მამარდაშვილი და ტოპ-5: რა უცნაური სტატისტიკაა…

გიორგი მამარდაშვილის ამბებზე. უფრო სწორად, უცნაურ და საინტერესო სტატისტიკაზე, რომელიც მთლიანად ვალენსიას ეხება. 75 ხსნა სეზონში. ამ მხრივ მამარდაშვილი მეხუთე ადგილზეა მიმდინარე ლა ლიგაში. ბადია (ელჩე 101), კონანი (კადისი 97), ფერნანდო (ალმერია 89), დავიდ სორია (ხეტაფე 80), მამარდაშვილი (ვალენსია 75). საინტერესოა, რომ მამარდაშვილს ამ ჩამოთვლილ 4 მეკარეზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული. 24 თამაშში გაშვებული 28… Continue reading მამარდაშვილი და ტოპ-5: რა უცნაური სტატისტიკაა…

სპოტსმენების რეაქცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე…

ასე გემოეხმაურნენ სპორტსმენები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას:

ვალენსია ბარსასთან დამარცხდა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

BARCELONA, SPAIN - MARCH 05: Giorgi Mamardashvili of Valencia CF looks on during the LaLiga Santander match between FC Barcelona and Valencia CF at Spotify Camp Nou on March 05, 2023 in Barcelona, Spain. (Photo by Silvestre Szpylma/Quality Sport Images/Getty Images)

ლა ლიგის 24-ე ტურში, ვალენსია ბარსელონას ეწვია. რა თქმა უნდა, ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, ცხრილისთვის ერთი დახედვაც კმარა – კატალონიელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ღამურები კი გადარჩენისთვის. ტრადიციულად, ვალენსიას კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გავიდა, სადაც გამოსვლაზე ქართველი მეკარე შეცდა და რაფინიას ცარიელი კარის აღება აღარ გასჭირვებია. კარში დარჩენა ამ დროს შეცდომა იყო, თუმცა როცა… Continue reading ვალენსია ბარსასთან დამარცხდა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ვალენსია ისევ დამარცხდა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა? [ვიდეო]

ხეტაფესთან მატჩში, სადაც ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის, ვალენსიამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წააგო. გარკვეულწილად, ეს მეკარეების დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც საუკეთესო ხეტაფეს კიპერი – დავიდ სორია გახდა – 7.7 ქულით. მამარდაშვილმაც რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშა, Whoscored.com-ის მიხედვით კი მაღალი შეფასება – 6.9 ქულა მიიღო, რაც ვალენსიაში მეორე საუკეთესო შედეგია – პირველზე გაიაა – 7.1 ხეტაფე 1:0 ვალენსია 82′… Continue reading ვალენსია ისევ დამარცხდა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა? [ვიდეო]

გადადექი!.. მთელი ვალენსია სინგაპურელის წინააღმდეგ

ვალენსია-ბილბაო 1:3. ამხელა კლუბი ესპანურ ლა ლიგაში მე-18 ადგილზეა, ანუ ბოლოდან მესამეზე. ხეტაფემ თუ მოიგო, სულაც ბოლოსწინაზე გადავა. ეს უკვე საგანგაშოა, გავარდნაღა აკლია ვალენსიას… გიორგი მამარდაშვილიც აშკარად ცოდოა ასეთ გუნდში. ის კი არა, მამარდა რომ არა, უარესად ექნებოდათ საქმე. ყველაფერი რვა წლის წინ დაიწყო. კლუბი სინგაპურელმა პიტერ ლიმმა იყიდა და ბევრს ეგონა, ღამურებში დიდი ფეხბურთელები… Continue reading გადადექი!.. მთელი ვალენსია სინგაპურელის წინააღმდეგ

რა ექნა მეტი მამარდას? [ვიდეო]

ლა ლიგის მე-20 ტურში ვალენსია ჟირონას ეწვია. ისეთი დრო მოვიდა, ვალენსია ჟირონასთან ფავორიტი არ არის და თამაშში ესეც აისახა. მასპინძლებმა კარისკენ 20-ჯერ დაარტყეს, აქედან კარში – 8-ჯერ. გიორგი მამარდაშვილმა 7 ბურთის მოგერიება მოახერხა, აქედან რამდენიმე – ურთულესის, ვიდეოში ნახავთ. ჩვენ არ ვაზვიადებთ, Whoscored.com-ის შეფასება ამას მეტყველებს, ქართველმა 7.9 ქულა აიღო და უკეთესი შეფასება (ორივე გუნდში)… Continue reading რა ექნა მეტი მამარდას? [ვიდეო]

ვალენსია ბერნაბეუზე დამარცხდა [ვიდეო]

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში, ვალენსია სანტიაგო ბერნაბეუს ეწვია. ღამურებს რთული პერიოდი უდგათ, გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან და მწვრთნელი შეიცვალეს – გატუზოს გაშვების შემდეგ, ვორო მოიყვანეს (მერამდენედ?! – მეოთხედ), რომელსაც გუნდის გადარჩენა დაევალა. რეალში საპირისპირო მდგომარეობაა – გუნდი, ტრადიციულად, ჩემპიონობისთვის იბრძვის და 19 მატჩში მხოლოდ 2 წაგება აქვს. პირველმა ნახევარმა ბევრი მომენტის გარეშე ჩაიარა, თუმცა… Continue reading ვალენსია ბერნაბეუზე დამარცხდა [ვიდეო]

ალმერიასთან 2:2 – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ლა ლიგის მე-18 ტურში, ვალენსიამ ალმერია მიიღო. გუნდებს დაახლოებით თანაბარი სატურნირო მდგომარეობა აქვთ, განსხვავება მატჩამდე მხოლოდ 1 ქულაიყო და ასეც დარჩა – 2:2 მესტალიაზე.   ღამურების კარს, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი იცავდა. რომელიმე გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, მცველებმა, პირველი გოლისას, 3 მეტრიდან მეტოქეს თავით დაარტყმევინეს, მეორე გოლისას კი – საჯარიმოში ბურთი დაკარგეს…  … Continue reading ალმერიასთან 2:2 – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რეალთან?

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, ვალენსია რეალს დაუპირისპირდა. ორივე გუნდში, მეკარეები გამორჩეულები იყვნენ – 95-ე წუთზე, მამარდაშვილმა ვინისიუს, ერთი ერთზე, გოლის გატანა არ დაანება და მატჩი პენალტების სერიებამდე მივიდა.  იქ გიორგის თერმეტმეტრიანის მოგერიება აღარ გამოუვიდა, თუმცა დამრტყმელები ისეთები იყვნენ, უკეთესის პოვნა გაჭირდება: ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი და ასენსიო.   Whoscored.com-მა გიორგის 6.6 ქულა დაიწერა, კურტუას კი – 6.5.… Continue reading რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რეალთან?