მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/4 ფინალურ სტადიაზე დიდ ინტერესს იწვევდა მატეო ბერეტინის და ჰოლგერ რუნეს დაპირისპირება. შეხვედრის სტარტი ნორვეგიელს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. მატეო ბერეტინი საშინლად გამოიყურებოდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. იტალიელი კორტზე საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდა და უბრალოდ ვერ ასწრებდა მეტოქის დარტყმულ ბურთებს. 19 წლის რუნემ… Continue reading ბერეტინი სტვენით გააცილეს
Tag: მატეო ბერეტინი
ლეივერის თასი – II სათამაშო დღის მიმოხილვა
ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გრძელდება ლეივერის თასის გათამაშება, სადაც ერთმანეთს ევროპის და მსოფლიოს ნაკრებები უპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველი სათამაშო დღის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო და თითქოს გაჩნდა ინტრიგაც, თუმცა მეორე სათამაშო დღეს, ფავორიტად მიჩნეულმა ევროპის ნაკრებმა 4-დან სამი შეხვედრა მოიგო და საერთო ანგარიშში 8:4 დაწინაურდა (მეორე სათამაშო დღეს თითოეული მატჩის მოგება 2 ქულად ფასობს). პირველები კორტზე მატეო… Continue reading ლეივერის თასი – II სათამაშო დღის მიმოხილვა
ბერეტინიმ იტალიას გამარჯვება მოუტანა
საჩოგბურთო სამყაროში სტარტი აიღო დევისის თასის ჯგუფურმა ეტაპმა. პირველი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება იტალიასა და ხორვატიას შორის შედგა. პირველ შეხვედრაში ლორენცო მუზეტიმ ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:4 6:2 სძლია ბორნა გოიოს და იტალიელებს პირველი ქულა მოუტანა 1:0. მეორე მატჩი ბევრად დაძაბული და საინტერესო გამოდგა – აფიშაც დამაინტრიგებელი იყო: ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი ბორნა ჩორიჩი მსოფლიო რეიტინგის მე-15… Continue reading ბერეტინიმ იტალიას გამარჯვება მოუტანა
ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ
კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო ATP-ის მორიგმა მასტერსმა. ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშნენ ასპარეზობას იტალიელი მატეო ბერეტინი და ბრიტანელი ენდი მარეი. ბერეტინის ბადეში ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ პაბლო კარენო ბუსტა შეხვდა. ესპანელი ჩოგბურთელი პირველივე წუთებიდანვე ძალიან კარგად მოძრაობდა კორტზე და სისწრაფეში აშკარად ჯაბნიდა იტალიელს. პაბლომ თავისი ჭკვიანური ტაქტიკით არაერთხელ ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში მატეო და… Continue reading ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ
კასპერ რუუდმა გშტაადის ტურნირი მოიგო
უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა გშტაადის 250-იანთა ტურნირის ფინალური მატჩი. უმძიმეს ბრძოლაში კასპერ რუუდმა 4:6 7:6 6:2 სძლია მატეო ბერეტინის და კარიერაში მეცხრე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-5 გეიმში იტალიელი გააქტიურდა და მეორე მცდელობით შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება. მომდევნო გეიმში უკვე კასპერს მიეცა უკუბრეიკის შანსი,… Continue reading კასპერ რუუდმა გშტაადის ტურნირი მოიგო
4 ჩემპიონი ნახევარფინალურ სტადიაზე
შვეიცარიის ქალაქ გშტაადში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. EFG Swiss Open Gstaad-ზე დასრულდა მეოთხედფინალური სტადია და გამოვლინდა ოთხივე ნახევარფინალისტი. საინტერესო ფაქტია, რომ ოთხივე ჩოგბურთელს კარიერაში ერთხელ მაინც აქვს მოგებული გშტაადის ტურნირი – დომინიკ ტიმი (2015), მატეო ბერეტინი (2018), ალბერტ რამოსი (2019), კასპერ რუუდი (2021). პირველ მეოთხედფინალში, მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მესამე ჩოგანმა დომინიკ ტიმმა 6:4 6:3… Continue reading 4 ჩემპიონი ნახევარფინალურ სტადიაზე
მედვედევმა ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
გერმანიის ქალაქ ჰალეში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ჰუბერტ ჰურკაჩმა 6:1 6:4 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში პირველად მოიგო ტიტული ბალახის საფარზე. მატჩის სტარტი პოლონელს იდეალური გამოუვიდა – ჰუბერტმა საწყისი 5 გეიმი მოიგო და 5:0 დაწინაურდა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა პირველ სეტში პრესტიჟის გეიმიღა მოიგო და 28 წუთში 1:6 წააგო. მეორე პარტიის სტარტზე… Continue reading მედვედევმა ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბერეტინიმ ლონდონის ტურნირი მოიგო
მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა მატეო ბერეტინიმ ქვინს კლაბის ტურნირის ფინალში 7:5 6:4 სძლია სერბ ფილიპ კრაინოვიჩს და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მეორე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტზე იტალიელი დომინირებდა – საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმებს იოლად იგებდა, ხოლო მეტოქისაზე სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. პირველ და მესამე გეიმებში მატეო ჯამში 4 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო, სამაგიეროდ მეხუთე… Continue reading ბერეტინიმ ლონდონის ტურნირი მოიგო
ბერეტინიმ კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო
მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა მატეო ბერეტინიმ შტუტგარტის 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალურ მატჩში 6:4 5:7 6:3 სძლია ენდი მარეის და კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მატეოს თითქმის 3 თვე არ ქონდა ნათამაშები(ხელზე ოპერაცია გაიკეთა), იტალიელმა დამაჯერებლად ჩაატარა BOSS OPEN და სრულიად დამსახურებულად მოიგო ტურნირი. ბალახის საფაროვან კორტებზე მან ჯამში მესამე ტიტული მოიგო, ხოლო… Continue reading ბერეტინიმ კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო
ენდი მარეიმ ტოპ 5-ის ჩოგბურთელი დაამარცხა
უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალური მატჩი ენდი მარეის და სტეფანოს ციციპასს შორის. მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგანს ბალახზე თამაში ყოველთვის კარგად გამოსდიოდა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველი სეტი აბსოლიტურად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ გეიმებს და ტაიბრეიკის დანიშვნაც ლოგიკური ჩანდა. მე-12 გეიმში ენდიმ… Continue reading ენდი მარეიმ ტოპ 5-ის ჩოგბურთელი დაამარცხა