კილიან მბაპე ანტუან გრიზმანს ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის თემაზე. როგორც იცით, დიდიე დეშამმა პსჟ-ის ფორვარდს გადასცა სამკლავური, რომელიც ბოლოს უგო ლორისს ეკუთვნოდა. მოკლედ, მბაპე ახალი კაპიტანია, რაც გრიზმანს არ ესიამოვნა… ამაზე ფრანგული პრესა წერს. კილიანმა გრიზმანს უთხრა, რომ მისი კარგად ესმის და შესაძლოა თავადაც ნაწყენი დარჩენილიყო. ასევე აუხსნა, რომ სამკლავურის გამო გუნდში მონოპოლიას არ შეეცდება.… Continue reading არ დაიდარდო!..
Tag: მბაპე
რეალი დაიღალა…
ესპანური Marca წერს, რომ კილიან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლის თემა დახურულია. რეალი ამ საკითხით დაიღალაო… თანაც მადრიდში არარეალურად მიაჩნიათ, რომ მბაპემ პსჟ-ში ზღაპრულ კონტრაქტზე უარი თქვას და შეწყვიტოს. ასე რომ, ეს სანტა-ბარბარას სერიალივით დაუსრულებელი ამბავი მთავრდება. და ვისზე გადაერთვება სამეფო კლუბი? ერთი ფეხბურთელისადმი ინტერესი ნამდვილად ცნობილია და საამაყოა, რომ ეს ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. თუმცა კვარა… Continue reading რეალი დაიღალა…
მბაპეს კონტრაქტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეა დამოკიდებული
L’Equipe-მ კილიან მბაპეს კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. მოგეხსენებათ შარშან ზაფხულში პსჟ-მ კილიანს ახალი 2+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ფრანგული გამოცემის ცნობით, მბაპეს ხელშეკრულება ავტომატურად იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ იგი პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. შეგახსენებთ, რომ მბაპე შარშან მადრიდის რეალში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა პსჟ-მ ახალი წინადადება შესთავაზა და ფეხბურთელიც შეთავაზებას დათანხმდა. მბაპე შესანიშნავ ფორმაშია. 24 წლის ფეხბურთელმა… Continue reading მბაპეს კონტრაქტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეა დამოკიდებული
მბაპემ ბაიერნს გოლები შეუნახა
პსჟ-ის ფორვარდმა კილიან მბაპემ ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ ჟურნალიტებს აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, 4 მარტს, ნანტთან შეხვედრაში ფრანგმა პარიზული კლუბის გოლების რეკორდი მოხსნა – 201-ე გოლი გაიტანა. „აქ ისტორიის დასაწერად ვთამაშობ, – თქვა მბაპემ – ყოველთვის ვამბობდი, რომ ამის გაკეთება მსურდა. სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. თუმცა გუნდური მიღწევები უფრო მაინტერესებს, ვიდრე ინდივიდუალური. მადლობა… Continue reading მბაპემ ბაიერნს გოლები შეუნახა
პსჟ 4:3 ლილი [ვიდეო]
“ძალაუფლება მბაპესია, როცა გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია…”
ანხელ დი მარიამ ყოფილ კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა: კილიან მბაპეს პსჟ-ში ზედმეტად დიდი ტვირთი აჰკიდესო. როგორც იცით, გასულ ზაფხულს მბაპეს კონტრაქტის პუნქტში ჩაუწერეს, რომ მწვრთნელის საკითხის, ან სპორტული დირექტორის საკითხებში ჩარევის უფლება აქვს. ტრანსფერებზეც დაეკითხებიან. გაირკვა, რომ ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგაში წაგების მერე მბაპემ გასახდელში თანაგუნდელები შემოიკრიბა და ემოციური ტექსტი წარმოთქვა, რომელშიც შეურაცხმყოფელი სიტყვებიც გაურია. ეს… Continue reading “ძალაუფლება მბაპესია, როცა გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია…”
მბაპემ რა თქვა, დაგავიწყდა?..
ნეიმარმა პსჟ-ის ფანები გააბრაზა. ბაიერნთან წაგების მერე, ღამე „მაკდონალდსიდან“ განათავსა ორი ფოტო, სადაც იცინის… მეორე დღეს კი პოკერის ტურნირში ითამაშა. პოკერშიც წააგო: ჯერ შუადღით გამოჩნდა, მალევე წააგო და წავიდა. რამდენიმე საატის მერე კი ისევ დაბრუნებულა და დიდხანს უთამაშია. ფანებმა კომენტარებში ლანძღეს ნეიმარი. შეახსენეს კილიან მბაპეს სამოტივაციო ტექსტი. მბაპემ ბაიერნთან წაგების მერე გასახდელში შემოიკრიბა თანაგუნდელები და… Continue reading მბაპემ რა თქვა, დაგავიწყდა?..
მბაპე ნანობს
პსჟ-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე ნანობს, რომ 2022 წლის ზაფხულში მადრიდის რეალში არ გადავიდა. ესპანელმა რეპორტიორმა YouTube არხის ეთერში აღნიშნა, რომ 24 წლის ფრანგი მადრიდულ კლუბში გადასვლის შესაძლებლობას ელოდება. მბაპემ გარემოცვას ასევე განუცხადა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი მას 2024 წლამდე აკავშირებს და არა 2025-მდე, როგორც ეს ხელშეკრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაცხადდა. 2022 წლის ზაფხულში ფრანგ თავდამსხმელს შეეძლო… Continue reading მბაპე ნანობს
ვინ არის 2022-ის საუკეთესო?
The Guardian-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. პირველი სამეული ისეთია, მთელი წელი ბრწყინვალე ფორმაში რომ იყვნენ. არგენტინის გულშემატკივრების (და არა მხოლოდ მათი) გასახარად, პირველზე მესი გავიდა, მეორეზე მბაპე, მესამეზე ბენზემა. ტოპ 10-იც საინტერესოა 4) ჰოლანდი 5) მოდრიჩი 6) დე ბრუინი 7) ლევანდოვსკი 8) ვინისიუსი 9) კურტუა 10) სალაჰი