მსოფლიო ჩემპიონატზე, მე-3 ადგილისთვის მატჩში, ხორვატიამ მაროკო დაამარცხა (2:1). ევროპელები ამ შეხვედრაში დომინირებდნენ და ბრინჯაოს მედლები დამსახურებულად მოიპოვეს. პირველ 10 წუთში უკვე ორი გოლი ვიხილეთ – მე-7-ზე, მაგარი თავურით, ანგარიში იოშკო გვარდიოლიმ გახსნა, რომელსაც მე-9-ზე აშრაფ დარიმ უპასუხა. როგორი იყო მიმდინარეობა? ხორვატიას ბურთი ეჭირა, სახიფათოდაც უტევდა, მაროკო კი თავის შანსს კონტრ-შეტევებზე ეძებდა. 42- წუთზე ამ… Continue reading ხორვატია მსოფლიოში მესამეა! [ვიდეო]
Tag: მაროკო
ცრემლები – სიამაყის და სიხარულის… [ვიდეო]
როდესაც მაროკოელი სტიუარდი ხარ, შენი ნაკრები, 1/8 ფინალში, ესპანეთს ეთამაშება და კარსკენ მიხედვის უფლება არ გაქვს. ამ დროს მაროკო შემდეგ ეტაპზე გადის… ეს თავშეკავებული ცრემლები ის ემოციაა, რის გამოც ეს სპორტი გვიყვარს და მისი გავლენა საზოგადოების ყველა ნაწილზე მოქმედებს. ეს სიამაყის და სიხარულის ცრემლებია… ამ ვიდეოთი მაროკოს მადლობა გვინდა გადავუხადოთ – გაბედული და ტექნიკური ფეხბურთისთვის. ეს… Continue reading ცრემლები – სიამაყის და სიხარულის… [ვიდეო]
მბაპე ჰაკიმის: არ იდარდო, ძმაო
კილიან მბაპეს საფრანგეთმა ჰაკიმის მაროკოს მოუგო (2:0) და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მაროკოსთვის ნახევარფინალამდე მისვლა დიდი წარმატებაა, რადგან პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც ამდენი შეძლო. მატჩის შემდეგ, მბაპემ სტატუსი დაწერა, სადაც ჰაკიმი მონიშნა “მიყოლებით მეორე ფინალი. არ იდარდო, ძმაო. შენი გაკეთებული საქმით ყველა ვამაყობთ. ისტორია დაწერე”
რეგრაგიმ კრიტიკას უპასუხა
მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ მისი გუნდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. „მაროკო მეტად კონსერვატიულად თამაშობს? არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ ისევე ვითამაშებთ, როგორც აქამდე. ასე მოქმედებას წარმატება მოაქვს ჩვენთვის. აქ გასამარჯვებლად ჩამოვედით. მორჩა და გათავდა“, – ამბობს რეგრაგი. შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრებმა მუნდიალის F ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეტოქეებად კი ხორვატიის,… Continue reading რეგრაგიმ კრიტიკას უპასუხა
მაროკო – საფრანგეთი 11:1
საფრანგეთი-მაროკოს ნახევარფინალი… მინდორზე ალბათ მამლებს ექნებათ სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ტრიბუნას ნამდვილად აფრიკელები მოიგებენ. საოცარი ცნობები ვრცელდება, 45 000 მაროკოელი იქნება ტრიბუნაზე, როცა ფრანგებს მხოლოდ 4000 გულშემატკივარი ეყოლებათო… ანუ, 11-ჯერ მეტი მაროკოელი იქნება, ვიდრე ფრანგი. ეს მაროკოულმა პრესამ გაავრცელა და ფრანგებმაც დაწერეს. რამდენად მართალია, გაირკვევა, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მაროკოს მთავრობამ 30 სპეციალური რეისი დანიშნა ყატარისკენ,… Continue reading მაროკო – საფრანგეთი 11:1
ბარსელონა და უნაი
დრო მოვიდა და ბარსელონას ამ ორი ფეხბურთელიდან წითელმაისურიანი უფრო აინტერესებს. ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტიში ბრწყინავდა და ზაფხულშიც იყო მის ბარსელონაში გადასვლაზე საუბარი, ეს წითელმაისურიანი კი მაროკოელი აზედინ უნაი გახლავთ. 22 წლის მაროკოელი საყრდენი მაგრად თამაშობს მუნდიალზე. მეტიც, ლუის ენრიკემ სწორედ ეს ფეხბურთელი გამოარჩია ესპანეთი-მაროკოს მერვედფინალის შემდეგ. აზედინ უნაი საფრანგეთის ანჟეს წევრია. მისი ფასი მსოფლიოს დაწყებამდე… Continue reading ბარსელონა და უნაი
პეპე: ახლა შეუძლიათ, არგენტინას ტიტული გადასცენ!..
პორტუგალიელი პეპეს კომენტარი მაროკოსთან მეოთხედფინალში წაგების (0:1) მერე: 39 წლის პეპემ თქვა, რომ ამ შეხვედრაში არგენტინელი მსაჯი არ უნდა დაენიშნათ… „ფიფას არ უნდა დაეშვა მსგავსი რამ. გუშინ ლეო მესიმ მსაჯებზე დაიწუწუნა, დღეს კი რაც ვნახე, უკვე შეუძლიათ არგენტინას ტიტული გადასცენ“. პეპემ ასევე განაცხადა, რომ პორტუგალია ერთადერთი ნაკრები იყო მუნდიალზე, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურდა. „მეორე ტაიმში… Continue reading პეპე: ახლა შეუძლიათ, არგენტინას ტიტული გადასცენ!..
პორტუგალია ნამდვილად მაროკოსთვის ემზადება?..
აერია… დაიბნა… პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუსმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მაროკოს ნაკრები კარგად ჰყავს შესწავლილი და მეოთხედფინალს მომზადებული ხვდება. არადა რაღაცეები აერია!.. „მახსოვს წინა მსოფლიო ჩემპიონატში შევხვდით. მაროკოელთა ბევრი ფეხბურთელი ვიცი თუნდაც იმიტომ, რომ საბერძნეთის კლუბებში თამაშობენ, მე კი იქაურ ნაკრებს ვწვრთნიდი და მაქვს ინფორმაცია. მაროკო საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს“. სინამდვილეში კი… Continue reading პორტუგალია ნამდვილად მაროკოსთვის ემზადება?..
“ბლა-ბლა-ბლა იციან… ლილი ჩემპიონთა ლიგაში გაუყვანიათ?”
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის შესახებ იცით. მან მაროკო გაიყვანა ამ მუნდიალზე და სამი თვის წინ მოხსნეს. სხვადასხვა ნაკრებებში ჰქონდა წარმატება, მათ შორის, ალჟირში. ლილში მუშაობდა და იქაც მაგარი შედეგი ჰქონდა… ჰალილჰოჯიჩმა თქვა, რომ დიდი გუნდის მწვრთნელებს იოლად აქვთ საქმე. კონკრეტულად კი, პეპ გვარდიოლაზე ჰკითხეს და ეს უპასუხა: „მათ უყვართ ბლა-ბლა-ბლა, ბურთის ფლობა, ზუსტი პასი და ასეთებზე საუბარი.… Continue reading “ბლა-ბლა-ბლა იციან… ლილი ჩემპიონთა ლიგაში გაუყვანიათ?”
ის ერთი ფეხბურთელი არ არის…
მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა თავის ფეხბურთელს დიდ პატივს სცემს, მაგრამ ჰაკიმ ზიეში განსაკუთრებულია. „რასაც ზიეში აკეთებს, არაჩვეულებრივია. ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. ჰაკიმს ახლა დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, თუმცა დიდ სიყვარულსაც ვაგრძნობინებთ. ზოგი ამბობს ყველა ფეხბურთელს ერთნაირად უნდა მოექცეო, მაგრამ ასე არ არის. ჰაკიმი უბრალოდ… Continue reading ის ერთი ფეხბურთელი არ არის…