გრავენბერხი ბაიერნის ფეხბურთელია!

უკვე ოფიციალურად, რაიან გრავენბერხი ბაიერნის ფეხუბრთელია! ნიდერლანდელმა და მიუნხენურმა გრანდმა ხელი 5 წლიან თანამშრომლობას მოაწერეს! რეკორდმაისტერმა 25 მილიონი ევრო გადაიხადა.   მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში, გრავენბერხი ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც აიაქსიდან ბაიერნში გადაბარგდა, რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთელებმა მაზრაუის ტრანსფერიც დაადასტურეს…

მაზრაუი და გრავენბერხი ბაიერნში – ფინანსური დეტალები გაირკვა

  როგორც ბილდი წერს, ბაიერნმა მაზრაუისა და გრავენბერხის ტრანსფერები განახორციელა. რეკორდმაისტერის ფინანსურ შესაძლებლობებს ლიმიტი აქვს, თუმცა ამ ფეხბურთელებისთვის – საკმარისი. ბილდი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ეს ტრანსფერები თითმის შეთანხმებულია. ბაიერნს ორივე ფეხბურთელთან წინადადებები გაკეთებული აქვს და გრავენბერხმა ნაგელსმანს უკვე თანხმობა განუცხადა“