მაინც მოვიგებთ

PORTO, PORTUGAL - MAY 29: The UEFA Champions League Trophy is seen as Phil Foden of Manchester City walks past it, following his team's defeat in the UEFA Champions League Final between Manchester City and Chelsea FC at Estadio do Dragao on May 29, 2021 in Porto, Portugal. (Photo by Marc Atkins/Getty Images)

მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ფილ ფოდენმა ჟურნალიტებთან ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე ისაუბრა. „ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსისთან წაგების შემდეგ ვიტირე. არ მიყვარს ამის ჩვენება, მაგრამ ხანდახან არის ემოციური მომენტები მოედნის გარეთ. ვიმედოვნებ, წლეულს გავიმარჯვებთ. ჩემპიონთა ლიგა არის ის მწვერვალი, რომელიც ახლა ყველას გვინდა დავიპყროთ. ფინალში ვიყავით და ძალიან მტკივნეული გამოდგა წაგება. იმედია, თუ ისევ იქამდე მივალთ, ფინალში… Continue reading მაინც მოვიგებთ

გვარდიოლა ბოლომდე გადის…

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, არსენალთან ინგლისის პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. კარგა ხნის შემდეგ ლონდონელებმა პირველობა დათმეს – 22 მატჩიდან 51 ქულით უკვე მეორე ადგილზე არიან, ხოლო 23 მატჩის შემდეგ პრემიერლიგას მანჩესტერ სიტი 51 ქულით ლიდერობს. „ტიტულს ბოლო დღემდე დავიცავთ. თუ არსენალი გვაჯობებს, პირველი ვიქნები, ვინც მათ მიულოცავს. ამას ყოველთვის ვაკეთებდი კარიერაში. გვსურს ბოლომდე… Continue reading გვარდიოლა ბოლომდე გადის…

სიტი და კვარა

მანჩესტერ სიტი ნაპოლის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ადევნებს თვალს – გვამცნობს Daily Mail. „ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის ყურადღება სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თამაშით მიიპყრო. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის მეორე ადგილს იკავებს სისტემაში „გოლი+პასი“. ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩამ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი… Continue reading სიტი და კვარა

…მან ფეხბურთი შეცვალა

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, გენიალური სპეციალისტი უწოდა. „მასთან უკვე დიდი ხანია ვმუშაობ და კარგად ვიცი როგორ მართავს თამაშს. მისი ხედვა განსაკუთრებულია. ფილოსოფია ასეთია: რაც შეიძლება დიდ ხანს  უნდა აკონტროლებდე ბურთს და ლამაზად თამაშობდე. გენიალური სპეციალისტია. მან ფეხბურთი შეცვალა. ბევრი უკვე მის ბარსელონას ბაძავს. მან კრუიფის იდეები განავრცო, განავითარა… Continue reading …მან ფეხბურთი შეცვალა

გვარდიოლა მერე იტყვის…

მან. სიტის მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, კლუბში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოაცხადებს. 51 წლის სპეციალისტის ქალაქელებთან მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სიტიში ის 2016 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად 11 ტიტული მოიგო, მათ შორის – ოთხჯერ პრემიერლიგა. გვარდიოლას მეუღლეს, კრისტინას დიდი გავლენა აქვს ქმრის გადაწყვეტილებებზე. უმცროს ქალიშვილთან, ვალენტინასთან ერთად ის 2019… Continue reading გვარდიოლა მერე იტყვის…

გიოუნდოგანი მიდის…

მანჩესტერ სიტის ნაევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა კლუბი, შესაძლოა, 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. გერმანელი ფეხბურთელი ქალაქელებს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, არადა, ხელშეკრულებას ვადა გაისად 30 ივნისს ეწურება. თავად ილკაის გერმანიაში დაბრუნება სურს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. წყაროს ინფორმაციით, მისით ბაიერნი და იუვენტუსი არიან დაინტერესებული.

ლივერპული მოიგებს…

სუპერკომპიუტერმა, რომელიც პროგნოზს უამრავი ანალიტიკური თუ სტატისტიკური მონაცემების გადამუშავების საფუძველზე აკეთებს, 2022-2023 წლების პრემიერლიგის სეზონში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ლივერპულს მისცა (49,7%). შემდეგ მოდის მანჩესტერ სიტი (47%). ოთხეულში ასევე უნდა მოხვდნენ მანჩესტერ იუნაიტედი (25,56%) და არსენალი (22%). ტოტენჰემს (1,81%) და ჩელსის (1,10%) საკმაოდ დაბალი პროცენტი მისცეს. დანარჩენ გუნდებს კი გამარჯვების 0,2%-ზე ნაკლები შანსი აქვთ. ასევე… Continue reading ლივერპული მოიგებს…

მამა გაბრიელი

მანჩესტერ სიტის ბრაზილიელ შემტევ გაბრიელ ჟეზუსს, საოცნებო დღეები უდგას: კვირას პრემიერლიგის ჩემპიონობა იზეიმა, სამშაბათს კი მის მეუღლეს რაიანე ლიმას გოგონა გაუჩნდა. ახალშობილს ელენა დაარქვეს და მშობლებმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ორივეს პაწაწინას ხელი უპყრიათ. მინაწერი გვამცნობს: „საუკეთესო დღე ჩვენს ცხოვრებაში!“ საინტერსოა, რომ მშობიარობამდე არასრული 48 საათით ადრე, ადრიანე გაბრიელთან ერთად ეტიჰადზე აღნიშნავდა სიტის ჩემპიონიბას.… Continue reading მამა გაბრიელი

ერლინგ გვარდიოლა

სამშაბათ დილით, ნორვეგიელი სუპერ-შემტევი ერლინგ ჰოლანდი კერძო თვითმფრინავით ბარსელონადან მანჩესტერში ჩაფრინდა. კატალონიის დედაქალაქში მან დასკვნითი სამედიცინო შემოწმება გაიარა. ჰოლანდს ბრენდული მოდური სამოსი ეცვა და ის მაშინვე შეადარეს ახალ დამრიგებელ პეპ გვარდიოლას. ამ უკანასკნელს ხომ ძალიან უყვარს მოდური ზიზილ-პიპილოები. ერლინგს აეროპორტში საგანგებო ტაქსი დაახვედრეს, ცოტა ქალაქშიც გაასეირნეს და ახალ პარტნიორებთან გასაცნობად წაიყავანეს. ჰოლანდმა წლეულს 10 მაისს,… Continue reading ერლინგ გვარდიოლა

როცა სიგიჟე გაივლის

რა ხდება გამაგებინეთ. რამ გააგიჟა ეს ხალხი?! ხომ უნდა ჰქონდეს რაიმე ახსნა?! ყველგან, საქართველოს ჩამორჩენილი ჩემპიონატით დაწყებული, პრემიერლიგით დამთავრებული, ხალხი მოედანზე ხტება და ეშმაკმა უწყის რას სჩადის. ამტვრევს, ანგრევს, ფეხბურთელებს ხელით ეხება. ფეხბურთელებიც, სადაც ახერხებენ პასუხობენ. უმეტესობა უბრალოდ წინ და უკან დარბის, ყვირის. ყველანი შეპყრობილებს ჰგვანან. ზემოთ დასმულ კითხვაზე ორი პასუხი მომისმენია, ეზოთერული და სამედიცინო.… Continue reading როცა სიგიჟე გაივლის