ეკა გორგოძეს წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო წლის პირველი გრანდ სლემის ტურნირის – Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა – ეკა გორგოძემ(N 143) კვალიფიკაციის1/4 ფინალურ ეტაპზე, მძიმე ბრძოლაში 6:3 1:6 6:3 სძლია შვეიცარიელ ლეონიე კუნგს (N 165) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი საკმაოდ „მძიმე“ გამოვიდა – პირველივე გეიმი, შვეიცარიელის ჩაწოდებაზე დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა,… Continue reading ეკა გორგოძეს წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

მარიამ ბოლქვაძე ინდიან – უელსის ტურნირს გამოეთიშა

ა.შ.შ-ში სტარტი აიღო ინდიან-უელსის საჩოგბურთო მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. სამწუხაროდ, პირველი წრეში დამარცხდა მარიამ ბოლქვაძე. ქართველმა ჩოგბურთელმა 6:7 2:6 დათმო მატჩი ავსტრალიელ მედისონ ინგლიშთან (N 127 მსოფლიო რეიტინგში). შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-5 გეიმში მარიამი გააქტიურდა და პირველივე შანსის გამოყენებით დააბრეიკა მეტოქე 3:2. სამწუხაროდ ქართველმა მალევე დაკარგა ეს უპირატესობა… Continue reading მარიამ ბოლქვაძე ინდიან – უელსის ტურნირს გამოეთიშა

რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია „მოიგო“

US OPEN-ის დასრულების შემდეგ ATP-მ და WTA-მ განაახლეს საკუთარი რეიტინგები. ამერიკის ღია პირველობის სენსაციურიმა ჩემპიონმა ემა რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია მოიგო და 150-ე საფეხურიდან 23-ზე ავიდა. 19 წლის ფინალისტმა ლეილა ფერნანდესმა ტოპ-30-ში შეაღწია და ამჟამად მსოფლიოს 28-ე ჩოგანია. US OPEN-ის შარშანდელი ჩემპიონი ნაომი ოსაკა გახლდათ, რომელმაც ვერ დაიცვა ტიტული, საკმაოდ ბევრი ქულაც დაკარგა და… Continue reading რადუკანუმ მსოფლიო რეიტინგში 127 პოზიცია „მოიგო“

ქართველმა ჩოგბურთელებმა მსოფლიო რეიტინგში პოზიციები შეინარჩუნეს

ორშაბათს, ტრადიციულად ATP-მ და WTA-მ გაანახლეს საკთარი რეიტინგები. მამაკაცთა ტოპ 10-ში არანარი ცვლილება არ ყოფილა. ვინსტონ სალემის ჩემპიონმა ილია ივაშკამ პირადი რეკორდი განაახლა და მსოფლიოს 53-ე ჩოგანი გახდა. ტურნირის ფინალისტმა მიქაელ იმერმა ერთბაშად 18 პოზიცია „მოიგო“, ხოლო ნახევარფინალში დამარცხებული ფინელი – ემილ რუუსოვორი ტოპ 70-ში დაბრუნდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეინარჩუნა წინა კვირას დაკავებული პოზიცია და 1578… Continue reading ქართველმა ჩოგბურთელებმა მსოფლიო რეიტინგში პოზიციები შეინარჩუნეს

ბოლქვაძე US OPEN-ს გამოეთიშა

ნიუ იორკში გრძელდება ამერიკის ღია პირველობის საკავალიფიკაციო ეტაპი. ნახევარფინალურ სტადიაზე საქართველოს მეორე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანული ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავ ემა რადუკანუს(N150) დაუპირისპირდა და საmწუხაროდ 3:6 5:7 დამარცხდა. შეხვედრის სტარტი ემას უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა და წონასწორობა მალევე აღადგინა. 2:2. მე-7 გეიმში მარიამმა ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა მისი… Continue reading ბოლქვაძე US OPEN-ს გამოეთიშა

მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

ნიუ იორკში სტარტი აიღო 2021 წლის US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა, რომელშიც 2 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება. მარიამ ბოლქვაძემ (N167) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, უმძიმეს ბრძოლაში 7:5 4:6 6:4 სძლია უკრაინელ დარია სნიგურს (N 207) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩი 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე კი 0 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა იყო.… Continue reading მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება ქალთა 125K საჩოგბურთო ტურნირი – THOREAU TENNIS OPEN,რომელზეც წარმატებით ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე. ქართველი ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, რომელსაც 9 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია. მარიამ ბოლქვაძე (N 176 მსოფლიო რეიტინგში) კონკორდის სახელობის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ზედიზედ 4 მატჩის მოგებით მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. I საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლქვაძე – პლიპუჩი 6:2 6:4 II… Continue reading მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

ეკა გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია

პოლონეთის ქალაქ გროდზისკ მაზოვიეცკიში დასრულდა ITF-ის 60 000 იანი ჩელენჯერი, რომლის ტრიუმფატორიც – ეკა გორგოძე გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში 7:6 0:6 6:4 სძლია ქლოი პაქეს და კარიერაში ITF-ის მე-14 ტიტული მოიგო. Kozerki Open-ის მოგების შედეგად, ეკამ რეიტინგში 96 ქულა დაიმატა, 21 საფეხურით წაიწია წინ და 476 ქულით მსოფლიოს 164-ე ჩოგანია. ეკა გორგოძემ რეიტინგში გადაასწრო… Continue reading ეკა გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია

მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე რეიტინგში წინ მიიწევენ

ორშაბათს ტრადიციულად განახლდა WTA-ს ქალთა რეიტინგი, რომელშიც წინსვლა განიცადეს საქართველოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა. ნურ-სულთანის ტურნირის მოგების ფონზე მარიამ ბოლქვაძემ ერთბაშად 22 პოზიცია მოიგო და ამჟამად რეიტინგის 173 ნომერია. ბუდაპეშტის 250-იანთა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლით(გადალახა 2 საკვალიფიკაციო ეტაპი) ეკო გორგოძემ მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დააგროვა და წინა კვირასთან შედარებით 7 პოზიციით აღზევდა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 207-ე… Continue reading მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე რეიტინგში წინ მიიწევენ

მარიმ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის ტრიუმფატორია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასრულდა ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ბოლქვაძე გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუს ვალერია სავინიხს (N196 მსოფლიო რეიტინგში) სძლია 4:6 6:3 6:2 და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი მარიამს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. რუსი ჩგბურთელი მალევე „გამოფხიზლდა“ და წონასწორობა მალევე აღადგინა 2:2. მომდევნო 4 გეიმის… Continue reading მარიმ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის ტრიუმფატორია