წადით…

ამ ზაფხულს, ბარსელონას ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის გაშვება სურს. დიარიო სპორტის ინფორმაციით, ამერიკაში წასვლამდე, ხავი კლუბის წარმომადგენლებს ესაუბრა. ბარსას მწვრთნელმა 25 წლის ნახევარმცველისა და 28 წლის შემტევის გაყიდვის გადაწყვეტილება მშვიდად მიიღო. ფეხბურთელებს კლუბის დატოვება არ სურთ, მწვრთნელი მათ ამის შესახებ ამ დღეებში გაესაუბრება. ხავი შეეცდება ნიდერლანდელები დაარწმუნოს, რომ გუნდის დატოვება ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.… Continue reading წადით…

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტი” აგრძელებს წარმატებულ სვლას დასავლეთ კონფერენციის ფინალისკენ. ნახევარფინალური სტადიის, სერიის მეოთხე მატჩში “ვორიორზმა” საკუთარ მოედანზე 101-98 სძლია “მემფისს”, 3-1 დაწინაურდა და ერთადერთი გამარჯვება სჭირდება, რათა ფინალის საგზური მოიპოვოს. მეოთხე შეხვედრას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – პირადი პრობლემების გამო მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ტოვებდა მატჩს, ხოლო სტუმრებს მთავარი ვარსკვლავი – ჯა მორანტი დააკლდათ… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

7 წლიანი პაუზის შემდეგ “მემფისმა” საპლეიოფო სერია მოიგო

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა საპლეიოფო სერია “მინესოტასა” და “მემფისს” შორის. ორი ახალგაზრდული, საპლეიოფო დონეზე გამოუცდელი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ. სერიის მე-6 შეხვედრაში “გრიზლისმა” 114-106 დაამარცხა “თიმბერვულვზი” და პირველად 2015 წლის შემდეგ საპლეიოფო სერია გამარჯვებით დაასრულა (4-2). მატჩის პირველ მეოთხედში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა მასპინძელთა ფორვარდი ენტონი ედვარდსი, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო და “მინესოტას” მინიმალური უპირატესობა მოუტანა 29:28.… Continue reading 7 წლიანი პაუზის შემდეგ “მემფისმა” საპლეიოფო სერია მოიგო

ჯა მორანტის 52 ქულა და გამარჯვება “სპურსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მემფისმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “სან ანტონიოს” და ჯა მორანტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მეტოქე 118-105 დაამარცხა. “გრიზლისის” გამთამაშებელმა შეხვედრა 52 ქულით დაასრულა და კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც 50 ქულიან ზღვარს გადააბიჯა. “მემფისმა” ჯას ზუსტი სროლების შედეგად პირველი მეოთხედი 42-34 მოიგო, თუმცა “სპურსი” მეტოქის ანგარიშში “შორს” გაშვებას არ აპირებდა.… Continue reading ჯა მორანტის 52 ქულა და გამარჯვება “სპურსთან”

„განწირული“ პორტლენდის მოგებათა სერია გრძელდება

NBA-ს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე „პორტლენდმა“ რამდენიმე ხმაურიანი გაცვლა განახორციელა, რის შედეგადაც გუნდი დატოვეს ისეთმა კალათბურთელებმა, როგორებიც არიან სი ჯეი მაკალუმი, ნორმან პაუელი და რობერტ კოვინგტონი. სეზონის ბოლომდე ტრავმირებულია დამიენ ლილარდი და ყველამ საუბარი „რებილდინგის“ პროცესზე დაიწყო – „ბლეიზერსი“ დრაფტ პიკებს აგროვებს, რომ ახალი გუნდის შენება დაიწყოს. ამასობაში „პორტლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა – ჩონსი… Continue reading „განწირული“ პორტლენდის მოგებათა სერია გრძელდება

„მემფისმა“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ და მეტოქე 116-108 დაამარცხა. მატჩის მთავარ დაპირისპირებად გამთამაშებელთა ჯახი მიიჩნეოდა ჯა მორანტი სტეფ კარის წინააღმდეგ. „გრიზლისმა“ შეხვედრა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმში 13 სამქულიანიდან 8 ზუსტად მოათავსა კალათში. მასპინძლებმა ხელთ იგდეს ლიდერობა და მეორე მეოთხედში მათმა ჰანდიკაპმა +18-ს… Continue reading „მემფისმა“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო

ჯა მორონატის 41 ქულა და გამარჯვება „ლეიკერსთან“

NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „ლეიკერსს“ და ჯა მორანტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მეტოქე 104-99 დაამარცხა. „გრიზლისის“ გამთამაშებლის ანგარიშზე 41 ქულა და 10 მოხსნა იყო, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში ულიდერა საკუთარ გუნდს და სეზონში 22-ე გამარჯვება მოაპოვებინა. შეხვედრის უკეთესი სტარტი „ლეიკერსს’ გამოუვიდა – შესანიშნავ ფორმაშია ლებრონ ჯეიმსი(37 ქულა+13 მოხსნა+7 პასი), რომელმაც საწყისი წუთებიდანვე… Continue reading ჯა მორონატის 41 ქულა და გამარჯვება „ლეიკერსთან“

NBA-ს ახალი რეკორდი – „მემფისმა“ „ოკლაჰომას“ 73 ქულიანი სხვაობით მოუგო

დღეს გამთენიისას „მემფისმა“ NBA-ს ახალი რეკორდი დაამყარა – 73 ქულიანი სხვაობით მოუგო „ოკლაჰომას“ 152:79. 73 ქულიანი მარცხი NBA-ს ისტორიაში არავის ქონდა ნაწვნევი და „ოკლაჰომა“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ეს სირცხვილი იწვნია. დღევანდელ დღემდე ყველაზე უარეს შედეგად ითვლებოდა 1991 წლის 17 დეკემბერს დაფიქსირებული შედეგი, როდესაც „მაიამიმ“ „კლივლენდთან“ 80:148 წააგო (+68). „მემფისმა“ მატჩის მიმდინარეობისას როტაციაში 12 კალათბურთელი… Continue reading NBA-ს ახალი რეკორდი – „მემფისმა“ „ოკლაჰომას“ 73 ქულიანი სხვაობით მოუგო

ნიდერლანდებმა ავსტრიას შანსი არ დაუტოვა – როცა, უბრალოდ აზრი არ აქვს…

ამ შეხვედრაში, რამდენი თავითაც გინდა გენებოთ, ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიაზე იმდენით თავით მაღლა იდგა. ნარინჯისფერებმა მეტოქე სრულად გაანეიტრალეს და მომენტები მხოლოდ ერთი კარის მიმართულებით იქმნებოდა. მემფისს, დე ლიხტს, ვეინალდუმს – ისეთი მომენტები ჰქონდათ, გოლი რომ არ გავიდა ის უფრო გასაკვირია, ვიდრე რომ გასულიყო…   ავსტრიელთაგან, წინა მატჩის გმირი, დავიდ ალაბა დღეს ძალიან სუსტი იყო. გარდა იმისა,… Continue reading ნიდერლანდებმა ავსტრიას შანსი არ დაუტოვა – როცა, უბრალოდ აზრი არ აქვს…