მაკ ალისტერი: მესი პრემიერლიგაში? ჩემი აზრით…

ალექსის მაკალისტერის თქმით, არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობისთვის მადლობა ლეო მესის ეკუთვნის: “არგენტინაში, ყველა ჩვენგანი მისით ვამაყობთ და მადლობლები ვართ, რადგან ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონობა მან მოგვიტანა. მესის რომ პრემიერლიგაში ეთამაშა, საუკეთესო იქნებოდა, ამაზე დავაც არ ღირს. არ ვფიქრობ, რომ ეს მისთვის რთული გამოწვევა იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ასე ითამაშა და პრემიერლიგა გუჭირდებოდა?!” – თქვა მაკ ალისტერმა.  

ჩელსის 4 ფეხბურთელის შეძენა სურს – მსოფლიო ჩემპიონატის ეფექტი

LONDON, ENGLAND - JANUARY 23: Thiago Silva of Chelsea celebrates with teammates after scoring their team's second goal during the Premier League match between Chelsea and Tottenham Hotspur at Stamford Bridge on January 23, 2022 in London, England. (Photo by Shaun Botterill/Getty Images)

ლონდონის ჩელსიში ფეხბურთელების შეძენას აპირებენ. Daily Express-ის ცნობით, ლონდონელებს 4 მოთამაშის დამატება სურთ.  ჩელსის სასურველ ფეხბურთელთა სიაში ალექსის მაკ ალისტერი (არგენტინა), კოდი გაკპო (ნიდერლანდები), დომონიკ ლივაკოვიჩი (ხორვატია) და ადრიენ რაბიო (საფრანგეთი) არიან. ოთხივე ამ ფეხბურთელმა თავი მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და ლონდონელებსაც ამის შემდეგ გაუჩნდათ მათი დამატების სურვილი. მაკ ალისტერი ალბისელესტესთან ერთად ჩემპიონი გახდა,… Continue reading ჩელსის 4 ფეხბურთელის შეძენა სურს – მსოფლიო ჩემპიონატის ეფექტი

უპრობლემოდ – არგენტინა 1/8 ფინალშია!

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, არგენტინა პოლონეთს შეხვდა. არგენტინებელი საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუ მოიგებდნენ – გავიდოდნენ; ფრეს შემთხვევაში – სათუო იყო; თუ წააგებდნენ – ვერა. ალბისელესტეს კითხვები არ დაუტოვებია – ისე ითამაშეს, პირველი ტურიდან რომ მოველოდით. პოლონელები, პრაქტიკულად მთელი მატჩი, ყრუ დაცვაში იყვნენ და 2 გოლზე მეტი რომ არ გაუშვეს, გასაკვირია. თავად რას… Continue reading უპრობლემოდ – არგენტინა 1/8 ფინალშია!