მანჩესტერში ზაბიცერი დაჭირდათ

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰეგმა მარსელ ზაბიცერის ტრანსფერზე  გამოთქვა აზრი. ავსტრიელი მანკუნიანელებს მიუნხენის ბაიერნიდან იჯარის წესით შეუერთდა. „მოხარულები ვართ ზაბიცერის დამატებით. მანამდე დონი ვან დე ბეკი დავკარგეთ, ახლა კი კრისტიან ერიკსენიც დიდი ხნით გამოგვაკლდა. ეს ტრანსფერი ჩვენთვის აუცილებელი გახლდათ”,- თქვა ტენ ჰეგმა პრესკონფერენციაზე. 28 წლის ავსტრიელი მანჩესტერ იუნაიტედში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ბაიერნმა ზაბიცერი დაიმატა

მიუნხენის ბაიერნმა ნახევარდაცვა გააძლიერა. გუნდმა ლაიფციგიდან მარსელ ზაბიცერი დაიმატა, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ. გერმანელებს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდათ. რეკორდმაისტერებმა ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმეს. ზაბიცერი ლაიფციგში 2015 წლის ზაფხულში ზალცბურგიდან გადავიდა. იგი გუნდის ლიდერად იქცა და ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც გახდა. 27 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 39 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. რაც… Continue reading ბაიერნმა ზაბიცერი დაიმატა

ზაბიცერი ბაიერნის ფეხბურთელია!

ბილდის ინფორმაციით, ბაიერნსა და ლაიფციგს შორის გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც, მარსელ ზაბიცერი მიუნხელთა რიგებში ითამაშებს. 27 წლის ავსტრიელი რეკორდმაისტერმა, იაფად, 16 მილიონ ევროდ შეიძინა, ეს იმიტომ, რომ ფეხბურთელს ლაიფციგთან კონტრაქტი 1 წელიღა აკავშირებდა.   ტრანსფერმარკეტზე ზაბიცერის ფასი 42 მილიონი ევროა…

ზაბიცერი ბაიერნში – როგორც ყოველთვის, იაფად…

გერმანული ბილდის ინფორმაციით, ლაიფციგის ნახევარმცველი, მარსელ ზაბიცერი შესაძლოა ბაიერნში გადავიდეს. ავსტრიელ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 1 წელიწადში ეწურება, “რედ ბულს” კი უფასოდ მისი გაშვება არ სურს და რეკორდმაისტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, მიუნხენელები მზად არიან ზაბიცერში 18 მილიონი ევრო + ბონუსები გადაიხადონ… ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ფეხბურთელის ფასი 42 მილიონი ევროა…