საიდან, მაქს?.. 48 მილიონი და ჯერ 25 წლისაც არაა

ჯერ 25 წლისაც არაა და სპორტსმენებს შორის უკვე 26-ე ადგილზეა გამომუშავებული თანხით. ეს მაქს ფერსტაპენია – ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონი. შარშან ზღაპარში, ბოლო წამებზე რომ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, დიდი ფული იშოვა. მხოლოდ 2021 წელს გამოიმუშავა 48 მილიონი დოლარი. ფერსტაპენი Forbes-ის სიაში შეიჭრა. ლუის ჰემილტონისა და ფერნანდო ალონსოს ტო-50 მდიდარს შორის ყოფნა არავის უკვირს, მაქსი კი… Continue reading საიდან, მაქს?.. 48 მილიონი და ჯერ 25 წლისაც არაა

მესის ჯიბე: 130 მილიონით მეტი ერთ სეზონში

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია. 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები. მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე… Continue reading მესის ჯიბე: 130 მილიონით მეტი ერთ სეზონში

10 გოლი ფლეი-ოფში – ქარიმ ბენზემას ჯადოქრობა!

  მადრიდის რეალმა სასწაული მოახდინა: 5 წუთში 3 გოლი გაიტანა და მან. სიტი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა (საერთო ანგარიში: 6:5). მესამე გოლი ბენზემასია – ახლა ოქროს ბურთს ის უფრო ხმამაღლა ითხოვს. პირველი გოლის დროს, კარიმმა საგოლე პასი გააკეთა, დამატებით დროში კი, მისივე მოპოვებული, პენალტი გაიტანა. ახლა ციფრები: კარიმი რონალდუს რეკორდსა და ლევანდოვსკის გოლების რაოდენობას დაეწია! ·        … Continue reading 10 გოლი ფლეი-ოფში – ქარიმ ბენზემას ჯადოქრობა!

ნახევარი მილიონი ევრო მესის მაისურის სანაცვლოდ

ბარსელონას მაისურა, რომლითაც ლეო მესიმ კარიერის მე-500 გოლი გაიტანა აუქციონზე 427 ათას ევროდ გაიყიდა. „ყველაზე ძვირფასი და წმინდა საჩუქარი“, – თქვა აუქციონის შემდეგ ახალმა პატრონმა. შეგახსენებთ, რომ მესიმ მე-500 გოლი 2017 წლის აპრილში რეალს იმ მატჩში გაუტანა, რომელიც ბარსამ მადრიდში 3:2 მოიგო. გოლის შემდეგ მესიმ მაისურა – რელიქვია ტრიბუნის წინ გამოფინა.

1 მაისი 17 წლის წინ: ასე დაიწყო მესი!.. (+video)

ზუსტად 17 წლის წინ,  2005 წლის 1 მაისს, ლეო მესიმ პირველი გოლი გაიტანა ბარსელონას მაისურით… ეს ალბასეტესთან შეხვედრაში. 88-ე წუთი იყო, როცა ფრანკ რაიკარდმა მესი სამუელ ეტოოს ნაცვლად შეიყვანა მინდორზე. დრო რაღა რჩებოდა? მაგრამ მესიმ არათუ ერთი, ორი გოლი გაიტანა… უბრალოდ, პირველი არ ჩაუთვალეს თამაშგარეს გამო. მესიმ არ მოისვენა და მაინც გაიტანა თავისი. ორივეჯერ რონალდინიომ… Continue reading 1 მაისი 17 წლის წინ: ასე დაიწყო მესი!.. (+video)

შემთხვევით, ლიფტში: მესისთან, მბაპესთან და რამოსთან ერთად…

  ლატვიაში მცხოვრებ, წარმოშობით რუს, მარტა სილჩენკოს ბედნიერი დღე გაუთენდა. 17 წლის გოგონა, როდესაც ლიფტით მგზავრობდა, პსჟ-ს ვარსკვლავების გარემოცვაში მოხვდა. მთავარი ხალხი იქ: მესი, მბაპე, ნეიმარი და რამოსი იყვნენ. სლეფიში სხვებიც ჩანან, მაგალითად: ბერნატი… ვინ არის მარტა? ის გოლფის მოთამაშეა, რომელიც სამოყვარულო რეიტინგში 234-ე ადგილს იკავებს. როგორც გაირკვა, ორი ტურნირი მოიგო, 9-ჯერ კი ტოპ 10-ში… Continue reading შემთხვევით, ლიფტში: მესისთან, მბაპესთან და რამოსთან ერთად…

“შენ ჯერ არ გითამაშია საუკეთესოსთან: მესისთან…”

სერხიო აგუერო რომ ლეო მესის მეგობარია, ყველამ იცის. ახლა კი, აი, პატარა ამბავი,  Instagram-ზე პოსტს რომ მოჰყვა. მანჩესტერ იუნაიტედის 17 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ალეხანდრო გარნაჩომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. რონალდუმ ნორვიჩთან შესრულებული ჰეთ-თრიქის მერე ის იღბლიანი ბურთი აჩუქა გარნაჩოს… გარნაჩომ ეს ფოტო განათავსა და მიაწერა: „ყველა დროის უდიდესი მოთამაშე“. აგუერომ კი უპასუხა: „უბრალოდ,… Continue reading “შენ ჯერ არ გითამაშია საუკეთესოსთან: მესისთან…”

ქიმია!.. მესის ღვინო ეკუთვნის

პეპ გვარდიოლამ ლეო მესიზე ვრცლად ისაუბრა – მან ყველანი გაგვაძლიერა, ვიდრე მანამდე ვიყავითო (Diario Sport). მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ოქროს ბურთის 7-ჯერ მფლობელზე ჩვეული ხატოვანი ტექსტები ჩაურთო. „რას ნიშნავს მესი ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის? ყველაფერს. ის ჩემს მშობლებზე ძლიერია. მესიმ იცოდა, რომ გუნდში ჰყავდა ბრწყინვალე ფეხბურთელები, რომლებიც მას ეხმარებოდნენ. …ყოველთვის ვამბობდი, რომ იდეალური დრო დაემთხვა ერთ მომენტში.… Continue reading ქიმია!.. მესის ღვინო ეკუთვნის

ერთხელ პარიზში

  პსჟ-მ 5:1 მოუგო ლორიანს და რამდენიმე საინტერესო ამბავი მოხდა. პირველი შემთხვევაა, რომ ერთ მატჩში გოლი გაიტანეს ლეო მესიმ, ნეიმარმა და კილიან მბაპემ. ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა, მბაპემ კი იფრინა და ორ გოლს სულაც სამი საგოლე პასი მიაყოლა. ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა… სერხიო რამოსმა ითამაშა. აი, ამბავი. 23 იანვრის მერე პირველად გამოჩნდა მოედანზე – 72-ე წუთზე… Continue reading ერთხელ პარიზში

რონალდინიო: მესის როგორ უსტვენთ?

რონალდინიომ ლეო მესის მხარი დაუჭირა. მას როგორ უსტვენთო – ამ პათოსით… „ვფიქრობ, მესის პარიზში მხოლოდ იმიტომ გაუჭირდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში სხვანაირ ფეხბურთს თამაშობდა. და იყო გუნდში, რომელიც სტილს არ ცვლიდა. მას მხოლოდ ადაპტაცია სჭირდება, დანარჩენი კი დალაგდება. დრო სჭირდება. …ვერ ვხვდები, მესის როგორ უნდა უსტვინო. მაშინ რაღა რჩება ფეხბურთში? მესის თუ უსტვენთ, მაშინ აპლოდისმენტები… Continue reading რონალდინიო: მესის როგორ უსტვენთ?