ესპანეთის ACB ლიგაში სტარტი აიღო პლეიოფის მეორე რაუნდმა. 1/2 ფინალურ სტადიაზე “რეალმა” “ბასკონიას” უმასპინძლა და მეტოქე 94:84 დაამარცხა. საპლეიოფო სერიაში ანგარიში 1:0 გახდა სამეფო კლუბის სასარგებლოდ. “რეალის” მწვრთნელმა სუპერ დაცვითი ხუთეული დააყენა სასტარტოში – კოსიე, ჰანგა, იაბუსელე, ტეილორი და ტავარესი. შეხვედრის სტარტიც საკმაოდ მძიმე გამოვიდა – ორივე გუნდს უჭირდა ქულების დაგროვება და 5 წუთის შემდეგ… Continue reading რეალმა ბასკონიას მარტივად მოუგო
Tag: მადრიდის რეალი (კალათბურთი)
“ეფესი” ევროლიგის ჩემპიონია
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა ევროლიგის ოთხთა ფინალი. STARK ARENA-ზე, ფინალურ მატჩი “ეფესმა” 58:57 სძლია “რეალს” და ზედიზედ მეორედ მოიგო ევროლიგა. შეხვედრის სტარტი მადრიდულ გუნდს უკეთესი გამოუვიდა – სამწამიან ზონაში დომინირებდა კაბო ვერდელი ცენტრი ვოლტერ ტავარესი, რომელმაც საწყის 10 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, რეალი კი 15:14 დაწინაურდა. ორივე გუნდი დაცვაში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა,ვიდრე… Continue reading “ეფესი” ევროლიგის ჩემპიონია
ბარსელონამ რეალი ოვერტაიმში დაამარცხა
ესპანეთის ACB – ლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” რეალს” უმასპინძლა. “ელ კლასიკოს” წინ დიდი არეულობა იყო მადრიდული გუნდის რიგებში – კლუბის მთავარმა მწვრთნელმა – პაბლო ლასომ შემადგენლობიდან გარიცხა ტრეი ტომკინსი და ფაბიან კოსიე. შეხვედრის სტარტზე ბარსა ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა – ავსტრალიელმა გამთამაშებელმა დანტე ეგზუმმა ერთ მომენტში ბურთი თავზე “გადაატენა” ვინსენ პორიეს და “პალაუ… Continue reading ბარსელონამ რეალი ოვერტაიმში დაამარცხა
„რეალის“ სამარცხვინო წაგება „ბარსელონასთან“
ევროლიგის 26-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში იმართებოდა – „რეალი“ თავის მოსისხლე მტერს – „ბარსელონას“ მასპინძლობდა. 2021/22 წლების სეზონში ეს გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 2:1 იყო „ბარსას“ სასარგებლოდ. ესპანეთის სუპერ თასზე, დრამატულ ბრძოლაში „რეალმა“ იმარჯვა 88:83, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში (85-75) და ევროლიგის რეგულარული გათამაშების პირველ წრეში (93-80) „ბარსელონამ“. შეხვედრის სტარტი მასპინძლებისთვის კატასტროფული გამოვიდა –… Continue reading „რეალის“ სამარცხვინო წაგება „ბარსელონასთან“
“რეალში“ კოვიდ – აფეთქებაა
მადრიდის „რეალში“ კოვიდი მძვინვარებს. კლუბის პრეს სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ 3 კალათბურთელი შეუერთდა: გერშონ იაბუსელე, ენტონი რენდოლფი და ხუან ნუნიესი. ხუთშაბათს „რეალს“ ევროლიგაზე უწევს მატჩის ჩატარება მოსკოვის „ც.ს.კ.ა“-სთან, თუმცა „რეალს“ შემადგენლობაში მხოლოდ 7 კალათბურთელი ყავს ჯანმრთელი. (მათ შორისაა რუდი ფერნადესი, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს). შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუფიქსირდათ ფაბიან… Continue reading “რეალში“ კოვიდ – აფეთქებაა
ევროლიგაზე „ბარსელონამ“ „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა
ევროლიგის მე-14 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ესპანეთში შედგა – „პალაუ ბლაუგრანაზე“ „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა. „ელ კლასიკოში“ ინტრიგას ის ფაქტიც ზრდიდა, რომ ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იყო და პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა 11მოგებით და 2 მარცხით. შეხვედრის სტარტი მადრიდელებს უკეთესი გამოუვიდათ და ისინი თავიდანვე დაწინაურდნენ 9:2. „ბარსა“ დროულად გამოფხიზლდა – ნიკოლა მიროტიჩმა თავის ყოფილ გუნდს პირველ მეოთხედში… Continue reading ევროლიგაზე „ბარსელონამ“ „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა
„რეალის“ იდეალური სტარტი გრძელდება
ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში შეხვდა 2021/22 წლების საკალათბურთო სეზონს მადრიდის „რეალი“. პაბლო ლასოს გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო, ხოლო ACB League-ს სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში „რეალი“ საკუთარ „ვიზინიკ სენთერში“ მასპინძლობდა გალისიურ ‘მონბუს ობრადოირო“ და მატჩის მოგების უდავო ფავორიტადაც ითვლებოდა. საწყისმა წუთებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა პირველი მეოთხედის მეორე ნახევრიდან… Continue reading „რეალის“ იდეალური სტარტი გრძელდება
„რეალის“ ზღაპრული გამარჯვება „ბარსელონასთან“
უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ესპანეთის სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „რეალი და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ. კუნძელ ტენერიფეზე გამართულ „ელ კლასიკოს“ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო და და დაუვიწყარი სანახაობაც იხილა. „ბარსელონამ“ შეხვედრის სტარტზევე გამოკვეთა საკთარი უპირატესობა – კაპიტანმა პიერ ორიოლამ ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო და „ბარსა“ ანგარიშში წინ გაიქცა. „რეალი“ დროულად გამოფხიზლდა – ალოსენის კარგი ასპარეზობის… Continue reading „რეალის“ ზღაპრული გამარჯვება „ბარსელონასთან“
გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ
ესპანეთში სტარტი აიღო საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ნახევარფინალურ სტადიაზე „ტენერიფე“ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 70:72. მიუხედავად წაგებული მატჩისა, პარკეტზე გაიბრწყინა „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი შერმადინმა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა+3 მოხსნა და 1 დაფარება იყო. შერმამ 25:15 წუთი დაყო პარკეტზე, თამაშიდან 8-ჯერ ესრილა ბურთი და 7 ჩააგდო, გიომ ტრადიციულად მაღალი პროცენტით შეასრულა საჯარიმოები –… Continue reading გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ