რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, ბაიერნს (ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგისა და, ტინეიჯერი, მატიის ტელის გარდა) გარდა, ფორვარდი აღარ ჰყავს. მოგეხსენებათ, ლივერპულელთა შემტევს, რობერტო ფირმინოს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მოლაპარაკების უფლება ახლა უკვე ნებისმიერ კლუბთან აქვს. ბაიერნს იმედი აქვს, რომ ბობის მიუნხენში გადასვლაზე დაიყოლიებს და ამაში სადიო მანეს აქტიურად იყენებს. ზოგადად, ბაიერნის პოლიტიკაა, ასე, უხმაუროდ, ნაკლები დანახარჯით, ფეხბურთელების… Continue reading ბაიერნმა ფორვარდი იპოვნა
Tag: მანე
სენეგალი მეცხრე ცაზე
სენეგალი მერვედფინალში გავიდა. წინა ორი ტურის შემხედვარე, თითქოს ეკვადორი ოდნავ უფრო ძლიერი ჩანდა, მაგრამ სად გაქრა ის გუნდი, ვერ გეტყვით… სენეგალმა უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. ისმაილა სარი პირველ ტაიმში შავ დღეში აგდებდა ეკვადორელთა ფლანგელებს და ლოგიკურიც იყო ის გოლი, პირველი ტაიმის ბოლოს რომ გავიდა. პენალტი და აფრიკელები წინ გავიდნენ… ეკვადორს ყველაზე მეტად რაც აკლდა,… Continue reading სენეგალი მეცხრე ცაზე
მანე მალე!.. (შამანებს ვთხოვთ დამხარებას)
სადიო მანეს ამბავი იცით… ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, მუნდიალზე ვერ ითამაშოს. გუშინ უიმედო ინფორმაციები იყო, თუმცა გაირკვა, რომ სადიოს დაჩქარებული წესით მკურნალობა და ყატარში წასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. სენეგალში მანე როგორ უყვართ, ამაზე ადრეც არაერთხელ დაგვიწერია. ბაიერნის ფორვარდი დიდი ქველმოქმედია, მისი სენეგალში ჩასვლა უდიდეს აჟიოტაჟს იწვევს. აი, რა თქვა ფიფას გენერალურმა მდივანმა ფატმა სამურამ,… Continue reading მანე მალე!.. (შამანებს ვთხოვთ დამხარებას)
შოკი: მანე მსოფლიოს გამოტოვებს!
ტრავმის გამო, სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ბაიერნის ვინგერი ბრემენის ვერდერთან მატჩში (6:1) დაშავდა და მე-15 წუთზე შესაცვლელი გახდა. სენეგალელს ფეხში მოხვდა. მატჩის შემდეგ, დინო ტომპმიულერმა (ნაგელსმანის თანაშემწე) თქვა, რომ სადიოს ნერვი დაეჭიმა, დაზიანება უმნიშვნელო იყო და მანე მსოფლიოზე ითამაშებდა. L’equipe სხვა ვერსიას ავრცელებს – მანემ მყესის ტრავმა მიიღო და სენეგალს მსოფლიოზე დააკლდება. ამ ტრავმის… Continue reading შოკი: მანე მსოფლიოს გამოტოვებს!
მანეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია
სადიო მანეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია. ბაიერნის შემტევი ბრემენის ვერდერთან შეხვედრაში დაშავდა (6:1) და მე-15 წუთზე შესაცვლელი გახდა. ბაიერნის ერთერთი მწვრთნელის, დინო ტოპმიოლერის ინფორმაციით, ჩარტყმის შემდეგ, სადიო ნერვმა შეაწუხა. საბედნიეროდ, ეს დარტყმა სენეგალელს მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოატოვებინებს. ბაიერნის რიგებში, მანემ მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა. UPDATE: L’equipe სხვა ვერსიას… Continue reading მანეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია
სეზონის საუკეთესოები – მესი და რონალდუ 15-ში არ არიან…
უეფას ვერსიით, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდო სეზონის ტოპ 15 ფეხბურთელში არ არიან. პირველი სამეული ცნობილია, იქ ორი მადრიდელი – ტიბო კურტუა და კარიმ ბენზემა – ხოლო ერთი მანჩესტერელი – კევინ დე ბრუინია. ერთერთი მათგანი, 25 აგვისტოს, უეფას საუკეთესო ფეხურთელის ჯილდოს მიიღებს. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, მათი სია მეოთხედან მეთხუთმეტემდე ასე გამოიყურება 4) რობერტ ლევანდოვსკი… Continue reading სეზონის საუკეთესოები – მესი და რონალდუ 15-ში არ არიან…
თილისმა და მანე
ლივერპულის აწ უკვე ყოფილი ვარსკვლავი, სადიო მანე, ახალი სეზონიდან ბაიერნისთვის აგორებს ბურთს. ბუნდესლიგის პირველ ტურში ბაიერნი აინტრახტს ეწვია და 6:1 გაანადგურა. მანემ გოლიც გაიტანა და სხვა ეპიზოდებშიც გამოირჩა. თუმცა მხოლოდ სენეგალელი არ აღმოჩნდა იმ საღამოს სოციალური ქსელების გმირი. მატჩის წინ ფეხბურთელები ტრადიციულად ერთმანეთს, მსაჯებს და ჩინოვნიკებს ესალმებიან. მათ მეტოქის ფორმაში ჩაცმული პატარა ბავშვებიც ახლავთ ხოლმე,… Continue reading თილისმა და მანე
ბაიერნი 5:3 ლაიფციგი [ვიდეო]
მანე – სალაჰი 3:0
სადიო მანე აფრიკის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს მეორედ. მანამდე ზედიზედ ორჯერ მოჰამედ სალაჰმა ჩაიხუტა პრიზი… მანე-სალაჰი 3:0… რას ნიშნავს ეს? მანემ სეზონში მესამედ აჯობა სალაჰს. პირველად სენეგალმა ეგვიპტეს აფრიკის თასის ფინალში სძლია, მეორედ ისევ სენეგალი-ეგვიპტე შეხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში და აქაც მანეს გუნდმა იმარჯვა. და აი მესამედ! მანე და სალაჰი ერთად დაფრინავდნენ… Continue reading მანე – სალაჰი 3:0
ბაიერნმა მანე წარადგინა
სადიო მანე კარიერას ბაიერნში გააგრძელებს. 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. აქამდე დაიწერა, რომ სენეგალელში რეკორდმაისტერი 32 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსად კი 9 მილიონია გათვალისწინებული. თავად მანე, ხელფასის სახით, გადასახადებს თუ არ ჩავთვლით, წელიწადში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ლივერპულში 12 ჰქონდა.