გრანოვსკაია წავიდა

რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი, ტრანსფერების დედოფალი, მარინა გრანოვსკაია ჩელსის დირექტორი აღარ არის. მის მოვალეობას დროებით კლუბის ახალი მფლობელი, ტოდ ბოელი შეასრულებს. დღეს ჩელსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბოელის ახლი მმართველი გუნდის წინასწარი სია გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ ცნობილი დირქტორი გრანოვსკაია კლუბში აღარ იმუშავებს. თუმცა, იქვეა მითითებული, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ის ახალ მფლობელს დაეხმარება.  

მარინაც მიდის?

ოთხშაბათს რომან აბრამოვიჩმა ჩელსის გაყიდვის შესახებ განაცხადა. როგორც ჩანს, მისი თითქმის ოცწლიანი დასავლეთლონდონური თავგადასავალი მართლაც დასასრულს უახლოვდება. ახლა ყურადღების ცენტრში ჩელსის დირექტორი, აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი და „ტრანსფერების დედოფალი,“ ყველაზე ძლევამოსილი ქალი ფეხბურთში, მარინა გრანოვსკაია მოექცა. ის კლუბში 2010 წლიდან მუშაობს. 2013-დან კი მმართვლეთა საბჭოს წევრია. სწორედ მისი მეცადინეობის წყალობით დადო ჩელსიმ ნაიკთან წელიწადში 60-მილიონგირვაქიანი სასპონსორო… Continue reading მარინაც მიდის?