“მილუოკიმ” სანდრო მამუკელაშვილი გაუშვა

“მილუოკი” შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-15 შეხვედრა მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში გალიდერდა. “ბაქსი” გამალებით ემზადება საპლეიოფო დაპირისპირებებისთვის, რომელიც სტარტს აპრილის ბოლოს აიღებს. “მილუოკიმ” სატარანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე სამმხრივი ტრეიდის შედეგად გუნდში მოიყვანა ჯეი კრაუდერი. 1 კვირის წინ ვეტერან ცენტრ – მაიერს ლეონარდთან გააფორმა 10 დღიანი კონტრაქტი და მას… Continue reading “მილუოკიმ” სანდრო მამუკელაშვილი გაუშვა

ანტეტენკუმპოს 50 ქულა და გამარჯვება “პელიკანსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ FISERV FORUM-ზე უმასპინძლა “ნიუ ორლეანს”. სტუმრები შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ ზაიონ უილიამსონი, ბრენდან ინგრამი და სი ჯეი მაკალუმი. ლიდერების გარეშე დარჩენილმა “პელიკანსმა” მატჩი 110-135 დათმო და ზედიზედ მეშვიდე მარცხი იწვნია. მატჩის გმირი იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც 50 ქულა, 13 მოხსნა და… Continue reading ანტეტენკუმპოს 50 ქულა და გამარჯვება “პელიკანსთან”

მამუკელაშვილის 17 წუთი “მაიამისთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის გამორჩეული გუნდები დაუპირისპირდნენ – “მაიამი” და “მილუოკი”. ფლორიდაში, FTX ARENA-ზე გასამართ მატჩს ორივე კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდა კაილ ლაური, ტაილერ ჰირო და კალებ მარტინი. სტუმრების დანაკლისი გაცილებით დიდი იყო – იანის ანტეტენკუმპო, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, სერჟ იბაკა და… Continue reading მამუკელაშვილის 17 წუთი “მაიამისთან”

ანტეტენკუმპოს კარიერის რეკორდი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და 123:113 იმარჯვა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ბაქსის” მძიმე ფორვარდი – იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა – ჩაუგდო რა მეტოქეს 55 ქულა. იანისმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა, 33-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 20 ბურთი ზუსტად ჩააგდო, ბერძენს პერიმეტრიდან ტყორცნები არ წაუვიდა 3 მცდელობიდან… Continue reading ანტეტენკუმპოს კარიერის რეკორდი

მამუკელაშვილის 13 წუთი “ვაშინგტონთან”

ახალი წლის ღამეს “მილუოკი” საკუთარ Fiserv Foorum-ზე მასპინძლობდა “ვაშინგტონს”. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სადღესასწაულო პერიოდია, დარბაზი ბოლომდე გაივსო “ბაქსის გულშემატკივრებით – 17,341 ბილეთი მალევე გაიყიდა და მატჩი სრული ანშლაგით ჩატარდა. მასპინძლები შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ გუნდის ლიდერები: იანის ანტეტენკუმპო (მუხლი), ჯრუ ჰოლიდეი (გაციებულია) და კრის მიდლტონი (მუხლი). “ვაშინგტონის”… Continue reading მამუკელაშვილის 13 წუთი “ვაშინგტონთან”

იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა

დონოვან მიტჩელის ტრანსფერის შემდეგ “კლივლენდი” პლეიოფის დონის გუნდად იქცა. “კავალიერზი” საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 18 გამართული მატჩიდან 16 აქვს მოგებული (ლიგის საუკეთესო შედეგი). დღეს, გამთენიისას ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდა. “კლივლენდმა” “მილუოკის” უმასპინძლა და მეტოქე 114-106 დაამარცხა. “კავალიერზმა” მატჩის პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – ჯეი ბი ბიკერსტაფის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი მეოთხედი… Continue reading იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა

მილუოკი 41 ქულიანი სხვაობით განადგურდა

NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მემფისში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “გრიზლისი” “მილუოკის” დაუპირისპირდა. თამაშის აფიშა დიდ ყურადღებას იქცევდა, რადგან ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ტოპ გუნდები უპირისპირდებოდნენ, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა. “მემფისმა” ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჯაბნა “ბაქსი” და მეტოქე 142-101 გაანადგურა. მატჩის გმირი “გრიზლისის” გამთამაშებელი ჯა მორანტი გახდა, რომელმაც 26 წუთში სამმაგი დუბლის… Continue reading მილუოკი 41 ქულიანი სხვაობით განადგურდა

გოლდენ სტეიტის საშინელი სერია გრძელდება

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი – გოლდენ სტეიტი მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს 28 ჩატარებული თამაშის შემდეგ 14 მოგება და ამდენივე მარცხი გააჩნია. “ვორიორზის” პრობლემები განსაკუთრებით გასვლით შეხვედრებში ჩანს – ჩემპიონებმა 14 გამართული მატჩდან მხოლოდ 2 მოიგეს და 12 წააგეს. სტუმრად გამართულ შეხვედრებში გოლდენ სტეიტი საშუალოდ 114 ქულას უშვებს, რაც კატასტროფული შედეგია.… Continue reading გოლდენ სტეიტის საშინელი სერია გრძელდება

მამუკელაშვილის 5 ქულა და გამარჯვება კლივლენდთან

მილუოკი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე კლივლენდს უმასპინძლა და მეტოქე 113-98 დაამარცხა. ბაქსი კავალიერზთან გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ: ჯრუ ჰოლიდეი, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, ვესლი მეტიუზი, პეტ კონაუტონი და ჯო ინგლესი. მიუხედავად ტრავმების ეპიდემიისა, მილუოკის მაინც ეყო ძალები, რომ… Continue reading მამუკელაშვილის 5 ქულა და გამარჯვება კლივლენდთან

რეკორდების დღე NBA-ში

“მილუოკი” აგრძელებს ბრწყინვალე ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების რეგულარ სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა 108-94 დაამარცხა “ოკლაჰომა” და სეზონის სტარტზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა. “ბაქსმა” “თანდერი” იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დაამარცხა. ბერძენი ფორვარდი გასახურებლად გამოვიდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით მას დასვენების საშუალება მიეცა. იანისის არყოფნაში “მილუოკის” ბრუკ ლოპესმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. სამწუხაროდ “ბაქსის” განაცხადში… Continue reading რეკორდების დღე NBA-ში