დაიფიცა, იტირა… (და პლატინი?)

დიდი ამბებია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში. პრეზიდენტი ნოელ ლე გრე რომ მოხსნეს, იცით… 81 წლის ლე გრემ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იტირა და დაიფიცა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. ლე გრე ზინედინ ზიდანზე დამცინავად საუბრის გამო გაათავისუფლეს. თქვა, ზიდანს ნაკრების მწვრთნელად არ განვიხილავ და რომც დამირეკოს, არ ვუპასუხებო. ლე გრეს ნაცვლად ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას აქამდელი ვიცე-პრეზიდენტი ფილიპ დიალო… Continue reading დაიფიცა, იტირა… (და პლატინი?)

ბენზემა ფინალს არ დაესწრება

კარიმ ბენზემას დიდიე დეშამთან ისევ პრობლემა აქვს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ფეხბურთელსა და მწვრთნელს ისეთივე დაძაბულობაა, როგორიც 2015-დან 2020 წლამდე, როდესაც ქარიმი ნაკრებს ჩამოშორებული იყო. ბენზემას არ ესმის, ტრავმის შემდეგ, ნაკრების ბაზა რატომ დაატოვებინეს. მას ოცნებად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება აქვს და იმედი ჰქონდა, რომ პლეი-ოფ-ში ტრავმას მოიშუშებდა. ასეც მოხდა, თუმცა ის გუნდთან ერთად აღარაა. დეშამს მისთვის არც დაურეკავს.… Continue reading ბენზემა ფინალს არ დაესწრება

იმოქმედა მაკრონმა მბაპეზე?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კომენტარი გააკეთა კილიან მბაპეს პსჟ-ში დარჩენაზე. ცნობილია, რომ მაკრონი მბაპეს დიდი გულშემატკივარია, თუმცა მარსელი უფრო უყვარს. ადრე განაცხადა, გამიხარდებოდა მბაპეს მარსელში გადასვლა,მაგრამ ვიცი ეს შეუძლებელიაო… საფრანგეთში და ესპანეთშიც ხშირად წერენ, რომ მბაპე სამშობლოში მთავრობამ მოაქცია წნეხში და იმიტომ არ გადავიდა რეალში. „მეწრმუნეთ, ტრანსფერებში არ ვერევი. მბაპეს ველაპარაკე. ეს სიმართლეა და უბრალოდ… Continue reading იმოქმედა მაკრონმა მბაპეზე?