“მაიამი ჰიტი” თავის ლეგენდებს არ ივიწყებს. ფლორიდულმა კლუბმა 1 წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი ფრენჩაიზ ისტორიაში ყველაზე ერთგულ კალათბურთელს – უდონის ჰასლემს. 42 წლის მძიმე ფორვარდი უკანასკნელ სეზონს ჩაატარებს NBA-ში და შემდეგ დაასრულებს სახელოვან საკალათბურთო კარიერას(სამგზის NBA-ს ჩემპიონი 2008, 2012, 2013 წლებში). უდონისი ლიგის ვარსკვლავი არასდროს ყოფილა, შეიძლება საშალო დონის კალათურთელადაც არ ითვლებოდა ბევრისთის, თუმცა “მაიამის” სიმბოლოდ… Continue reading უდონის ჰასლემის ბოლო სეზონი
Tag: მაიამი ჰიტი
“ბოსტონ სელტიქსი” NBA-ს სუპერ ფინალში ითამაშებს
NBA-ს 2021-22 წლების რეგულარული სეზონის პირველი ნახევარი “ბოსტონს” საკმაოდ ცუდი გამოუვიდა – 50 გამართული თამაშის შემდეგ გუნდს 25 მოგება და 25 წაგება ქონდა. ყველა ალაპარაკდა, რომ ემე უდოკა ვერ ამართლებდა მასზე გაცემულ ავანსებს და ისეთი დიდი გუნდის მწვრთნელად არ უნდა დანიშნო ადამიანი, რომელსაც მთავარ მწვრთნელად არასდროს უმუშავია (ასისტენტი იყო). განხორციელებული ტრედების შედეგად “სელტიქსმა” მიიღო დერიკ… Continue reading “ბოსტონ სელტიქსი” NBA-ს სუპერ ფინალში ითამაშებს
ჯიმი ბატლერის გრანდიუზული შოუ “ბოსტონთან”
10 წლის წინ, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში “ბოსტონი” “მაიამისთან” 3:2-ს იგებდა და საკუთარ TD GARDEN-ში მასპინძლობდა მეტოქეს – იდეალური შანსი ქონდა მოეგო კონფერენცია და NBA-ს სუპერ ფინალში გასულიყო, თუმცა “ჰიტის” მაისურით მოთამაშე ლებრონ ჯეიმსმა “სელტიქსს” 45 ქულა ჩაუგდო, “მაიამის” უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა სტუმრად და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 3:3. მეშვიდე მატჩში ლებრონმა და “ჰიტმა” უპრობლემოდ სძლიეს… Continue reading ჯიმი ბატლერის გრანდიუზული შოუ “ბოსტონთან”
“ბოსტონი” სუპერფინალს მიუახლოვდა
უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია. პირველ მატჩის მსვლელობისას “მაიამი” 44-14 “გაექცა” ანგარიშში მეტოქეს, მეორე შეხვედრაში უკვე “ბოსტონმა” მოახერხა 60-21 “run”-ის მოწყობა. მესამე მატჩი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა – შეხვედრის გარკვეული პერიოდი “ჰიტმა” 46-20 მოიგო, რაზეც “სელტიქსმა” 57:33-ით უპასუხა. სერიის მეოთხე მატჩი კი “ბოსტონმა” 26-4 “გაქცევით” დაიწყო. მეხუთე მატჩის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში… Continue reading “ბოსტონი” სუპერფინალს მიუახლოვდა
ბოსტონმა მაიამი “წალეკა”
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში “ბოსტონმა” საკუთარ TD GARDEN-შ უმასპინძლა “მაიამის” და მეტოქე 102-82 გაანადგურა. შეხვედრის სტარტი სტუმრებს საშინელი გამოუვიდათ – საწყისი 16 სროლიდან 15 გაუფუჭდათ და ანგარიშში დიდი სხვაობით ჩამორჩნენ მეტოქეს. “ბოსტონმა” 26-4 გაქცევით დაიწყო მატჩი და პირველი მეოთხედის შემდეგ 29-11 იგებდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი სხვაობა უკვე კატასტროფული იყო 57-33. შეხვედრამ… Continue reading ბოსტონმა მაიამი “წალეკა”
“მაიამიმ” სერიაში ლიდერობა დაიბრუნა
NBA-ში გრძელდება აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი. საპლეიოფო სერიის მესამე მატჩში “მაიამიმ” სტუმრად, დრამატულ ბრძოლაში 109-103 სძლია “ბოსტონს” და მოედნის უპირატესობასთან ერთად სერიაში ლიდერობაც დაიბრუნა 2-1. შეხვედრის სტარტი “ჰიტის” კალათბურთელებს იდეალური გამოუვიდათ – 3 წამიან ზონაში დომინირებდა ბამ ადებაიო, რომელმაც 5 წუთში 12 ქულის მოგროვება შეძლო, პერიმეტრიდან თავისი სროლების რეალიზება მოახერხეს ლაურიმ, შტრუსმა, ტაკერმა და ჯიმი ბატლერმა.… Continue reading “მაიამიმ” სერიაში ლიდერობა დაიბრუნა
ჯიმი ბატლერის შოუ კონფერენციის ფინალში
NBA-ში სტარტი აიღო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალმა. საპლეიოფო სერიის პირველ მატჩში “მაიამი” საკუთარ არენაზე მასპინძლობდა “ბოსტონს”. პირველი ტაიმის შემდეგ “ჰიტი” 8 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს და ერიკ სპოელსტრა იმ პათოსით შევიდა გასახდელში, რომ თავისი “Speech”-ით შეეცვალა გუნდის განწყობა. აღმოჩნდა, რომ ეს საჭირო არ ყოფილა. ჯიმი ბატლერმა გადაწყვიტა, რომ საკალათბურთო მოედანზე მისი ჩაგდებული ბურთები გასცემდა აბსოლიტურად ყველას პასუხს.… Continue reading ჯიმი ბატლერის შოუ კონფერენციის ფინალში
“მაიამიმ” “ფილადელფიას” ბარიერი გადალახა
“მაიამიმ” საპლეიოფო სერიის მეექვსე შეხვედრაში სტუმრად 99:90 დაამარცხა “ფილადელფია” და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე დომინირებდა “76-ერსის” კამერუნელი ცენტრი ჯოელ ემბიდი, რომელიც 3 წამიანი ზონიდან აწიოკებდა მეტოქის კალათს. ერთ მომენტში ჯოელი ცუდად შეეჯახა თანაგუნდელ დენი გრინს და სამწუხაროდ უკანახაზელს სერიოზული ტრავმა მიაყენა. “მაიამიმ” ნელ-ნელა გამოასწორა თამაშის ხარისხი და გუნდური ასპარეზობის ფონზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა,… Continue reading “მაიამიმ” “ფილადელფიას” ბარიერი გადალახა
ჯოელ ემბიდი გამარჯვებით დაბრუნდა
“ფილადელფიას” ცენტრმა – ჯოელ ემბიდმა “ტორონტოსთან” საპლეიოფო სერიის მეექვსე მატჩში ტვინის მცირე შერყევა მიიღო და 1 კვირით გამოეთიშა სავარჯიშო პროცესს, მის გარეშე კი “76-ერსს” ძალიან გაუჭირდა კონფერენციის ნახევარფინალში “მაიამის” წინააღმდეგ. “ჰიტმა” ლიდერის გარეშე დარჩენილ “ფილას” საწყისი 2 შეხვედრა მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ისედაც ყველა ხვდებოდა, რომ ემბიდის გარეშე “ფილადელფიას” არანაირი შანსი არ ექნებოდა, სწორედ… Continue reading ჯოელ ემბიდი გამარჯვებით დაბრუნდა
ჯიმი ბატლერის 45 ქულა და გამარჯვება “ატლანტასთან”
NBA-ში გრძელდება პლეიოფი. აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდმა “მაიამიმ” 115-105 დაამარცხა “ატლანტა” და სერიაში 2:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმი საკმაოდ უხეში და “მძიმე” გამოვიდა – ‘ჰოუქსმა” 16 პერსონალური ჯარიმა მიიღო, “ჰიტმა” 14. მასპინძლებმა ორივე მეოთხედი მინიმალური სხვაობით მოიგეს (26-25, 30-29) და დიდ შესვენებაზე 2 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე საუცხოოდ ათამაშდა ჯიმი ბატლერი, რომელმაც საკუთარი გუნდის… Continue reading ჯიმი ბატლერის 45 ქულა და გამარჯვება “ატლანტასთან”