ყვითელი ჩელსი

ჩემპიონთა ლიგის მომგებმა ლონდონის ჩელსიმ, ახალი, 2021-22 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა. ეკიპირება ყვითელია და წვრილი ჰორიზონტალური შავი ხაზები გასდევს. შავია საყელოც და მკლავების ბოლოებიც. შორტებიც შავია, წინდები – ყვითელი. ამ სიახლით ერთობ კმაყოფილია არისტოკრატთა ნახევარმცველი მეისონ მაუნტი. პრეზენტაციაზე მან ჩელსელთა ლეგენდარული გამარჯვებები გაიხსენა, რომლებიც სწორედ ყვითელ ფორმასთანაა დაკავშირებული. „როცა გუნდის ძველი მოგებები მახსენდება, ყოველთვის… Continue reading ყვითელი ჩელსი

ინგლისს მაუნტი და ჩილუელი გამოაკლდნენ

დღეს საღამოს, ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში უემბლიზე ჩეხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ინგლისელებს მეისონ მაუნტი და ბენ ჩილუელი დააკლდებათ. საქმე ის არის, რომ ეს ორნი ინგლის – შოტლანდიის  მატჩის შემდეგ, გასახდელთან კარგა ხანს მუსაიფობდნენ შოტლანდიელ ბილი გილმორთან, რომელსაც მეორე დღეს კოვიდ 19 დაუდგინეს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვლისწინა… Continue reading ინგლისს მაუნტი და ჩილუელი გამოაკლდნენ