შვიონტეკი და საკარი პლეიოფში გავიდნენ

ფორტ უორსში გრძელდება ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტური დარჩა, პლეიოფის საგზური კი უკვე ორმა ჩოგბურთელმა გაინაღდა: იგა შვიონტეკმა და მარია საკარიმ. დღეს, გამთნიისას ტრეისი ოსტინის სახელობის ჯგუფის მატჩები გაიმართა. იგა შვიონტეკმა 85 წუთში 6:3 6:2 სძლია კაროლინა გარსიას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ბრეიკით ჩამორჩა… Continue reading შვიონტეკი და საკარი პლეიოფში გავიდნენ

პეგულიამ გვადალახარას მასტერსი მოიგო

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში დასრულდა WTA-ს 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ჯესიკა პეგულიამ 6:2 6:3 სძლია მარია საკარის და კარიერიაში პირველი მასტერსი მოიგო. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 2:2-დან ბერძენ ჩოგბურთელს “ჩავარდნა” დაეწყო და ზედიზედ 4 გეიმი დათმო, მასთან ერთად კი სეტიც 2:6. მეორე პარტიის სტარტზე ჯესიკამ ადრეული ბრეიკი… Continue reading პეგულიამ გვადალახარას მასტერსი მოიგო

მასტერსის ფინალში შვიონტეკი საკარის დაუპირისპირდება

ამერიკაში დასასრულს უახლოვდება ქალთა მასტერსი. ინდიან უელსის ნახევარფინალურ სტადიაზე იგა შვიონტეკმა და მარია საკარიმ მოიგეს თავისი მატჩები და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. 1/2 ფინალურ ეტაპზე იგა შვიონტეკის მეტოქე რუმინელი სიმონა ჰალეპი გახლდათ. მატჩი ძალიან დრამატული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის სტარტზე იგა ადრეული ბრეიკით დაწინაურდა და 4:2 წაიყვანა ანგარიში. რუმინელი დროულად გამოფხიზლდა – სიმონამ ზედიზედ 3 გეიმის… Continue reading მასტერსის ფინალში შვიონტეკი საკარის დაუპირისპირდება

საბალენკას 19 ორმაგი შეცდომა და ლოგიკური მარცხი საკარისთან

WTA-ს წლის შემაჯამებელ ტურნირზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ – პაულა ბადოსა გარბინია მუგურუზას დაუპირისპირდება, ხოლო მარია საკარი ანეტ კონტავეიტს. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბელორუსი არინა საბალენკას და მარია საკარის დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში. გამარჯვებული პლეიოფის საგზურს მიიღებდა, დამარცხებული კი ჯგუფში ჩარჩებოდა. 3 საათიანი მატჩი ბერძენი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა 7:6 6:7 6:3,… Continue reading საბალენკას 19 ორმაგი შეცდომა და ლოგიკური მარცხი საკარისთან

პაულა ბადოსამ არინა საბალენკა გაანადგურა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა შემაჯამებელმა ტურნირმა. პირველი ტურის მატჩში პაულა ბადოსამ 6:4 6:0 გაანადგურა არინა საბალენკა და A ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. შეხვედრის სტარტი ბელარუს ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 6 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიშშიც წინ იყო – 4:2. 24 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა დროულად შეცვალა სათამაშო ტაქტიკა და დაუჯერებელი “ქამბექი” დადო… Continue reading პაულა ბადოსამ არინა საბალენკა გაანადგურა

US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა

2021 წლის US OPEN უაღრესად საინტერესო და სენსაციებით სავსე გამოდგა. ტურნირის დაწყების წინ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფინალში 2 თინეიჯერი გავიდოდა, რეალობა კი ნამდვილად ასეთია. ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის ლეილა ფერნანდესი 18 წლის ემა რადუკანუს დაუპირისპირდება. XXI საუკუნეში ეს პირველი შემთხვევაა, როდესად დიდი სლემის ტურნირის ფინალში ორი თინეიჯერი გავიდა. ბოლოს ასეთი ფაქტი 1999… Continue reading US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა

რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის 150-ე ჩოგანმა ემა რადუკანუმ US OPEN-ის 1/4 ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ბელინდა ბენჩიჩი 6:3 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის სტარტი შვეიცარიელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. 18 წლის ემა დროულად გამოფხიზლდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:3. მეორე პარტიის სტარტზე ბელინდამ ჯერ საკთარი გეიმი… Continue reading რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება