვიდათ – 3 წამიან ზონაში დომინირებდა ვოლტერ… Continue reading რეალი ფინალს მიუახლოვდა