90, 60, 50

ლონდონის არსენალის ხელმძღვანელობა გუნდის სამ ახალგაზრდა ლიდერთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აპირებს  მოლაპარაკების დაწყებას. საუბარია ბუკაიო საკაზე, გაბრიელ მარტინელიზე და ვილიამ სალიბაზე. კლუბთან მათ ხელშეკრულებებს ვადა  2024 წლის ზაფხულში ეწურება და ხელმძღვანელები აქედანვე აპირებენ თადარიგის დაჭერას, რათა ფეხბურთელები სხვა კლუბში არ გაექცნენ. ბრიტანული ტაბლოიდების ვერსიით, საკას სატრანსფერო ფასი დაახლოებით 90 მილიონი ევროა, მარტინელის – 60, სალიბასი… Continue reading 90, 60, 50

როცა ბარსელონა გიყურებს…

ბარსელონას ხელმძღვანელობა ლონდონის არსენალის შემტევით, გაბრიელ მარტინელით დაინტერესდა და ყატარში საგანგებოდ მიავლინა სკაუტები, ბრაზილიელის საცქერად და შესაფასებლად. მარტინელი ამიერიდან კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი იქნება. ფეხბურთელის ლონდონელებთან კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის. მეთოფეები უკვე რამდენიმე კვირაა მარტინელისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთხოვენ, მაგრამ მოლაპარაკება მუნდიალის დამთავრებამდე შეუძლებელია. მარტინელი წინააღმდეგი არ არის ინგლისში დარჩენისა, მაგრამ მან ბარსელონას… Continue reading როცა ბარსელონა გიყურებს…

სენსაცია – ბრაზილიამაც წააგო!

ბრაზილია ჯგუფიდან გასული იყო, კამერუნთან მეორე, მაგრამ მოტივირებული, შემადგენლობა ათამაშა, აჯობა კიდეც, თუმცა – დამარცხდა. ამ მსოფლიოზე ამას მივეჩვიეთ, საფრანგეთს და პორტუგალიასაც 6-6 ქულა ჰქონდათ, როდესაც ბოლო ტურში დამარცხდნენ. ბრაზილიის მეორე გუნდიც რა მაგარია? მხოლოდ შეტევა რომ ავიღოთ – მარტინელი, ჟესუსი და ანტონი… პრემიერლიგის ლიდერის ფეხბურთელები და მანჩესტერის ახალწვეული. ამას დამატებული როდრიგო – მადრიდის რეალი.… Continue reading სენსაცია – ბრაზილიამაც წააგო!

5 წამში 2 ყვითელი – არსენალი რეკორდზე მიდის?

  არსენალი, ტრადიციულად, უხეშობით არ გამოირჩევა, თუმცა 2022 წელს სიურპრიზი შემოგვთავაზეს: ყველა ჩემპიონატში, გუნდმა ორჯერ მეტი წითელი ბარათი მიიღო, ვიდრე გოლი გაიტანა. 2 გოლი 4 წითელის საპირისპიროდ… წითელი ბარათების ყულაბა ბოლოს (გაბრიელმა სიტისთან, ჯაკამ და პარტიმ ლივერპულთან ორ შეხვედრაში) ოცი წლის მარტინელმა შეავსო, ვულვზთან. საინტერესო ის არის, რომ ბრაზილიელმა ორი ყვითელი ბარათი 5 წამში მიიღო.… Continue reading 5 წამში 2 ყვითელი – არსენალი რეკორდზე მიდის?