ერიქსენი 2022 წლიდან…

დანიელმა კრისტიან ერიქსენმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. ეს Corriere dello Sport-მა დაწერა. „4-5 თვის მერე ისევ ვითამაშებ. ყველაფერი რიგზე მაქვს“ – უთქვამს ერიქსენს. შეგახსენებთ, 12 ივლისს დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ერიქსენი გულის შეტევის გამო წაიქცა და მთელი მსოფლიო შოკში იყო. ამ შემთხვევის მერე დანიელს გულის არეში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი ჩაუდგეს. ინტერში და ზოგადად სერია ა-ში დეფიბრილიატორით თამაში… Continue reading ერიქსენი 2022 წლიდან…

გველისტყაოსანი

მილანის ინტერმა ახალი, 2021-22 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა, რომელიც ცოტა უცნაური სანახავია. ყოველ შემთხვევაში, ადრე მსგავსი ეკიპირება მათ არასდროს ცმიათ. ფერები ტრადიციულად ლურჯ-შავია, თუმცა ვერტიკალური ზოლების მაგიერ, გველის ტყავის ინსპირაციაა მაისურზე დატანილი… საქმე ის არის, რომ „გველები“ (Il Biscione) მათი ერთ-ერთი მეტსახელია. კლუბის ტვიტერში წერია: „ინტერი ახალ ტყავში!“