მარადონას შვილი: კვარას 10 ნომრიანი მაისური?

ატალანტასთან ბრწყინვალე გოლის შემდეგ, კიდევ უფრო ხმამაღლა საუბრობენ კვარაცხელიას 10 ნომრიანი მაისური ხომ არ მისცენ. ამ იდეას როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეები მრავლად ჰყავს. კომენტარი ლეგენდარული არგენტინელის ვაჟმა, დიეგო არმანდო ჯუნიორმა გააკეთა: “10 ნომრიანი მაისური კვარასთვის? ამ თემაზე აზრი არ შემიცვლია. როდესაც ინსინიესთვის 10 ნომრის მიცემაზე ვსაუბრობდით, მაშინ ვთქი: ლორენცოს ვუსურვებ, რომ ერთ დღეს, სხვებს მოუნდეთ… Continue reading მარადონას შვილი: კვარას 10 ნომრიანი მაისური?

მესი თუ მარადონა? – არგენტინულ კუპიურაზე გამოსახავენ…

საუბარი არ წყდება, რომ არგენტინაში მესის გამოსახულებით ბანკნოტები შეიძლება დაიბეჭდოს. ეს წინადადება არგენტინის ბანკის პრეზიდენტმა – სილვინა ბატაკისმაც გააკეთა. ინფლაციის გამო, არგენტინის ეროვნულმა ბანკმა 2,000 პესის კუპიურების დაბეჭდვა დაამტკიცა, ახლა კი 10. 000-იანი კუპიურების დაბეჭდვაზეა საუბარი. “ვისურვებდი, ისეთი ბანკნკოტი შეგვექმნა, რომელიც არგენტინელების გულს შეეხებოდა, მაგალითად – მსოფლიო ჩემპიონატი. მასზე მესის სიამოვნებით გამოვსახავდი. აქ რამდენიმე კანდიდატის… Continue reading მესი თუ მარადონა? – არგენტინულ კუპიურაზე გამოსახავენ…

ვინ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია მარადონას ნაპოლიში?..

ვინ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია დიეგო მარადონას დროინდელ ნაპოლიში?.. ეს ჰკითხეს ნაპოლისა და იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ანდრეა კარნევალეს, რომელსაც სკუდეტო აქვს მოგებული. სათამაშო სტილი, გავლენა… საინტერესოა კარნევალეს აზრი: „დიეგო მარადონა? შედარება ვერც წარმომიდგენია. ის ცალკეა. …მე სიმეონეს ვგავარ. რაღაც პერიოდში სკამზე ვიჯექი და ჯორდანოს ათამაშებდნენ. შემოვდიოდი და ხშირად გამქონდა გოლი, თამაშში გარდატეხა შემქონდა. …მარადონა-კარეკა-ჯორდანო ერთად… Continue reading ვინ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია მარადონას ნაპოლიში?..

“ჩემი ქალიშვილი, მარადონაზე, იუვეს მაისურით მივიდა”

Radio Marte-თან საუბრისას, ნაპოლის გულშემატკივარი სტადიონზე შვილთან ერთად მივიდა – რომელიც იუვენტუსის გულშემატკივარია (რედ: უცნაურია, არა?!), თანაც – იუვეს ფორმით. მოგეხსენებათ, გუნდებს შორის დიდი სიძულვილია, ის მატჩი კი მარადონას ბინადრებმა 5:1 მოიგეს… “მე და ჩემი ქალიშვილი მარადონაზე შეხვედრის სანახავად გავემართეთ. მე ყოველთვის ნაპოლის ვქომაგობდი, ის კი იუვეს გულშემატკივარია. სტადიონზე შავ-თეთრი ფორმით წამოვიდა. იცით ნეაპოლიტანელებმა რა გააკეთეს?… Continue reading “ჩემი ქალიშვილი, მარადონაზე, იუვეს მაისურით მივიდა”

“მარადონა-კარეკაზე უფრო დამანგრეველი წყვილი…”

„ასეთი რამ მარადონასა და კარეკასაც არ გაუკეთებიათ. კვარაცხელია-ოსიმენი უფრო მეტია“ – წერს იტალიური პრესა, ტექსტი La Gazzetta Dello Sport-ზეც გვხვდება. თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ჯერ მაინც ადრეა. მარადონა-კარეკას ნაპოლი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ნაპოლი-იუვენტუსი 5:1. კვარაცხელიამ და კომპანიამ კითხვები არ დატოვა, ლუჩანო სპალეტის გუნდი კი ცაშია აყვანილი. „ნაპოლი ჰგავს კრუიფის აიაქსს, საკის მილანს, გვარდიოლას… Continue reading “მარადონა-კარეკაზე უფრო დამანგრეველი წყვილი…”

მაგრამ მე ნეაპოლელი ვარ…

ნაპოლი-იუვენტუსი ახლოვდება. იტალიაში სასწაული აჟიოტაჟია და რა თქმა უნდა, ასეა ჩვენთანაც ხვიჩა კვარაცხელიას გამო. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ორივე გუნდში დიდი ამბები ჩაატარეს. მაგალითად, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ოქროს ბურთის მფლობელი ფაბიო კანავარო. ის ნეაპოლში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ფორმის პიკი იუვეში ჰქონდა. რას ამბობს კანავარო? „ტურინში მოგება ვისწავლე, მაგრამ ნეაპოლი ჩემი ქალაქია. ნაპოლის ყველასთან… Continue reading მაგრამ მე ნეაპოლელი ვარ…

სპალეტი: “აქ მარადონას უთამაშია და ყველას აჩვენა…”

ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 13 იანვარს, მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ნეაპოლისკენ იქნება მიპყრობილი – ნაპოლი იუვეს დაუხვდება. ეს თამაში ისედაც საინტერესოა, მით უფრო, როდესაც გუნდები პირველ-მეორე ადგილს იკავებენ. რა თქვა მატჩის წინ სპალეტიმ? “პირველ ნაბიჯს ვინ გადადგამს? – ვინც ცენტრს მოიგებს (იცინის). ჩვენ გუნდებს განსხვავებული ფილოსოფია აქვთ: ალეგრის გამარჯვებულის მენტალიტეტი იუვენტუსისას შესანიშნავად ეწყობა.… Continue reading სპალეტი: “აქ მარადონას უთამაშია და ყველას აჩვენა…”

მარადონა… რას ამბობს სიომინი ხვიჩაზე?!

მოსკოვის ლოკომოტივის მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა… და დიეგო მარადონას შეადარა. „გადაჭარბებაა? ვფიქრობ, არა. ხვიჩა მოკრძალებული ბიჭია, ვარსკვლავური სენი არ შეაწუხებს. კარგი გარემოცვა ჰყავს. მარადონას არ ჩამორჩება: ტემპი კარგი აქვს და დისტანციაზე მარადონაზე უკეთესიც კი. კვარა უხეშობის მიმართ ახლა უფრო მომთმენია, ვიდრე რუსეთში. აქ ნებისმიერ შეჯახებაზე ძირს ეცემოდა, წვებოდა, ექიმს ელოდა, იტალიაში კი ეს… Continue reading მარადონა… რას ამბობს სიომინი ხვიჩაზე?!

ვალდანო: აი, კიდევ რა სხვაობაა მარადონასა და მესის შორის…

არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ხორხე ვალდანომ 1986 წლის მუნდიალის ფინალი გაიხსენა, ასევე დიეგო მარადონასა და ლეო მესის შორის სხვაობაზე ისაუბრა… „აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს. ფრაზები, მსაჯებთან ლაპარაკი, სტადიონზე მისვლა და ასე შემდეგ. ფინალის წინ ღამეს მარადონას ჩვეულებრივ ეძინა. მე ცუდად მეძინა, ვერ ვისვენებდი. დიეგომ იცოდა, რასაც ელოდებოდა მთელი არგენტინა მისგან. ელოდებოდნენ არა მხოლოდ მაგარ თამაშს, არამედ უფრო… Continue reading ვალდანო: აი, კიდევ რა სხვაობაა მარადონასა და მესის შორის…

“ეს დანაშაულია!..” ანჩელოტი რონალდუზე, მარადონა-მესიზე

კარლო ანჩელოტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა… (AS). დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარება სთხოვეს: „რა შეკითხვაა, ჩვენ ხომ ერთი თაობის ვართ? მარადონას წინააღმდეგ ვთამაშობდი, ამიტომაც სიყვარულის გამო მას ვირჩევ“. ესპანეთის ჩავარდნაზე: „პირადად მე დაცვიდან თამაში და კონტრშეტევის დალოდება არ მრცხვენია. ვინისიუსი ან მბაპე რომ გყავს და ბურთს ჩაჭრი, ამ დროს ვერტიკალურად არ ითამაშო, დანაშაულია. ჟოზე მოურინიუ… Continue reading “ეს დანაშაულია!..” ანჩელოტი რონალდუზე, მარადონა-მესიზე