მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

ნიუ იორკში სტარტი აიღო 2021 წლის US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა, რომელშიც 2 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება. მარიამ ბოლქვაძემ (N167) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, უმძიმეს ბრძოლაში 7:5 4:6 6:4 სძლია უკრაინელ დარია სნიგურს (N 207) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩი 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე კი 0 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა იყო.… Continue reading მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება ქალთა 125K საჩოგბურთო ტურნირი – THOREAU TENNIS OPEN,რომელზეც წარმატებით ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე. ქართველი ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, რომელსაც 9 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია. მარიამ ბოლქვაძე (N 176 მსოფლიო რეიტინგში) კონკორდის სახელობის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ზედიზედ 4 მატჩის მოგებით მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. I საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლქვაძე – პლიპუჩი 6:2 6:4 II… Continue reading მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

ეკა გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია

პოლონეთის ქალაქ გროდზისკ მაზოვიეცკიში დასრულდა ITF-ის 60 000 იანი ჩელენჯერი, რომლის ტრიუმფატორიც – ეკა გორგოძე გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში 7:6 0:6 6:4 სძლია ქლოი პაქეს და კარიერაში ITF-ის მე-14 ტიტული მოიგო. Kozerki Open-ის მოგების შედეგად, ეკამ რეიტინგში 96 ქულა დაიმატა, 21 საფეხურით წაიწია წინ და 476 ქულით მსოფლიოს 164-ე ჩოგანია. ეკა გორგოძემ რეიტინგში გადაასწრო… Continue reading ეკა გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია

მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე რეიტინგში წინ მიიწევენ

ორშაბათს ტრადიციულად განახლდა WTA-ს ქალთა რეიტინგი, რომელშიც წინსვლა განიცადეს საქართველოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა. ნურ-სულთანის ტურნირის მოგების ფონზე მარიამ ბოლქვაძემ ერთბაშად 22 პოზიცია მოიგო და ამჟამად რეიტინგის 173 ნომერია. ბუდაპეშტის 250-იანთა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლით(გადალახა 2 საკვალიფიკაციო ეტაპი) ეკო გორგოძემ მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დააგროვა და წინა კვირასთან შედარებით 7 პოზიციით აღზევდა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 207-ე… Continue reading მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე რეიტინგში წინ მიიწევენ

მარიმ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის ტრიუმფატორია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასრულდა ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ბოლქვაძე გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუს ვალერია სავინიხს (N196 მსოფლიო რეიტინგში) სძლია 4:6 6:3 6:2 და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი მარიამს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. რუსი ჩგბურთელი მალევე „გამოფხიზლდა“ და წონასწორობა მალევე აღადგინა 2:2. მომდევნო 4 გეიმის… Continue reading მარიმ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის ტრიუმფატორია

მარიამ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის ფინალშია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გრძელდება ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/2 ფინალში 6:4 6:4 სძლია ბელარუს იულია ჰატოუკას (N262 მსოფლიო რეიტინგში) და ტურნირის ფინალში გააღწია. შეხვედრის სტარტზე მარიამმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა. მე-7 გეიმში ქართველმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება და სეტში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ბოლქვაძემ… Continue reading მარიამ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის ფინალშია

მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალშია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გრძელდება ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:1 2:0 სძლია ბელარუს შალიმარ ტალბის და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მარიამმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, მარტივად შეასრულა ბრეიკი და 2:0 დაწინაურდა. მესამე გეიმში ბოლქვაძემ ზედიზედ 4 გათამაშება წააგო საკუთარი შეცდომების ფონზე და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების უფლება მისცა… Continue reading მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალშია

ეკა გორგოძის წარმატებული სტარტი უიმბლდონზე

საქართველოს მეორე ჩოგანი – ეკა გორგოძე (N 209 მსოფლიო რეიტინგში) წარმატებით ჩაერთო უიმბლდონის კვალიფიკაციაში. ეკომ პირველ ეტაპზე მარტივად, 2 სეტში 6:2 6:2 სძლია ბრიტანელ ევა შოუს და კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის პირველ სეტში გორგოძემ ორჯერ აიღ მეტოქის ჩაწოდება და 26 წუთში იმარჯვა 6:2, მეორე პარტიაში ქართველმა ერთხელ კი დაკარგა გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა ბრიტანელი სამჯერ… Continue reading ეკა გორგოძის წარმატებული სტარტი უიმბლდონზე