მილუოკი 41 ქულიანი სხვაობით განადგურდა

NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მემფისში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “გრიზლისი” “მილუოკის” დაუპირისპირდა. თამაშის აფიშა დიდ ყურადღებას იქცევდა, რადგან ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ტოპ გუნდები უპირისპირდებოდნენ, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა. “მემფისმა” ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჯაბნა “ბაქსი” და მეტოქე 142-101 გაანადგურა. მატჩის გმირი “გრიზლისის” გამთამაშებელი ჯა მორანტი გახდა, რომელმაც 26 წუთში სამმაგი დუბლის… Continue reading მილუოკი 41 ქულიანი სხვაობით განადგურდა

მამუკელაშვილის 15 ქულა “მემფისთან”

“მილუოკიმ” დაიწყო მზადება NBA-ს მოახლოვებული 2022/23 წლების სეზონისთვის. “ბაქსმა” პირველი საგამოფენო შეხვედრა ჩააატრა და მძიმე ბრძოლაში 102-107 დამარცხდა “მემფისთან”. მიუხედავად წაგებული შეხვედრისა, თავი დადებითი კუთხით გამოიჩინა “მილუოკის” ქართველმა მძიმე ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა. “მამუ” პარკეტზე მეორე ხუთეულიდან შევიდა, 21 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა+4 მოხსნა+3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო,… Continue reading მამუკელაშვილის 15 ქულა “მემფისთან”

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

დაძაბული და საინტერესო გამოდგა საპლეიოფო დაპირისპირება “გოლდენ სტეიტსა” და “მემფისს” შორის. მეექვსე მატჩში “ვორიორზმა”  საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ჯა მორანტის გარეშე დარჩენილ “გრიზლის” და მეტოქე 110-96 დაამარცხა. “გოლდენ სტეიტმა” საპლეიო სერია 4-2 მოიგო და კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ფინიქს/დალასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 42 წუთის განმავლობაში პარკეტზე აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, 13 ჯერ შეიცვალა ლიდერი, არაერთხელ დაფიქსირდა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალასმა“ „მემფისის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ მოედანზე „დალასს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 27 ქულიანი სხვაობით განადგურდა 85:112. „მავერიქსი“ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – კოვიდ პანდემიის გამო შემადგენლობაში არ იყვნენ კრისტაფს პორჟინგისი და ვილი კოლი შტეინი. მიუხედავად მაღალი მოთამაშეების არყოფნისა, ჯეისონ კიდმა სათამაშო ტაქტიკა ისე გადააწყო, რომ ტექსასურმა გუნდმა შეხვედრა მაინც მარტივად მოიგო. მატჩის პირველმა ტაიმმა… Continue reading ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალასმა“ „მემფისის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

NBA-მ ჯა მორანტი და ფრედ ვანვლიტი გამოარჩია

NBA-ს მიმდინარე რეგულარული სეზონის, მე-12 სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეებად „ტორონტოს“ გამთამაშებელი ფრედ ვანვლიტი და „მემფისის“ ვარსკვლავი ჯა მორანტი დასახელდნენ, შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში. „რაპტორზმა“ გასულ კვირას ოთხივე თამაში მოიგო, ფრედის სტატისტიკა კი ფანტასტიკური გახლდათ – 30.3 ქულა, 4.8 მოხსნა და 6.5 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ მატჩში. „გრიზლის“-ს გადატვირთული გრაფიკი ქონდა – უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში… Continue reading NBA-მ ჯა მორანტი და ფრედ ვანვლიტი გამოარჩია

პირველად „მემფისის“ ფრენჩაიზ ისტორიაში

დღეს გამთენიისას, „მემფისმა“ საკთარ მოედანზე „ჰიუსტონს“ უმასპინძლა და მეტოქე 113:106 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ „გრიზლისმა“ ხმარებიდან ამოიღო 50-ნომრიანი მაისური, რომლითაც გუნდის რიგებში თამაშობდა მძიმე ფორვარდი ზაკ რენდოლფი. „მემფისმა“ ვეტერან მძიმე ფორვარდს ასევე აჩუქა პლატინის დაფა, რომელზეც მისივე სიტყვებია ამოტვიფრული:“მემფისი – ეს მუშა ხალხის ქალაქია, მეც მუშა ვარ, საკალათბურთო მოედანზე. ჩვენი სტილი ერთმანეთს ემთხვევა“. "It's a… Continue reading პირველად „მემფისის“ ფრენჩაიზ ისტორიაში

ლეიკერსის პირველი გამარჯვება

ნბა-ს მიმდინარე სეზონში, ტურნირის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფრენკ ვოგელის გაწვრთნილმა გუნდმა ურთულეს ბრძოლაში 121:118 დაამარცხა „მემფისი“. პირველი მეოთხედი გამთამაშებელთა დაპირისპირებად იქცა – მასპინძელთა რიგებიდან ბრწყინავდა რასელ ვესტბრუკი, რომელიც იადეალურ პასებს იძლეოდა და დეანდრე ჯორდანმა სამჯერ ჩატენა ბურთი კალთში, მეორე მხარეს კი ჯა მორანტი ქმნიდა დიდ პრობლემებს მეტოქეებისთვის. ჯა ფაქტიურად… Continue reading ლეიკერსის პირველი გამარჯვება

„ბოსტონმა“ ესპანელი ცენტრი დაიმატა

„ბოსტონმა“ და „მემფისმა“ მოთამაშეთა გაცვლა განახორციელეს, რომლის შედეგადაც „სელტიქსმა“ მიიღო ესპანელი ცენტრი ხუან ერნანგომესი (25 წლის, 206 სმ), ხოლო „გრიზლისის“ ღირსებას დაიცვავენ კრის დანი (27 წლის, 191 სმ) და კარსენ ედვარდსი (23 წლის, 180 სმ). შეგახსენებთ, რომ ერნანგომესი 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. ხუანჩო 2016 წლის დრაფტზე „დენვერმა“ აირჩია მე-15 ნომრად და… Continue reading „ბოსტონმა“ ესპანელი ცენტრი დაიმატა

მარკ გასოლი „ბარსელონაში“ გადადის

„ლეიკერსმა“ და „მემფისმა“ შეათანხმეს ტრეიდი, რომლის შედეგადაც ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი „გრიზლის“ რიგებში გადადის – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი ედრიან ვოჟნაროვსკი. „მემფისი“ აპირებს რომ შემადგენლობიდან გარიცხოს 36 წლის ვეტერანი კალათბურთელი და საშუალება მისცეს მარკს, რათა მან შეძლოს ესპანეთში ოჯახთან დაბრუნება. „გრიზლისი“ ლოს ანჯელესური კლუბისგან 2024 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკს და ფულად კომპენსაციას მიიღებს, „ლეიკერსში“ კი… Continue reading მარკ გასოლი „ბარსელონაში“ გადადის

რონდო „ლეიკერსს“ უახლოვდება

გამთამაშებელი რაჟონ რონდო (35 წლის, 185 სმ) შეუთანხმდა „მემფის გრიზლის“ კონტრაქტის გამოსყიდვაზე. ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით „ლეიკერსი“ მთავარი ფავორიტია, რათა გამოცდილი გამთამაშებელი საკუთარ შემადგენლობაში დაიმატოს. რონდოს მიმართ ინტერესს იჩენს „ფილადელფიაც“, რომელსაც სურს მეორე ხუთეული გააძლიეროს რაჟონით. „ფილას“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსია, რომელსაც უკვე აქვს ვეტერან გამთამაშებელთან მუშაობის გამოცდილება – დოკი და რონდო ერთად „ბოსტონში“… Continue reading რონდო „ლეიკერსს“ უახლოვდება