ტონი კროოსი: აზარს არ ვუთანაგრძნობ, ბევრისთვის ცხოვრება უფრო რთულია

MADRID, SPAIN - MARCH 15: Toni Kroos of Real Madrid looks on during the line up prior to the UEFA Champions League round of 16 leg two match between Real Madrid and Liverpool FC at Estadio Santiago Bernabeu on March 15, 2023 in Madrid, Spain. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)

ტონი კროოსმა მის თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა. მოგეხსენებათ ბელგიელს მცირე სათამაშო დრო აქვს და კროოსმაც ამ თემაზე გააკეთა კომენტარი. “რა თქმა უნდა აზარის ირგვლივ რთული სიტუაციაა, თუმცა ფეხბურთში სიბრალულის ადგილი არ არის. არ ვფიქრობ, რომ აზარს ცუდი ცხოვრება აქვს. სინანული შეგვიძლია იმ ადამიანების მიმართ ვიგრძნოთ, რომლებიც უფრო რთულ მდგომარეობაში არიან. საქმე ფულში არ არის, არცერთი… Continue reading ტონი კროოსი: აზარს არ ვუთანაგრძნობ, ბევრისთვის ცხოვრება უფრო რთულია

კარლო ანჩელოტი: ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

MADRID, SPAIN - 2023/03/15: Real Madrid head coach Carlo Ancelotti seen during the UEFA Champions League, Round of 16, Second Leg between Real Madrid CF and Liverpool FC at Santiago Bernabeu Stadium. Final score; Real Madrid 1:0 Liverpool. (Photo by Ruben Albarran/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპულის დამარცხების შემდეგ, მადრიდის რეალის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინიციუს ჯუნიორზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, სწორედ რეალის გარემარბია. “ვინიციუსმა დღეს შესანიშნავად ითამაშა. მართალია გოლი არ გაუტანია, თუმცა საგოლე გადაცემა გააკეთა და ძალიან დაგვეხმარა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca. ვინიციუს ჯუნიორი მშვენიერ ფორმაშია. ბრაზილიელმა… Continue reading კარლო ანჩელოტი: ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ანჩელოტი: მას შეუძლია ისეთივე ისტორია დაწეროს, როგორიც მოდრიჩმა, კროოსმა და ბენზემამ

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინიციუს ჯუნიორზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ სამეფო გუნდის გარემარბს რეალში ისტორიის დაწერა შეუძლია. “ვინიციუსის პროგრესით კმაყოფილი ვარ და ზედმეტად ნუ გავაკრიტიკებთ მსაჯებთან კონფლიქტის გამო. ბოლო მატჩში ის სამაგალითო იყო. ჩემთვის მთავარია თუ რას აკეთებს ფეხბურთელი მოედანზე. ვფიქრობ ვინიციუსი სწორ გზაზეა. მას შეუძლია რეალში ისეთივე ისტორია დაწეროს, როგორიც მოდრიჩმა, კროოსმა… Continue reading ანჩელოტი: მას შეუძლია ისეთივე ისტორია დაწეროს, როგორიც მოდრიჩმა, კროოსმა და ბენზემამ

რეალმა ამ სეზონში უგოლოდ პირველად დაამთავრა

მადრიდის რეალმა ლა ლიგის მე-19 ტურში სოსიედადს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევაა როცა რეალმა გოლი ვერ გაიტანა. სამეფო გუნდმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. გუნდი 42 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას უკვე 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში რეალი 3 თებერვალს ვალენსიას შეხვდება. ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიცაა, სადაც… Continue reading რეალმა ამ სეზონში უგოლოდ პირველად დაამთავრა

კარლო ანჩელოტი: ეს კლუბი არასდროს ნებდება

ესპანეთის თასზე მადრიდის რეალი ვილიარეალს შეხვდა. 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ბლანკოსმა 3 ბურთი შეაგდო და 3:2 მოიგო. აღნიშნულ მატჩზე კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა. “პირველი ტაიმის შემდეგ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი, გადავწყვიტე გამერისკა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ საკმარისად კარგები არ იყვნენ და უნდა გამოფხიზლებულიყვნენ. პირველი ტაიმი ცუდი იყო, შემდეგ ბიჭებმა სიტუაცია გამოასწორეს. უფლება არ გვქონდა მეორე ნახევარში… Continue reading კარლო ანჩელოტი: ეს კლუბი არასდროს ნებდება

კარლო ანჩელოტი: იმედია კროოსი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსზე ისაუბრა. იტალიელმა იმედი გამოთქვა, რომ კროოსი რეალში დარჩება. “კროოსის მომავალი? ვფიქრობ მას ეს საკმაოდ მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი. როგორც გულშემატკივარს შემიძლია ვიფიქრო, რომ ტონი წელს კარიერის დასრულებას აპირებს, მომავალ თვეში ყველაფერი უფრო ნათელი გახდება. კროოსმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება რეალში სურს. იმედია იგი კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.”… Continue reading კარლო ანჩელოტი: იმედია კროოსი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კარიმ ბენზემა: რეალში გადასვლა რთული იყო

მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, ის პერიოდი გაიხსენა, როცა სამეფო გუნდში გადავიდა. “რეალში გადასვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო. მადრიდში ჩემით ჩავედი. მახსოვს ენაც არ ვიცოდი. ორი არჩევანი იყო. ან უნდა მებრძოლა, ან სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. საბოლოოდ პირველი ვარიანტი ვარჩიე.  რეალთან კონტრაქტის გაფორმებით ოცნება ავიხდინე. ყველაზე კარგი გუნდი 2011-12 წლებში გვყავდა. სამწუხაროდ მაშინ ჩემპიონთა ლიგა ვერ… Continue reading კარიმ ბენზემა: რეალში გადასვლა რთული იყო

კარლო ანჩელოტი: ბენზემას ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფრანგის მიერ მოგებული ოქროს ბურთი, გუნდსაც ეკუთვნის, რადგან ისინი კარიმს ეხმარებიან. “ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და ვთვლით, რომ ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის. ბენზემამ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ მან ეს გუნდის დახმარებით მოიგო, რამაც საშუალება მისცა თავისი თვისებები გამოეჩინა. … Continue reading კარლო ანჩელოტი: ბენზემას ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის

პსჟ-მ მბაპეს ფასი დაადო და რეალს გზა გადაუკეტა

კილიან მბაპეს პსჟ-დან რეალში შესაძლო გადასვლაზე კვლავ იწერება. როგორც Marca გვამცნობს, ფრანგული გუნდი მზად არის 23 წლის ფეხბურთელი გაყიდოს იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში განახლებული კონტრაქტის მიხედვით, პსჟ მბაპესთან დაკავშირებით მადრიდის რეალის წინადადებას არ განიხილავს. რაც შეეხება ფრანგის პოზიციას, მას გუნდიდან წასვლა უნდა, მიუხედავად იმისა მიაღწევს თუ არა… Continue reading პსჟ-მ მბაპეს ფასი დაადო და რეალს გზა გადაუკეტა

კარლო ანჩელოტი: გაბედული ხართ რადგან ამას მეკითხებით

ბოლო დროს კილიან მბაპეს მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლაზე კვლავ საუბრობენ. ამ თემაზე კითხვა სამეფო გუნდის მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დაუსვეს. “მოვა თუ არა მბაპე იანვარში? ძალიან გაბედული ხართ, რადგან ამ კითხვას მისმევთ. აღნიშნულ თემაზე პასუხის გაცემა არ მინდა. ამ კითხვაზე პასუხი არ მჭირდება.” – ციტირებს RMC Sport-ი ანჩელოტის სიტყვებს. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი მბაპეს შეძენას წელს… Continue reading კარლო ანჩელოტი: გაბედული ხართ რადგან ამას მეკითხებით