NBA-ს სუპერ ფინალში ბოსტონმა ლიდერობა დაიბრუნა

NBA-ს სუპერ ფინალების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ – როდესაც სერიაში ანგარიში 1:1-ია, მესამე მატჩის მომგები გუნდი 83%-იანი ალბათობით საბოლოოდ ჩემპიონიც ხდება. მესამე მატჩი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ სერიაში პირველად ხდება მოედნის ცვლილება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ბოსტონურ პუბლიკას არ ქონია საშუალება NBA-ს ფინალისთვის ემასპინძლა, შესაბამისად პირველ საშინაო მატჩზე ადგილობრივი “სელებრითებით” გაივსო პირველი რიგი. გოლდენ სტეიტისთვის… Continue reading NBA-ს სუპერ ფინალში ბოსტონმა ლიდერობა დაიბრუნა

“მილუოკის” სისხლიანი გამარჯვება “ბოსტონთან”

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის, ნახევარფინალური სტადიის მეხუთე მატჩი “ბოსტონსა” და “მილუოკის” შორის. სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ და “სელტიქსი” საკუთარ TD GARDEN-ში მასპინძლობდა “ბაქსს”. მატჩის პირველ მეოთხედი იანის ანტეტენკუმპოს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე სტუმრებმა 28:26 მოიგეს. როგორც კი ბერძენმა დასასვენებლად სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, “ბოსტონი” მაშინვე გაიქცა წინ ანგარიშში – ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ… Continue reading “მილუოკის” სისხლიანი გამარჯვება “ბოსტონთან”

მარკუს სმარტი NBA-ს წლის საუკეთესო დამცველია

“ბოსტონ სელტიქსის” გამთამაშებელი მარკუს სმარტი NBA-ს წლის საუკეთესო დამცველად დასახელდა. მარკუსამდე, ლიგის ისტორიაში ეს პრიზი აქამდე მხოლოდ ერთადერთ გამთამაშებელს ქონდა მოგებული – გარი პეიტონს (1995/96 წლების სეზონი). გამარჯვებული სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. 100 ჟურნალისტიდან სმარტი პირველ ადგილზე 37-მა დაასახელა და მარკუსმა ჯამში 257 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა “ფინიქს სანზის” ფორვარდი მიკალ ბრიჯესი (202… Continue reading მარკუს სმარტი NBA-ს წლის საუკეთესო დამცველია

ტეიტუმი:“ვიცი როგორ ვითამაშო კალათბურთი“

რამდენიმე დღის წინ „ბოსტონის“ კალათბურთელმა მარკუს სმარტმა საქვეყნოდ გააკრიტიკა თავისი თანაგუნდელები და აღნიშნა რომ, ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილინ ბრაუნი ეგოისტურად თამაშობენ, პასებს არ იძლევიან და ხელს უშლიან „სელტიქსის“ სხვა კალათბურთელებს, რათა კომბინაციური კალათბურთი ითამაშონ. თანაგუნდელის ამ რეპლიკას გამოეხმაურა ჯეისონ ტეიტუმი:“ვიცი, როგორც უნდა ვითამაშო კალათბურთი. დიდი ხანია რაც კალათბურთის თამაში დავიწყე და მემგონი საკმაოდ წარმატებითაც გამომდის… Continue reading ტეიტუმი:“ვიცი როგორ ვითამაშო კალათბურთი“