მაკარტნის დიზაინით

მომავალ უქმეებზე ინგლისის ქალთა ლიგაში, ჩრდილოლონდონურ დერბიში, არსენალი ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ამორძალ მეთოფეებს პირველად ეცმებათ ცნობილი დიზაინერის, სტელა მაკარტნის სტილით შექმნილი ფორმები. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მაკარტნი, ფირმა ადიდასი და საფეხბურთო კლუბი თანამშრომლობენ. ქომაგებს ახალი დიზაინის მაისურების შეძენა 85 გირვანქად შეეძლებათ. ცნობისთვის, სტელა, ლეგენდარული ბითლზის ერთ-ერთი გამორჩეული წევრის, სერ პოლ მაკარტნის ქალიშვილია.